23 May 2015      fashionista     Views 3 019    
Category: Stars



კრისტენ სტიუარტმა Harper's Bazaar-ის ბრიტანული გამოცემის ივნისის თვის გარეკანი დაამშვენა. ვარსკვლავი შანელის მოდის სახლის სახეა და ჟურნალის ფოტოსესიისთვის შანელის კოლექცია წარმოადგინა.

ფოტოგრაფი: Alexi Lubormirski
სტილისტი: Miranda Almond



კრისტენმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ცნობადობა, დიდება არის მსოფლიოში ყველაზე უარესი რამ. 25 წლის მსახიობმა ასევე ისაუბრა სექსიზმზე და ქალის როლზე ჰოლივუდში:
"ქალებს უწევთ გაცილებით ბევრი იშრომონ და იმუშავონ, რომ მათი ხმა ვინმემ გაიგოს. ჰოლივუდი საშინლად სექსისტურია. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია."

ასევე ისაუბრა ფორმის შენარჩუნებაზე, ჯანმრთელობასა და თავის მოვლაზე:
"ვიმატებ მცირედად, როდესაც ვჭამ ჩიზბურგერებს, თუმცა ამ დროს ვარ ბედნიერი და თავს კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა როდესაც სტრესირებული ვარ ან ვმუშაობ, წონა თავისით იკლებს. ჩემი წონა და ძილი პირდაპირ კავშირშია ნერვულ სისტემასთან. ზოგჯერ 12 საათი მძინავს, ხოლო ზოგჯერ არის პერიოდები, როცა რამდენიმე თვე საერთოდ არ მძინავს."



მან ასევე ისაუბრა თავის მოვლაზე და აღნიშნა, რომ თვითონ არც თუ კარგად ეხერხება მაკიაჟის გაკეთება. ამბობს, რომ დედამისი არასდროს იყენებდა კოსმეტიკას და შესაბამისად, მისთვისაც არაფერი უსწავლებია ამ მხრივ. თუმცა აღნიშნა, რომ ჰყავს საუკეთესო ვიზაჟისტები, რომლებიც მისის საუკეთესო მეგობრებიც გახდნენ, თუმცა თავიდან ეუხერხულებოდა მათთან მისვლა, რადგან როდესაც ეკითხებოდნენ თუ რას იყენებდა სახის მოვლისთვის, მას ამაზე პასუხი არ ჰქონდა და მხოლოდ უთვლიდა იმ საშუალებებს რასაც მას ვიზაჟისტებეი და კოსმეტოლოგები ავალებდნენ.

ამ და სხვა მრავალ საინტერესო თემაზე, ვარკვლავმა ჟურნალის ივნისის თვის ნომერში გულახდილად ისაუბრა და ბევრ საინტერესო თემას შეეხო.








Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top