;

1 May 2015      AnnLennon1     Views 7375    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებსაინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

ფიბი ჯეინ ელიზაბეტ ტონკინი, ცნობილი როგორც ფიბი ტონკინი გახლავთ ავსტრალიელი მსახიობი და მოდელი, რომელიც დაიბადა 1989 წლის 12 ივლისს, სიდნეიში. სამსახიობო კარიერა დაიწყო ავსტრალიურ თეატრალურ დადგემში მონაწილეობითა და სატელევიზიო შოუებით, ხოლო შემდგომ კი ამერიკაში დასახლდა. ჰოლივუდური პოპულარობა მოიპოვა სკანდალებისა და მსგავსი ინციდენტების გარეშე, მხოლოდ თავისი სილამაზის, მოდურობისა და ნიჭიერების წყალობით. ამასთან ერთად, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ფიბი ერთ-ერთი ყველაზე თავდამბალი სელებრითია, რომელიც ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით გამორჩეული მისაბაძი მაგალითია თინეიჯერებისთვის. მოდით გავიგოთ გაცილებით მეტი ახალგაზრდა მსახიობისა და მოდელის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან და გადავხედოთ საინტერესო ფაქტებს.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

✖ ფიბი ტონკინი დაიბადა 1989 წლის 12 ივლისს, სიდნეიში, ავსტრალიაში
✖ მისი სრული სახელია: ფიბი ჯეინ ელიზაბეტ ტონკინი
✖ მისი ზედმეტსახელია: Phoebs
✖ მისი სიმაღლეა: 1.78 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

4 წლის ასაკიდან დადიოდა ბალეტზე, ჰიპ ჰოპზე, თანამედროვე ცეკვებზე, ხოლო 12 წლისამ გადაწყვიტა
ავსტრალიის თეატრალურ დასში
გაწევრიანებულიყო. სწორედ აქედან დაიწყო მისი სამსახიობო წინსვლა და კარიერა.

✖ პატარა ფიბის ოცნება იყო მეხანძრეობა.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

★ ფიბის სამსახიობო დებიუტი შედგა 2006 წელს, ავსტრალიურ სატელევიზიო შოუში ‘H2O: Just Add Water‘,
სადაც მშვენიერი ქალთევზა განასახიერა და სწორედ აქ გაიცნო თავისი საუკეთესო მეგობარი კლერ ჰოლტი.

★ სერიალისთვის მზადების პროცესში ბევრს ვარჯიშობდა იმისთვის, რათა ცურვა პროფესიონალურ დონეზე ესწავლა
და საკუთარი შესაძლებლობები ამ მხრივ განევითარებინა. ფიბი მთელმა ავსტრალიამ სწორედ ამ როლით გაიცნო და შეიყვარა.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

◕ 2011 წელს, ფიბიმ გადაწყვიტა მშობლიური ავსტრალია დაეტოვებინა და საცხოვრებლად
გადასულიყო ლოს ანჟელესში
, რათა კარიერულად გაცილებით უფრო განვითარებულიყო.

◕ 2011 წელს, მსახიობი ‘The CW’-ის სატელევიზიო შოუს ‘The Secret Circle’-ის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად დაამტკიცეს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალმა მხოლოდ ერთი სეზონი გასტანა ფიბიმ მოახერხა და კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. თავად მსახიობი აცხადებს, რომ ფეას როლს ყველაზე მეტად გამოარჩევს და უყვარს.

◕ მას დღემდე უახლოესი ურთიერთობა აკავშირებს სერიალის ქასთთან განსაკუთრებით ბრიტ რობერტსონთან.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებსაინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

◕ გიჟდება ბავშვებზე და პოპულარობამდე ძიძად მუშაობდა.

◕ ხუთი რამ რის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლია: ოჯახი, სათვალეები, ზღვა/ქვიშა/შავი შოკოლადი, მუსიკა და მაკბუქი.

◕ მას უახლოესი ურთიერთობა აქვს ავსტრალიელ მსახიობ ტერეზა პალმერთან. 2012 წელს
მეგობრებმა გადაწყვიტეს გაეხსნათ ვებსაიტი, რომლის შინაარსია ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

☞ მისი ფავორიტი ფილმია ‘''The Royal Tenenbaums’,
ხოლო მისი ოცნება კი ვეს ანდერსონთან ერთად თანამშრომლობა.

☞ მისი ფავორიტი ქალი მსახიობია კამერონ დიასი, ხოლო მამაკაცი კი შონ პენი.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებსაინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

☞ ფიბი წლებია ვეგეტარიანელია.

☞ მისი ფავორიტი ბენდებია: ‘Radiohead’ და ‘The Black Keys’.

☞ მისი საუკეთესო მეგობარია მსახიობი კლერ ჰოლტი.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებსაინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებსაინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

Δ მას არაერთ ბრენდთან უთანამშრომლია და მონაწილეობა მიუღია მათ არაერთ სარეკლამომ კამპანიაში. ‘Girlfriend,
Teen Vogue, ELLE Australia, Miss Vogue Australia’
- ეს არასრული ჩამონათვალია ფიბის ფოტოსესიებისა.

Δ 2011 წელს ჟურნალ ‘Variety ’-ის მიერ დასახელდა ‘new faces to watch’.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

Δ მაშინ, როდესაც გოგოების უმეტესობა ყურს ძალიან ადრეულ
ასაკში იხვრეტს ფიბიმ ეს 20 წლის ასაკში გააკეთა.

Δ მას არანაირი პლასტიკური ოპერაცია არა აქვს გაკეთებული,
ხოლო ფორბას პილატესით, ცეკვითა და ბოქსით ინარჩუნებს.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

● ტონკინმა მუსიკოს მაილს ფიშერის მუსიკალური ვიდეო ‘Don't Let Go’ დაამშვენა.

● ფიბის ოცნებაა ჰყავდეს დიდი ოჯახი და მათთან ერთად ცხოვრობდეს კანიონში.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებსაინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

● ადრეულ ასაკში მისი გატაცება იყო დევიდ კოპერფილდი, ჯადოქარი.
მისი შოუების დიდი გულშემატკივარი იყო და მუდამ თვალს ადევნებდა მათ.

● პირველად მან სიყვარული თავის ძაღლს კარლის აუხსნა,
რომელსაც ახასიათებს, როგორც ბავშვობის სიყვარულს.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებსაინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებსაინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

✍ ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მიღწევაა 6 კვირა, რომელიც კამბოდიის ბავშვთა სახლში გაატარა, როდესაც 18 წლის იყო. ‘ეს იყო ყველაზე ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიმიღია. ავიღე ბილეთი და გავემგზავრე მარტო. ვცხოვრობდი ბავშვთა სახლში 12 ბავშვთან ერთად, საიდანაც მხოლოდ 4 საუბრობდა ინგლისურად. უსაზღვროდ დიდი გამოცდილება მივიღე და სიდნეიში დავბრუნდი, როგორც ახალი, განსხვავებული ადამიანი, რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით უყურებდა.’

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

♕ ამერიკელი მაყურებლების ფართო მასამ ტონკინი გაიცნო ცნობილი სერიალის ‘ვამპირის დღიურების’ საშუალებით. 2013 წელს კი ცნობილი გახდა, რომ ‘The CW’ ახალ სერიალს ‘The Originals’-ს ქმნიდა. ფიბი უმალვე შეუერთდა ახალ პროექტს და ერთ-ერთი მთავარი როლის მფლობელიც გახდა. მოგვიანებით მას საუკეთესო მეგობარი კლერ ჰოლტიც შეუერთდა. სერიალი დღესდღეობით ‘ვამპირის დღიურებზე’ არანაკლები პოპულარულობით სარგებლობს.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

♥ ♥ ♥
პირადი ურთიერთობები

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებსაინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

✖ მსახიობის პირად ურთიერთობებს, რომ გადავხედოთ სიის სათავეში ვიხილავთ ჰარი პოტერის ვარსკვლავს ბრიტანელ ტომ ფელტონს, რომელიც ფიბიმ 2006 წელს გაიცნო და 2008 წლამდე ხვდებოდა. ფელტონთან განშორების შემდეგ მან კვლავ ბრიტანელ მსახიობს დაადგა თვალი, ‘ჭორიკანას’ ვარსვლავ ედ უესტვიკს, რომელსაც 2011 წლის დასაწყისში ხვდებოდა.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

✖ 2011 წლის მიწურულს მან ავტრალიური თრილერ/საშინელებათა ჟანრის ფილმის ‘Bait’-ის გადასაღებ
მოედანზე გაიცნო ავსტრალიელი მსახიობი ხავიერ სამუელი
, რომელსაც რამოდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

✖ 2013 წელს ფიბიმ სერიალ ‘The Secret Circle’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო კრის ზილკა, რომელსაც
პროექტის გადაღებების პერიოდში ხვდებოდა, ხოლო შემდგომ კი წყვილმა მეგობრებად დარჩენა ამჯობინა.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

❤ დღესდღეობით, მას სერიოზული ურთიერთობა აკავშირებს მსახიობ პოლ უესლისთან, რომელიც ‘ვამპირის დღიურების’ გადასაღებ მეოდანზე გაიცნო. პოლი იმხანად ქორწინებაში იმყოფებოდა, ხოლო ოფიციალურად განქორწინების შემდგეგ ოფიციალურად გახდა ცნობილი ფიბისა და უესლის ურთიერთობის შესახებ. წყვილი 2013 წლიდან ხვდება ერთმანეთს და რამოდენიმე დღის წინ მსახიობის თითზე პაპარაცებმა ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს, რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიანთი კავშირის გაღრმავებასა და შეუღლებას აპირებენ.

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

საინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებსაინტერესო ფაქტები ფიბი ტონკინის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top