30 April 2015      AnnLennon1     Views 3 356    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


ჯეიმს მაკევოი გახლავთ შოტლანდიელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1979 წლის 21 აპრილს გლასგოში. სასულიერო და სამხედრო ცხოვრების სურვილის შემდგომ მან სამსახიობო სფეროსკენ გადაინაცვლა და აქტიური მუშაობა დაიწყო ამ თვალსაზრისით. საკუთარ თავს არ თვლის ტიპიურ ჰოლივუდელ ლამაზმანად და ბრედ პიტად, შესაბამისად ეუცხოვება თითოეული ყურადღება, რასაც საზოგადოება მის მიმართ იჩენს. ჯეიმსს ურიცხვი ფანების არმია ჰყავს, რომლებიც საკუთარ თავს ‘Mcavoyeurs’ უწოდებენ. გარდა მსახიობობისა ჯეიმსი თავისუფალ დროს აქტიური ქველმოქმედებითაა დაკავებული და არაერთი სიგიჟე ჩაუდენია სხვათა დასახმარებლად. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობის ჯეიმს მაკევოის ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


✖ ✖ ✖
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


◕ ჯეიმს მაკევოი დაიბადა 1979 წლის 21 აპრილს, გლასგოში, შოტლანდიაში.

◕ მისი ზედმეტსახელებია: ჯეიმსი ბოი, ჯიმი და ფლოიდი

◕მისი სიმაღლეა: 1.70 სანტიმეტრი

◕ სამარკო ნიშანი: ლურჯი თვალები, ტალღოვანი თმები და შოტლანდიური აქცენტი

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


◆ მაკევოი დაიბადა გლასგოში ელიზაბეტ ჯონსტოუნისა და ჯეიმს მაკევოიების ოჯახში. დედამისი ექთანია, ხოლო მამა კი მშენებელი. მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, როდესაც 7 წლის იყო და მას შემდეგ იზრდებოდა დედის ბებია და ბაბუასთან ერთად. დედაც მათთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ხშირად ავადმყოფობდა და ჯეიმსის გაზრდა არ შეეძლო. მსახიობს იმდენად ახლო ურთიერთობა აქვს გამზრდელ ბებიას-ბაბუასთან, რომ დღემდე ხშირად სტუმრობს მათ.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


Δ სწავლობდა წმინდა ტომასის სკოლაში და სწავლასთან ერთად მუშაობდა საცხობში.

Δ სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა სამეფო შოტლანდიურ აკადემიაში, სადაც ეუფლებოდა მუსიკასა და დრამას.

Δ 3 წლის განმავლობაში მუშაობდა კონდიტერად იმისთვის, რათა დრამის სკოლაში ჩასაბარებლად ფული შეეგროვებინა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


Δ 20 წლის ასაკში გლასგოდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.

Δ სანამ სამსახიობო სფეროს აირჩევდა სურდა ჯარისკაცი გამხდარიყო.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


Δ თინეიჯერობის ასაკში მას უნდოდა მოძღვარი გამხდარიყო. ჯეიმსმა განაცხადა, რომ მისიონერული ცხოვრების ფარგლებში მსოფლიოს შემოვლა სურდა და სწორედ ეს იყო მისი ეკლესიური ცხოვრების არჩევის მიზეზი. ‘თანდათან მივხვდი, რომ ღმერთისა და რელიგიის გამოყენება მსურდა და შევწყვიტე ამაზე ფიქრი.’

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


✄ ჯეიმსი ჰოლივუდმა ფართოდ გაიცნო 2001 წელს HBO-ს ‘Band of Brothers’-ში,
რომლიც აღმასრულებელი პროდიუსერები იყვნენ სტივენ სპილბერგი და ტომ ჰენკსი.

✄ 2007 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ერთ-ერთი სერიოზული პროექტი ‘გახდე ჯეინი’, სადაც მან პარტნიორობა ოსკაროსან მსახიობ
ენ ჰეტევეის გაუწია. ფილმის გადაღებებისას მაკევოის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა, რადგან რეალურად მსახიობი ჰეტევეიზე დაბალია.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


✍ მისი ფავორიტი რეჟისორია კენ ლოჩი.

✍ 2007 წელს, ჟურნალ ‘People’-ის მიერ არჩეულ იქნა ერთ-ერთ სექსუალურ მამაკაცად.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


✍ არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საშინლად ალერგიულია ცხენების მიმართ და
ძირითადად ეს უქმნიდა პრობლემას ფილმ 'The Conspirator'-ის გადასაღებ მოედანზე.

✍ მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრები არიან ტომ ელისი და ბენედიქტ კამბერბეტჩი.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


★ 2007 წელსვე ჯეიმსმა პარტნიორობა გაუწია ბრიტანელ მსახიობ კირა ნაითლს ფილმში ‘Atonement’.
მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ ფილმის სცენარი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელიც წაუკითხავს.

★ ‘Atonement’-ში განსახიერებული როლისთვის მან მოგვიანებით ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ნომინაცია მოიპოვა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


✦ 2008 წელს მაკევოიმ მონაწილეობა მიიღო მძაფრსიუჟეტიან ტრილერში ‘Wanted’, სადაც მისი პარტნიორი არც მეტი არც ნაკლები ლეგენდარული ანჯელინა ჯოლი გახლდათ. თადავპირველად, ჯეიმსი როლზე 2006 წელს მოსინჯეს, თუმცა უარყვეს. მოგვიანებით მას დაურეკეს და პროექტში მონაწილეობა ხელახლა შესთავაზეს. როლისთვის მზადების პროცესში მან არაერთი დაზიანება მიიღო წელისა და ფეხის არეში, რადგან ვაჯიშის საშუალებით იდეალურ ფორმაში უნდა ყოფილიყო.

✦ ფილმში არსებულ ცნობილ კოცნის სცენას ანჯელინასთან ჯეიმსი დღემდე იხსენებს და ამბობს, რომ უცნაური და არც თუ ისე სასიამოვნო იყო. ‘კოცნის სცენა ჩემსა და ანჯელინას შორის პირველივე დღეს შედგა, როდესაც ის გადასაღებ მოედანზე მოვიდა. მანამდე ორი კვირის განმავლობაში მიმდიდარეობდა გადაღებები. მე მას არ ვიცნობდი და თავდაპირველად მეუხერხულა.’ ‘ჰეი, მიხარია შენი გაცნობა, მე ჯეიმსი ვარ და ჩვენ უნდა ვაკოცოთ ერთმანეთს’ - ეს იყო პირველი ფრაზა, რაც მე მას ვუთხარი.’-ამბობს მსახიობი.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


✦ 2011 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ‘იქს მენი’. როლზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ გადასაღები მოედანი მის სახლთან ძალიან ახლოს იყო. ‘გადაღებები მიმდინარეობდა ლონდონში 30 წუთის მანძილზე ჩემი სახლიდან.’ თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ როგორც კი პროექტს უკეთ გაეცნო მას უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა დაეუფლა და თავდაპირველად თუ არასერიოზულად უდგებოდა ფილმს, შემდგომ იმდენად შეიცვალა ყველაფერი, რომ როლის მოსარგებად თმებიც კი გადაიპარსა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


♥ ჯეიმსს ჰოლივუდური ბრომანსი აკავშირებს მსახიობ მაიკლ ფასბენდერთან, რომელთანაც თავდაპირველად 2001 წელს მონაწილეობდა ერთ-ერთ ფილმში, თუმცა მათ საერთო სცენა არ ჰქონდათ და შესაბამისად საერთო ენა ვერ გამონახეს. ყველაფერი 2011 წელს ‘იქს მენის’ გადასაღებმა მოედანმა შეცვალა. ჯეიმსი იხსენებს: ‘სანამ მაიკლს გავიცნობდი წინასწარვე ვიცოდი, რომ მასთან ახლო ურთიერთობა მსურდა ჩამომეყალიბებინა, რადგან ვფიქრობდი, რომ ის ბრწყინვალე ადამიანი იყო.’ დღესდღეობით მათ უახლოესი ურთიერთობა და ბრომანსი აკავშირებთ.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


☞ 2013 წლიდან მაკევოი თანამშრომლობს მსახიობ ჯესიკა ჩესტეინთან ერთად ფილმ ‘The Disappearance of Eleanor Rigby: Him’-ის სხვადასხვა
ნაწილისთვის. ჯესიკა ამბობს, რომ სასიყვარულო სცენის გადაღებები მაკევოისთან ურთულესი ამოცანაა. ‘მიჭირს სახე გავასწორო, რადგან ის გიჟი და ხუმარაა.’

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


☢ კარიერასთან ერთად ჯეიმსი აქტიური ქველმოქმედია და არაერთი სიგიჟე გაუკეთებია ქველმოქმედების მიზნით. მაგალითად, ის მსოფლიოში უმაღლესი საავადმყოფოს შენობიდან გადმოხტა იმისთვის, რათა უგანდელ ბავშვებს დახმარებოდა და ამ ნაბიჯით შემოწირულობა დიდი რაოდენობით გაეზარდა. ის დღემდე სტუმრობს უგანდას და ეხმარება ბრიტანული წითელი ჯვრის ორგანიზაციას.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


❤ ❤ ❤

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


2003 წელს ფილმ ‘Shameless’-ის გადასაღებ მოედანზე მაკევოიმ გაიცნო მსახიობი ენ-მერი დაფი. ურთიერთობის დასაწყისში ისინი შეთანხმდნენ, რომ პრესისგან მაქსიმალურად დამალავდნენ ყველაფერს რაც მათ შორის ხდებოდა ან მოხდებოდა. 2006 წელს მათ ოფიციალურად იქორწინეს. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს რიან სიკრესტმა მსახიობს ჰკითხა შეუშალა თუ არა ხელი ქორწინებამ პოპულარობის უფრო დიდი დოზით მოპოვებაში და შეცვლიდა თუ არა რამეს. მაკევოიმ ამ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: ‘მე ჩემი ოცნების ქალზე ვიქორწინე და უმალვე გავაცნობიერე, რომ ცხოვრება მასთან ერთად უკეთესია, ვიდრე მის გარეშე. საკუთარი თავი ენის გვერდზე გაცილებით უფრო მომწონს, ვიდრე ცალკე.’ მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ, ვაჟი სახელად ბრენდანი.

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმს მაკევოის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top