;

26 April 2015      Ancho.     Views 4289    
Category: Stars



კანონგარეშე ქერა: ემბერ ჰარდი ჯონი დეპთან შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ
ვანესა პარადისთან 14 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჯონი დეპი ამ გოგონაზე დაქორწინდა. 2015 წელს გამოდის 5 ფილმი მისი მონაწილეობით. ემბერ ჰარდს 29 წელი შეუსრულდა.

ემბერ ჰარდი ტეხასის შტატში დაიბადა. "მამამ მასწავლა ცხენის ჯირითი, მანქანის ტარება და ის რომ ვიყო ძლიერი. სინამდვილეში მამას სულ უნდოდა, რომ ჰყოლოდა ბიჭი." 16 წლის ასაკში, როდესაც ემბერს მეგობარი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, თავი ათეისტად გამოაცხადა, 17 წლის ასაკში მიატოვა კათოლიკური სასწავლებელი და გაემგზავრა ნიუ-იორკში, სადა მოდელად მუშაობდა.

"მე არ მინდოდა ტეხასში ჩავრჩენილიყავი და გავხდი მოდელი, რომ მენახა მსოფლიო".








ჯერ კიდევ მოზრდილობის ასაკში თამაშობდა ფილმებსა და რეკლამებში. იმისათვის, რომ აესრულებინა ოცნება და გამხდარიყო მსახიობი, ის ლოს-ანჯელესს ეწვია, სადაც სერიალებსა და ფილმებში მეორეხარისხოვან როლებს ანსახიერებდა. მისი კარიერული წარმატება გახდა ფილმი Alpha Dog, 2006 წელს, რომელშიც ჯასტინ ტიმბერლეიქის დებიუტიც შედგა.

"როდესაც კალიფორნიაში ჩავედი, მე არ მქონდა ფული, არ მყავდა ნაცნობები და ყველა ჩემი ნივთი ერთ ჩანთაში იყო მოთავსებული. ეხლა ეს სიგიჟედ ჟღერს. სად მქონდა მე ამდენი სიმამაცე?"




2005 წელს, ემბერი ხვდებოდა პარტნიორს ფილმიდან Drop Dead Sexy კრისპინ გლოვერს. 2008 წელს კი ქალ ფოტოგრაფს ტასია ვან რის. ვან რისთვის ემბერი ბევრი ფოტოს მუზა და შთაგონება გახდა, მაგრამ ეს რომანი დიდხანს რჩებოდა საიდუმლოდ. მხოლოდ ერთ-ერთ წვეულებაზე გამოაცხადა ემბერმა ქამინგაუთი: "მე ის ვარ ვინც ვარ. ჩემი აზრით თუ თქვენ რამეს უარყოფთ ან მალავთ, თქვენდაუნებურად აღიარებთ, რომ ეს არასწორია. და მე არ ვგრძნობ, რომ რამეში არასწორი ვარ."









"მე მირჩევნია ვიყო უცნაური და არა თავშეკავებული. ვერ წარმოვიდგენ ჩემთვის წყნარ ცხოვრებას."


კლასიკური ტიპაჟი ქერათმიანი ქალბატონის წითელი პომადით-ეს გახდა ემბერ ჰარდის სავიზიტო ბარათი. "როდესაც მე პირველად დავინახე ემბერი, მეგონა, რომ ჩემ წინაშე იდგა ლორენ ბეკოლი, ჰოლივუდის ოქროს ეპოქის ვარსკვლავი."-იხსენებს ჯონი დეპი.




ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის რომანი ფილმ The Rum Diary-ის გადაღებებზე დაიწყო. 24 წლის ემბერის გამო, 46 წლის ჯონი დეპი ვანესა პარადის დაშორდა. ურთიერთობის დაწყებამდე არც ემბერი იყო თავისუფალი, მაგრამ მალევე დაშორდა ვან რის.

"ჩემთვის არასოდეს უღალატიათ. ურთიერთობის დასრულება გაცილებით რთულია ვიდრე მისი დაწყება. მე წარმოვიდგენ როგორი რთული იქნებოდა ეს."



2013 წლის იანვარში აქვეყნებდნენ ფოტოებს პარიზიდან და წერდნენ, რომ ემბერმა ჯონი მიატოვა და თავის ყოფილ მეგობართან, ფრანგ მოდელ მარი დე ვილეპინთან ერთად ატარებდა დროს. იმისათვის, რომ დაებრუნებინა ემბერი, ჯონმა ის თავის ბაჰამის კუნძულებზე დაპატიჟა, სადაც მოუწყო ისეთი ბარი, როგორც ფილმში The Rum Diary. და აჩუქა მისი სახელობის სანაპირო.





2014 წელს ემბერმა ითამაშა FBIს აგენტი ფილმში 3 DAYS TO KILL, გადაიღო GQ-ს გარეკნისათვის და მისცა ინტერვიუ: "მე ვამაყობ, რომ ლუკ ბენსონთან ერთად ვიმუშავე, რომელიც არ არის მიჩვეული მოუბოდიშოს მის გმირებს. ვივის არ სჭირდება შტერად გადაქცევა, რომ გამოავლინოს მისი ხასიათის სიძლიერე. საკმარისია მხოლოდ იყოს თავისი თავი."

"მე არ მაქვს თვითერი, ფეისბუქი და ინსტაგრამი. მე ეს ყველაფერი მკიდია."




"მე მაქვს ცნობილი თვისება-ვერავინ ვიცნო სახეზე"

ემბერ ჰარდი და ჯონი დეპი დაქორწინდნენ 2015 წლის 3 თებერვალს ლოს-ანჯელესში და გადაიხადეს ქორწილი ბაჰამებზე, მეგობრებისა და ნათესავების წრეში, რომელთა შორის იყვნენ დეპის ბავშვები ლილი როუზი და ჯეკ კრისტოფერი.








"არ აქვს მნიშვნელობა ვის ვანსახიერებ: მეძავს, ბოროტს, სუპერქალს, რთული ხასიათის მქონეს, ნაზ ნატურას. ისინი ყველანი თავად აკონტროლებენ თავიანთ ცხოვრებას."

2015 წელს გამოდის 5 ფილმი ემბერის მონაწილეობით The Adderall Diaries, დაფუძნებული სტივენ ელიოტის მემუარებზე, Magic Mike XXL (ფილმის სიქველი, რომელიც კაცების სტრიპტიზს ეხებოდა ჩენინგ ტატუმის მონაწილეობით), The Danish Girl -დრამა პირველ მამაკაცზე, რომელმაც შეიცვალა სქესი და London Fields, მარტინ ემსის რომანის ეკრანიზაცია, სადაც მისი პარტნიორი კვლავ ჯონი დეპი გახდება, რომელიც თავის თავს თამაშობს, მთავარი როლი კი როგორც იქნა ემბერს დარჩება.



ფილმში When I Live My Life Over Again ემბერმა განასახიაერა პოპულარული მუსიკოსის (კრისტოფერ უოკენის) ქალიშვილი, რომელიც გეგმავს ტრიუმფალურ დაბრუნებას სცენაზე. გადაღებების დროს ემბერი ვოკალის გაკვეთილებზე დადიოდა და ჩაწერა დებიუტური სიმღერა Montreal.



"მე შემიძლია ვიყო ქერა და წავისვა წითელი ტუჩსაცხი. მაგრამ მე ვამჯობინებ ვიყო უცნაური და არაპროგნოზირებადი"















Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top