;

25 April 2015      liliana     Views 4558    
Category: Stars

Imaan Hammam Imaan Hammam

იმაან ჰამამი გახლავთ 18 წლის სუპერმოდელი ,რომელიც დაიბადა 1996 წლის 5 ოქტომბერს ამსტერდამში, ნიდერლანდებში. იმაანის აღმოსავლური სილამაზის საუდუმლო მის გენეტიკაშია - დედა მაროკოელია,ხოლო მამა ეგვიპტელი . იგი 14 წლის ასაკში Code Management-ის დაამაარსებელმა მარიტ სიმონსმა ამსტერდამში მატარებლის სადგურზე ნახა და მოდელობა შესთავაზა. მალე იმაანმა სააგენტოსთან კონტრაქტიც გააფორმა, ხოლო 3 წლის შემდეგ პირველად Jean Paul Gaultier-ს და Reed Krakoff-ს ჩვენებები გახსნა და Givenchy -ს ჩვნებაშიც მიიღო მონაწილეობა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე, რაც მისი პირველი სერიოზული ნაბიჯი გახლდათ სამოდელო სფეროში. მცირე შუალედებით იმაანმა ამერიკული, იტალიური და ფრანგული Vogue -ის გარეკნები დაამშვენა და თუ პრესას დავუჯერებთ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამერიკული Vogue-ის რედაქტორი ანა ვინტური გახლდათ,რომელმაც უამრავი მოდელიდან სწორედ იმაანს მიანიჭა უპირატესობა დაემშვენებინა სექტემბრის თვის ნომერი.ამჟამად იმაანი ნიუ იორკის DNA Model Management-ის მოდელია და მონაწილეობს ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში როგორებიცაა Prada, Jean Paul Gaultier, Balenciaga, Versace, Fendi, Proenza Schouler , Dior, Victoria's Secret და ა.შ 2013 წელს იმაანი რეჟისორ ურსულა ანტონიაკის ფილმში Nude Area გამოჩნდა.სიახლეში წარმოგიდგენთ იმაან ჰამამის ბიოგრაფიას და მცირე ინტერვიუს.

სიმაღლე 179 სმ
წონა : 56 კგ
პარამატრები: 81-61-86
თვალის ფერი :ყავისფერი
თმის ფერი: შავი
ფეხის ზომა:40
კაბის ზომა: 4


Imaan Hammam

-როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?
-ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ . ვცდილობ ყოველი დღე რაციონალურად გამოვიყენო. მიყვარს სასიამოვნო ხალხის გარემოცვაში ყოფნა და ძალიან ჯიუტი ვარ.

-რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?
მიყვარს ცხობა და სამზარეულოში ტრიალი.მინდა ვიყო სამზარეულოში მოფუსფუსე ქალი რომელიც მაცივარს ავსებს გემრიელი კერძებით.

-გაიხსენე საუკეთესო სამოდელო გამოცდილება რაც კი აქამდე გქონია
-ჰავაიზე გამართული ამერიკული Vogue-ის გადაღებები. ფოტოსესიაში ჩემთან ერთად ლია კებედე მონაწილეობდა, ის ისეთი ძლიერი ქალი და წარმატებული მოდელია, საშუალება მომეცა მისგან უამრავი რამ მესწავლა სულ რაღაც რამდენიმე დღეში.

-ვის აქვს ყველაზე დიდი ზეგავლენა შენზე?
-დედაჩემს. იგი მთელს ჩემს ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას, ყოველთვის მხარს მიჭერს და ჩემი ოჯახის მოტივირებას ახდენს ,რათა ჩემით იამაყონ.

-როგორია შენი ყოველდღიური ლუქი?
- ქალური,ნაზი და დახვეწილი.

-შენი საყვარელი დიზაინერი
-რიკარდო ტისკი ვგიჟდები მის პრინტებზე და ოლივიერ როუსტეინგი ,რომელიც Balmain-სთვის საოცრად ქალური კოლექციას ქმნის.

-რითი ხარ გატაცებული?
-ფეხსაცმელებით.მე ფეხსაცმელების საოცარი სამყარო მაქვს, თითქმის ყოველდღე ვყიდულობ ახალ წყვილს.

-როგორ ფიქრობ რას მიაღწევ მოდელის პროფესიით?
-მინდა მისგან საუკეთესო ავითვისო და ვისწავლო. მინდა მქონდეს ხანგრძლივი კარიერა და სამუშაო,რომელიც ბევრი დიზაინერის თუ ფოტოგრაფის ინსპირაციის წყარო გახდება.

-რა არის ყველაზე გიჟური რამ რაც აქამდე გაგიკეთებია?
-ერთხელ ამსტერდამში ბლექბერი წყალში ჩამივარდა და მე კი ჩემი ტელეფონის დასაბრუნებლად წყალში გადავხტი.

Imaan Hammam Imaan Hammam

-ჩამოთვალე ცნობილი სახეები ვისთან ერთადაც იმუშავებდი
-მინდა მარიო ტესტინოსთან და დეივიდ სიმსთან მუშაობა.

- რომელი მოდელები მოგწონს?
-ნაომი კემპბელი, ჟიზელ ბიუნჩენი და კოკო როშა.

-გადაღებებზე მუშაობა უფრო გიზიდავს თუ შოუებში მონაწილეობა?
-ორივე. შოუების გადაღება ძალიან ექსტრმალურია.ირგვლივ უამრავი ხალხია და ბევრი ადრენალინი,თავს ზუსტად ისევ ვგრძნობ როგორც პოდიუმზე გასვლის წინ და იგივე მღელვარება მეუფლება. ფოტოსესია ბევრად კრეატიული პროცესია ,ყველა ფოტოსესია განსხვავებულია იმიტომ რომ გადამღები ჯგუფი მუდამ იცვლება .სასიამოვნოა ასეთ დინამიკურ პროცესებში მონაწილეობა.

-საოცნებო სამოდელო სამუშაო
-მინდა საჰარის უდაბნოში გამართულ ფოტოსესიებში მივიღო მონაწილეობა.ბებიჩემი იქ გაიზარდა და საჰარა ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია.

-3 რამ რის გარეშეც ვერ გაძლებდი
-მოდა, საჭმელი და ჩემი ოჯახი.


Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam
Imaan Hammam


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top