23 April 2015      ni_nini     Views 2 379    
Category: Stars

ჟურნალმა People 2015 წლის ყველაზე ლამაზ ქალად, სანდრა ბულოკი დაასახელა.

რედაქციამ არჩევანი, პირადი სიმპათიებიდან გამომდინარე გამოავლინა და ამ გამოკითხვაში მონაწილეობა მკითხველებს არ მიუღიათ. მათ 50 წლის მსახიობის ფოტო ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე გამოაქვეყნეს წარწერით: "ნამდვილი და კაშკაშა". ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ბალოკის სილამაზე არასტანდარტული, თუმცა უცვლელია. 30 წლიანი კინოკარიერის განმავლობაში, მსახიობი საერთოდ არ შეცვლილა.

მიღებულ წოდებაზე მსახიობი ხუმრობით ამბობს:
''ნუთუ მართლა, ეს სასაცილოა… არავის გავუმხელ''

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

თავად მსახიობის შეფასებით: ''ნამდვილი სილამაზე ეს დედობა და თავის 7 წლის შვილ ლუიზე ზრუნვა, რომელიც არწმუნებს, რომ ის მართლაც მნიშვნელოვანი ადამიანია.''

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman


ჟურნალი People ყველაზე ლამაზი ქალების სიას ყოველწელიწადს ადგენს.ამჯერად სანდრას გარდა ტოპ ათეული შემდეგმა ქალბატონებმა დაიმსახურეს: Vanessa Hudgens, Ariana Grande, Jenna Dewan-Tatum, Gigi Hadid, Gabrielle Union, Taraji P. Henson, Shay Mitchell, Laverne Cox, and Meghan Trainor.შეგახსენებთ,რომ გასულ წელს, ჟურნალმა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული ლუპიტა ნიონგოს მიანიჭა,ხოლო ლუპიტას წინ ამ ტიტულის მფლობელი გვინეტ პელტროუ გახდა.

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman


ცნობისათვის, სანდრა ბალოკი "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" მფლობელი გახლავთ, ფილმისთვის "უხილავი მხარე", რომელიც 2010 წელს გამოვიდა. ამავე წლის იანვარში, მან მის მეუღლესთან, ტელეწამყვან ჯესი ჯეიმსთან ერთად ბიჭი იშვილა.2010 წლის აპრილში კი წყვილი დაშორდა და ამჟამად ბულოკი მარტოხელა დედაა.

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman


შეგახსენებთ, რომ ბალოკი 2014 წლის თანამედროვე კინოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიას ედგა სათავეში.

2015 წელს კი ის ერთადერთი მსახიობი ქალი გახლავთ, ვისაც ყველაზე მაღალი ფიქსირებული ჰონორარი აქვს. მსახიობს საშუალოდ ერთ ფილმში 20 მილიონამდე ამერიკულ დოლარს უხდიან.

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman


2014 წელი ბალოკისთვის შემოქმედებითად არა აქტიური იყო, რაც შეეხება 2015 წელს, სულ მალე მოვისმენთ მის გახმოვანებულ მინიონებს, რომლის პრემიერაც 2015 წლის 10 ივლისსაა დაგეგმილი.

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman

Sandra Bullock: World's Most Beautiful Woman


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top