;

9 April 2015      liliana     Views 2495    
Category: Stars

Beth Hart

ბეთ ჰარტი გახლავთ 43 წლის ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ,რომელიც დაიბადა 1972 წლის 24 იანვარს ლოს ანჯელესში ,კალიფორნიაში. პოპულარობა 1999 წელს მოიპოვა სინგლით მისი მეორე სინგლი "LA Song (Out of This Town)" ალბომიდან Screamin' for My Supper.სინგლმა პირველი ადგილი დაიკავა ახალი ზელანდიის ჩარტებში ,მეხუთე ამერიკის Adult Contemporary და მეშვიდე Billboard Adult Top 40 ჩარტებშია,აგრეთვე სიმღერა ჟღერდა სერიალ Beverly Hills -ის ბოლო სეზონის 10-ე და 17-ე ეპიზოდებში. ჰარტმა სიმღერა დაწერა ცნობილი სატელევიზიო სერიალის Californication -ის 6-ე სეზონისათვის სათაურით with "My California". ბეთმა ყველაზე დიდ წარმატებას ჯო ბონასამასთან ერთად ევროპის მასშტაბით ჩატარებული კონცერტების და ჩაწერილი დუეტების შემდეგ მიაღწია. ერთობლივმა ალბომმა Seesawand Live In Amsterdam ნომერ 1 ადგილი დაიკავა Billboard Blues Album Chart.ბეთმა ჯოსთან ერთად კიდევ ერთი ალბომი Don't Explain გამოუშვა ,რომლისთვისაც ჰარტი „გრემის „ ნომინაციაზეც იყო წარდგენილი,აგრეთე Seesaw Seesaw -სთვის წარადგინეს Blues Music Award -ზე როგორც საუკეთესო ბლუზის შემსრულებელი ქალი. ალბომმა Seesaw Billboard Top Independent Album Chart-ში მერვე ადგილი დაიჭირა ,ხოლო დანიაში ალბომმა Leave The Light On პლატინის ალბომის სტატუსი მიიღო და ალბომში შესულმა სიმღერებმა "As Good As It Gets" and "Learning To Live" ნომერ 1 ადგილი მუსიკალურ ჩარტებში.
1993 წელს ჰარტი ლოს ანჯელესის კლუბებში უკრავდა და მღეროდა,რამდენჯერმე გამოჩნდა Star Search და საუკეთესო ქალი ვოკალისტის პოზიციაზე გაიმარჯვა კიდეც. ამავე წელს ბეთმა გამოუშვა მისი ყველაზე ცნობილი სინგლი "Am I the One",ხოლო 1996 წელს შემდეგი ალბომი Immortal უკვე საკუთარ ბენდთან ერთად.1999 წელს მან კიდევ ერთი ალბომი Screamin' for My Supper გამოუშვა და პარალელურად ბროდვეის სცენაზე ჯანის ჯოპლინისადმი მიძღვნილ სპექტაკლში,რომელიც ჯანისის დედის წერილებზეა შექმნილი Love, Janis მთავარ როლს თამაშობდა .

Beth Hart

20013 წელს ჰარტმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლი და ამავე სახელწოდების ალბომი Leave the Light On გამოუშვა ,ხოლო 2005 წელს Live at Paradiso ,2007 წელს მან მისი მეოთხე სტუდიური ალბომი 37 Days.ჰარტის სინგლის "Learning to Live" NBC-მ Losing It With Jillian-ის მთავარ სინგლად გამოიყენა.ჰარტს ჯოს გარდა დუეტი შემსრულებული აქვს მსოფლიოს საუკეთესო ბასისტ სლეშთან სახელწოდებით "Mother Maria",რომელიც სლეშის ალბომში Dust Bowl შევიდა.
2012 წლის 31 ივლისს,ხოლო ევროპაში 2012 წლის 4 ოქტომბერს ჰარტმა მეხუთე ალბომი My California გამოუშვა .,რომლიდანაც სინგლი "Take It Easy on Me" BBC TV-მ სერიალ Waterloo Road-ის პირველი ეპიზოდის მერვე სერიაში გამოიყენა.ამავე წელს ჰარტი ჯეფ ბექთან ერთად Kennedy Center Opera House გამოჩნდა Buddy Guy-მი მიძღვნილ ღონისძიებაზე და ეტა ჯეიმსის ცნობილი სინგლი performing "I'd Rather Go Blind" შეასრულა,რომელიც ნადვილ ჰიტად იქცა .იმავე თვეში ბეთმა Bang Bang Boom Boom სინგლი გამოუშვა და ჯოსთან ერთად კონცერტები ჩაატარა ევროპის მასშტაბით.
2014 წელს მან ალბომი Seesaw გამოუშვა ,რომლესაც კიდევ ერთი ტურნე მოჰყვა ევროპაში ,მათ შორის საქართველოშიც.ამავე წელს იგი ნომინირებული გახლდათ Blues Music Award-ზე როგორც წლის ბლუზის შემსრულებელი ქალი. მისი უახლესი ალბომი "Better Than Home" 13 აპრილს გამოვა და მომღერალი ევროპისა და აშშ-ის მასტაბით უამრავ მუსიკალურ ფესტივალსა და კონცერტზე გამოვა. მისი ერთ-ერთი ბოლო სინგლი "Mechanical Heart" "iTunes" -ზე ნომერ 1 პოზიციას იკავებს.
ბეთმა 90-იან წლებში,როდესაც მომღერალი ძლიერ ნარკოდამკიდებულებას ებრძოდა გაიცნო მისი მომავალი მეუღლე სკოტ გუეთზკოუ ,რომელთან ერთადაც დღემდე ბედნიერად ცხოვრობს ლოს ანჯელესში.









Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart
Beth Hart


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top