15 April 2015      LiiZii     Views 3 567    
Category: Stars

ჯასტინ ბიბერი ახალ ალბომს სელენას უძღვნის

ჯასტინ ბიბერი ახალი ალბომის სამზადისშია და როგორც ჩანს ის არანაკლებ განიცდის სელენა გომეზთან განშორებას. სელენა კი განაგრძობს პირად და კარიერულ წინსვლას და ახალ შეყვარებულთან Zedd-თან ერთად სინგლიც კი წარმოგვიდგინა I Want You To Know

ჯასტინ ბიბერი თავის ახალ ალბომს სელენას უძღვნის ?!
ჯასტინმა Ryan Seacrest-ის რადიო შოუში განაცხადა, რომ მისი მორიგი დისკის შთაგონება და მუზა მთლიანად სელენა გომესი და მასთან ერთად გატარებული სამი წელი იქნება. "ამ რომანმა მე დიდი გამოცდილება მომცა, ბევრი ტკივილი და ბედნიერება მაჩვენა, მინდა ახალი სიდი სწორედ იმას მივუძღვნა, რაც ჩვენ შორის იყო" - ამბობს შემსრულებელი.

ჯასტინ ბიბერი ახალ ალბომს სელენას უძღვნის
ჯასტინ ბიბერი ახალ ალბომს სელენას უძღვნის

წყვილმა რომანის შესახებ ოფიციალურად 2011 წელს Vanity Fair-ის პოსტ-ოსკარულ ფართიზე დაადასტურა. თუმცა ამის შემდეგ შეყვარებული წყვილი უამრავჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ. საბოლოოდ კი განშორება 2014 წელს ოფიციალურად დაადასტურეს.

მას მერე ჯასტინმა უამრავი კრიმინალური ისტორია, ხოლო სელენამ დეპრესია, ცრემლთა ღვრა და ყოფილი ბიჭისადმი მიძღვნილი სიმღერები გადაიტანა. თუმცა ეხლა როცა ყველაფერი დალაგდა ბიბერი ძველ, გაცვეთილ თემაზე ალაპარაკდა და ჭორებს კიდევ ერთი საფუძველი გაუჩინა.


ჯასტინ ბიბერი ახალ ალბომს სელენას უძღვნის
ჯასტინ ბიბერი ახალ ალბომს სელენას უძღვნის

ისინი ერთად სულ ცოტა ხნის წინ - კოაჩელას ფესტივალზე შენიშნეს, სადაც ცალცალკე მეგობრებთან ერთად იყვნენ, თუმცა მათი გზები მაინც გადაიკვეთა და საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა დააფიქსირეს პაპარაცებმა. ფესტივალზე ჯასტინი კენდალ ჯენერთან ერთად იყო, რომელიც ახლა უკვე ნაკლებად ემეგობრება სელენას. ხოლო მეორე დღეს ჯასტინი ყოფილ შეყვარებულ იოვანა ვენტურასთად ერთადაც გამოჩნდა, ფოტოებს იოვანა ინსტაგრამით გვიზიარებს.


Justin Bieber, Kendall Jenner & Hailey Baldwin at Coachella on April 11


Justin Bieber & Yovanna Ventura, Coachella, April 12


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top