;

7 April 2015      AnnLennon1     Views 4817    
Category: Stars

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'


ნინა დობრევი ‘ვამპირის დღიურებს’ ტოვებს - ამ სიახლის შესახებ ცნობილი გახდა რამოდენიმე დღის წინ, ხოლო 6 აპრილს 26 წლის მსახიობმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჭორები წასვლის შესახებ სიმართლეს შეესაბამება. უფრო მეტიც, მან ფანებისთვის გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა, რომელსაც სიახლეში იხილავთ. დობრევის მიერ მისტიკ ფოლსის დატოვებამ ფანების არმია განარისხა. ისინი თვლიან, რომ ელენა გილბერტის გარეშე სერიალს მომავალი არა აქვს და მეექვსე სეზონის შემდეგ მის დასრულებას ითხოვენ. ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მანამდე კი გთავაზობთ ნინას გულისამაჩუყებელ წერილსა და ფოტომასალას, სადაც მსახიობი სერიალის ქასთთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად Goodbye Party-ზე იმყოფება.

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'


‘ძვირფასო ‘ვამპირის დღიურების’ ფანებო, მე გავატარე ყველაზე ლამაზი ვიქენდი ლანიერის ტბაზე, ჯორჯიაში სერიალის ქასთის წევრებთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად. მსურს გითხრათ, რომ ჩვენი შეკრება არა დასვენების მიზნით, არამედ გამოსამშვიდობებლად შედგა. მუდამ ვიცოდი, რომ ელენას ისტორიის გაგრძელება მეექვსე სეზონის ჩათვლით უნდა ყოფილიყო. ვიყავი ადამიანი, ვამპირის, ორეული, შეშლილი უკვდავი, ორეული, რომელიც თავს ადამიანად ასაღებდა, ადამიანი, რომელიც თავს ორეალურად ასაღებდა. მე მომიტაცეს, მომკლეს, აღმადგინეს, მაწამეს, დამწყევლეს, ვიყავი მკვდარი და ცოცხალი. ელენას შეუყვარდა არა მხოლოდ ერთხელ, არამედ ორჯერ. პირადად მე კი ბევრი საუკეთესო მეგობარი შევიძინე, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით იქნებია, შევიძინე ოჯახი, რომელიც ყოველთვის მეყვარება.

მსურს, რომ სერიალიდან წასვლა თქვენთან ერთად გავიზიარო, ფანების არმიასთან ერთად, რომლებიც წლების განმავლობაში გამოხატავდით სიყვარულსა და თანადგომას ჩემს მიმართ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ახალგაზრდა დეგრასელი გოგონა კანადიდან აღმოვჩნდებოდი ლოს ანჟელესში ‘ვამპირის დღიურების’ ქასთინგზე. მიყვარხართ და მოემზადეთ. ბოლო სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. სიყვარულით, ნინა.’


ფოტომასალა Goodbye Party-დან:

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'



ფანები ნინას გადაწყვეტილებამ ძალიან გაანაწყენა და ისინი შოუს დელენასა და სტელენას გარეშე ვერ ხედავენ. მათი ვარაუდით ‘ვამპირის დღიურები’ მეექვსე სეზონით ანუ დობრევთან ერთად უნდა დასრულდეს. ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ბედი ელის შოუს ელენა გილბერტის პესონაჟის გარეშე. მანამდე კი გადავხედოთ ფოტომასალასა და გიფებს და გავიხსენოთ ელენას გზა 'ვამპირის დღიურებთან' ქასთთან ერთად.

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'

Nina Dobrev Exits From 'The Vampire Diaries'


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top