24 March 2015      AnnLennon1     Views 3 691    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


მილა კუნისი გახლავთ წარმოშობით უკრაინელი მსახიობი და მოდელი, რომელიც დაიბადა 1983 წლის 14 აგვისტოს საბჭოთა კავშირში. ამერიკაში 7 წლის ასაკში გადასახლდა და მოკლე დროში აგენტმაც შეამჩნია. 14 წლისას უკვე არაერთ რეკლამასა თუ სატელევიზიო შოუში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 1998 წელს განასახიერა ანჯელინა ჯოლის ბავშვობა, ხოლო იმავე წელს ერთ-ერთი მთავარი როლი მოიპოვა სატელევიზიო შოუში ‘That 70s Show’, რითაც ამერიკამ გაიცნო და შეიყვარა. დღესდღეობით, მილა ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი მსახიობია ჰოლივუდში, რომელიც გამოირჩევა საოცარი იუმორის გრძნობითა და თავმდაბლობით. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს მშვენიერი კუნისის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


✦ მილა კუნისი დაიბადა 1983 წლის 14 აგვისტორს, უკრაინაში.
✦ მისი დაბადების სახელია: მილენა მარკოვნა კუნისი
✦ მისი ზედმეტსახელია: გოლდფიში
✦ მისი სიმაღლეა: 1.63 სანტიმეტრი
✦ სამარკო ნიშანი: მიმზიდველი ჩახლეჩილი ხმა

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


დედამისი ელვირა გახლავთ ფიზიკის მასწავლებელი, ხოლო მამა მარკი კი მექანიკოს-ინჟინერი,
რომელიც ამერიკაში გადასვლისას ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ჰყავს უფროსი ძმა მაიკლი.

✦ მსახიობმა განაცხადა, რომ მშობლებისგან გამომდინარე ოჯახს მატერიალურად არასოდეს უჭირდა და უკრაინის
დატოვება გადაწყვიტეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვებისთვის მისი დედა და მამა იქ მომავალს ვერ ხედავდნენ.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


✍ 1991 წელს, მათ უკრაინა დატოვეს და გადასახლდნენ ლოს ანჟელესში,
თან ჰქონდათ მხოლოდ 250 დოლარი და ნულიდან დაიწყეს ყველაფერი.

✍ კუნისმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი მათ მიერ უკრაინის დატოვებისა იყო ის, რომ
ებრაელები იყვნენ და საბჭოთა კავშირში ხშირად ავიწროვებდნენ წარმომავლობის გამო.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


✍ ამერიკაში ჩასვლისთანავე მილამ და მაიკლა ლოს ანჟელესის ერთ-ერთ სკოლაში დაიწყეს სიარული და თავდაპირველად ინგლისურად
ერთი სიტყვაც კი არ იცოდნენ. ‘ყოველდღე ვტიროდი, რადგან არ მესმოდა ენა, არ მესმოდა კულტურა და ვერ ვეგუებოდი ხალხს.’

✍ ენის არ ცოდნის ბარიერის გადალახვაში მას ამერიკული სატელევიზიო შოუები და უახლოესი მეგობარი მარია ოსადჩი
დაეხმარა,
რომელიც ამერიკაში მეორე კლასში გაიცნო. მარიაც წარმოშობით რუსი იყო, თუმცა ინგლისური ძალიან კარგად იცოდა.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


✖ იმისთვის, რათა მილას თავი მარტოსულად არ ეგრძნო და ბაშვები გაეცნო მშობლებმა ბევერლი ჰილზის საბავშვო სამსახიობო პროგრამაში გააწევრიანეს.
სწორედ აქ გაიცნო მან თავისი მომავალი მენეჯერი სიუზან კურტისი, რომელმაც მასში დიდი მომავალი ნახა და ქასთინგებისკენ გზის გაკვლევაში დაეხმარა.

✖ ინგლისური მალევე ისწავლა და 9 წლიდან 14 წლის ჩათვლით 15 რეკლამაში და არაერთ სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


☛ მილას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამერიკული დებიუტი შედგა 1998 წელს,
როდესაც ფილმში ‘Gia’ ლეგენდარული ანჯელინა ჯოლის ბავშვობა განასახიერა.

☛ 1999 წლიდან დღემდე ის ახმოვანებს მეგ გრიფინის პერსონაჟს ანიმაციურ სატელევიზიო შოუში ‘Family Guy’.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


★ 1998 წელს დამწყები მსახიობი მთელმა ამერიკამ გაიცნო, როდესაც დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ როლზე სატელევიზიო შოუში ‘That 70s Show’. მილა შესარჩევ ტურზე სულ რაღაც 14 წლის იყო, ხოლო შოუში მონაწილეობის მისაღებად 18 წლისა უნდა ყოფილიყო. მან ქასთინგზე მოიტყუა და განაცხადა, რომ შემდეგ დადადების დღეზე 18-ის ხდებოდა.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


★ არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას გაზრდაში სერიალის ქასთის წევრები დაეხმარნენ. მაგალითად,
ვილმერ ვალდერამამ მას მანქანის ტარება ასწავლა, დენი მასტერსონმა კი სასმელი გაასინჯა.

★ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ სერიალის საშუალებით გაიცნო მან თავისი მომავალი
პარტნიორი ეშტონ კატჩერი
და უფრო მეტიც, სწორედ ეშტონს აკოცა მან პირველად.

★ მიუხედავად იმისა, რომ ‘That 70s Show’-ში მას ერთ-ერთი მთავარი როლი
ჰქონდა თავისუფალ დროს დედასთან ერთად სხვადასხვა მაღაზიებში მუშაობდა.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


❀ 2009 წელს ჟურნალ მაქსიმის მიერ დასახელდა რიგით მე-5 ყველაზე ცხელ ქალბატონად.

❀ 2011 წელს მან ‘Guys Choice Award’-ზე დაამარცხა მინკა კელი ‘Holy Grail of Hot’-ის კატეგორიაში.

❀ 2012 წელს, ჯურნალ ‘Esquire’-ის მიერ დასახელდა ‘Sexiest Woman Alive’.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


❀ მისი ფავორიტი ფილმებია: The Wizard of Oz და Dirty Dancing.

❀ მისი ფავორიტი სატელევიზიო შოუებია: ‘8 მარტივი კანონი’ და ‘დექსტერი’.

❀ მილა ბარაკ ობამას დემოკრატიული პარტიის აქტიური მხარდამჭერია.

❀ 2012 წლის 5 იანვარს კუნისი დასახელდა ‘დიორის’ ახალ სახედ და წარმომადგენლად.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


☢ 2008 წელს იარაღის ხმარება ისწავლა ფილმ ‘Max Payne’-ში შესასრულებელი როლისთვის.

☢ 2007 წელს, მილამ ქასთინგი გაიარა კომედიური ჟანრის ფილმისთვის
‘Knocked Up’
, თუმცა მთავარი როლის მფლობელი კეტრინ ჰეიგლი გახდა.

☢ 2011 წელს, ამერიკელმა ჯარისკაცმა ვინმე სკოტ მურმა ‘YouTube’-ის საშუალებით მილა თავიანთ წვეულებაზე მიიწვია.
მას ჯასტინ ტიმბერლეიკი დაუკავშირდა, ხოლო შემდგომ კი კუნისს დაურეკა. მსახიობმა მიპატიჟება რამოდენიმე დღეში მიიღო.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


☢ მისი საყვარელი კერძია პიცა, რომელზეც უარს არასოდეს ამბობს.

☢ 2001 წელს კუნისმა მონაწილეობა მიიღო თავისი საყვარელი როკ ბენდის ‘აეროსმიტის’ მუსიკალურ ვიდეოში ‘Jaded’.

☢ ის გამართულად საუბრობს ინგლისურად, რუსულად და იცის ცოტა ესპანურიც. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ამერიკაში ცხოვრობს არ
დავიწყნია რუსული ენა
და დედ-მამასა და ბებია-ბაბუას რუსულად ესაუბრება. თუმცა, არ ახსოვს ასოები და რუსულად ვერ კითხულობს.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


♦ 2011 წელს, მან ერთ-ერთ ინტერვიუში საჯაროდ განაცხადა, რომ ერთ თვალზე წლების განმავლობაში ჰქონდა ქრონიკული
დაავადება, რის შედეგადაც ცალი თვალში მხედველობა არ ჰქონდა. მან საკმაოდ რთული ოპერაციის დახმარებით აღიდგინა მხედველობა.

♦ მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია მსახიობი ემა სტოუნი.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


♦ თავისუფალ დროს ხშირად თამაშობს ვიდეო თამაშებს. თუმცა, აღიარა, რომ ერთი
პერიოდი იმდენად დამოკიდებული იყო მათზე კომპიუტერიდან თამაშების წაშლაც კი მოუხდა.

♦ ბრიტანელი პოპვარსკვლავი ოლი მარსი ოცნებობს, რომ მისი შვილების დედა მილა გახდეს.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


✄ 2008 წელს მილას მონაწილეობით გამოვიდა ერთ-ერთი ცნობილი კომედია ‘Forgetting Sarah Marshall’. ფილმის რეჟისორმა აპატოუმ მას
პირადად შესტავაზა პროექტში მონაწილეობა. მილამ კი გამოიყენა ეს შანსი და სერფინგი ისწავლა, რადგან გადაღებები ჰავაიზე მიმდინარეობდა.

✄ ფილმში გამოყენებული ფოტოები, სადაც მილა შიშველია ნამდვილი არაა. ამაზე ფილმის პროდიუსერმა ნიკოლას სტოლერმა ისაუბრა.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


♚ 2010 წელს კი მსახიობის კარიერაში ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი დადგა, როდესაც პარტნიორობა გაუწია ნატალი პორტმანს ფილმში ‘შავი გედი’. სწორედ პორტმანის დამსახურებაა კუნისის პროექტში მოხვედრა, რადგან პირადად მან სთხოვა ფილმის რეჟისორს დარენ არონოფსკის მილას მოსინჯვა. კუნისმა და დარენმა სკაიპის საშუალებით ისაუბრეს და რეჟისორი იმდენად მოიხიბლა, რომ ქასთინგის გარეშე გადასცა როლი.

♚ მილა ბალერინას როლის მოსარგებად 3 თვის განმავლობაში კვირაში ყოველდღე 5 საათი ვარჯიშობდა, რათა ცეკვები ესწავლა. მან როლისთვის მზადებაში დაახლოებით 10 კილოგრამი დაიკლო. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ტრანსფორმაციის შედეგად არაერთი დაზიანება მიიღო ფეხის და წელის არეში.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


♚ მან მამამისს აუკრძალა სექსის სცენის ყურება მასსა და ნატალი
პორტმანს შორის, რომელიც ფილმში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტია.

♚ ფილმის გადასაღებ მოედანზე მილა და ნატალი პორტმანი
ძალიან დაახლოვდნენ
და დღემდე საუკეთესო მეგობრები არიან.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


◕ 2011 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Friends with Benefits’ ჯასტინ ტიმბერლეიკთან
ერთად
. სექსის სცენების გადაღებისას მილას ნაცვლად გამოიყენეს დუბლი ორი.

◕ ფილმის გადაღებების პერიოდში ჯასტინი და მილა იმდენად დაახლოვდნენ, რომ უახლოესი მეგობრები გახდნენ.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


◕ 2013 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმი ‘Oz the Great and Powerful’, სადაც ჯადოქარი განასახიერა და პარტნიორობა გაუწია ჯეიმს ფრანკოს, რომელიც მისი ახლო მეგობარია. მის როლზე თავდაპირველად განიხილებოდნენ ოლივია უაილდი, ემი ადამსი, ბლეიკ ლაივლი, ქეით ბეკინსეილი, კირა ნაითლი და რებეკა ჰოლი.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


◕ 2015 წელს მან ჩენინგ ტატუმთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Jupiter Ascending’, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი პროექტი აღმოჩნდა ფიზიკური დატვირთვის თვალსაზრისით. მილა და ჩენინგი 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად იყვნენ დატვირთულნი ფიზიკური აქტივობებით.

თავდაპირველად იუპიტერის როლზე ნატალი პორტმანი განიხილებოდა, რომელმაც უარყო
შემოთავაზება, ხოლო შემდგომ კი რუნი მარა. თუმცა, საბოლოოდ როლზე მილა დაამტკიცეს.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


❥ 2002 წლიდან მილა ხვდებოდა ‘Home Alone’-ის ვარსკვლავს მაკალეი კალკინს. წყვილი ყველანაირად ცდილობდა ურთიერთობის დამალვას პაპარაცებისგან და პრესისგან და ამ ყველაფერს ახერხებდნენ რამდენადაც შეეძლოთ. მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2010 წელს მათმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა ხმები წყვილის განშორების შესახებ. მიზეზად დასახელდა ის, რომ კუნისს არ სურდა ოჯახის შექმნა მაკალეისთან ერთად და არ იყო ქორწინებისთვის მზად.

მაკალეი და მილა ლეგენდარული მაიკლ ჯექსონისა და მისი ოჯახის უახლოესი მეგობრები იყვნენ. სწორედ მაკალეია ჯექსონის შვილების ნათლია.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


♥ 2012 წელს, მან ურთიერთობა დაიწყო დიდხნის მეგობართან ეშტონ კატჩერთან. 2014 წელს ისინი დაინიშნენ და გოგონას
მშობლები გახდნენ. ხოლო რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ოფიციალურად შეუღლდა.

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ



ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებსაინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ

საინტერესო ფაქტები მილა კუნისის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top