24 March 2015      ni_nini     Views 5 098    
Category: Stars

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!
ორი წლის შემდეგ რაც ანჯელინამ '' ორმაგი მასტექტომია '' ჩაიტარა, ძუძუს კიბოს თავიდან ასაცილებლად.დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა საკვერცხეები გასულ კვირას ამოიღო.ინფორმაციას აქვეყნებს New York Times- ი, სადაც სტატია გამოჩნდა შემდეგი სათაურით:Angelina Jolie Pitt: Diary Of A Surgery.შეგახსენებთ,რომ ანჯელინა BRCA1 გენის მატარებელია,სწორედ ამას შეეწირნენ მისი ოჯახის მდედრობითი წარმომადგენლები დედა, ბებია და დეიდა.

ახლა კი უცვლელად გთავაზობთ უცვლელად გთავაზობთ ანჯელინა ჯოლის მოსაზრებას,რომელიც "New-York Times"-მა გამოაქვეყნა.


ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ორი წლის წინ ჩემი სამედიცინო არჩევანის შესახებ დავწერე, მაშინ ორმაგი პრევენციული მასტექტომიის ოპერაცია ჩავიტარე. მარტივი სისხლის ანალიზით გამოვლინდა, რომ BRCA1 გენი მუტაციას განიცდიდა, რის გამოც მკერდის კიბოს განვითარების 87%-იანი საკვერცხის კიბოს განვითარების 50 % -იანი რისკი მქონდა. მე დავკარგე დედა, ბებია და დეიდა კიბოს გამო.

მინდოდა სხვა ქალებსაც სცოდნოდათ რისკების და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც არსებობს. დაგპირდით, რომ მოგაწვდიდით სასარგებლო ინფორმაციას მომავალშიც, მათ შორის პრევენციული ქირურგიული ოპერაციის შესახებაც, რომლის შედეგადაც ორივე საკვერცხე და ფალოპის მილები (საშვილოსნოსთან დაკავშირებული მილები) ამოვიღე.



ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ოპერაციის ჩატარებას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვგეგმავდი, მართალია ეს უკანასკნელის ნაკლებად რთული ოპერაციაა მასტექტომიასთან შედარებით, მაგრამ ოპერაციით გამოწვეული შედეგები ბევრად უფრო მძიმეა. ის იწვევს მენოპაუზას, ამიტომ თავს ფიზიკურადაც და ემოციურადაც ვამზადებდი, განვიხილავდი სხვადასხვა შესაძლებლობას, ვიკვლევდი ალტერნატიულ მედიცინას, ჰორმონალური მკურნალობას ვსწავლობდი, მაგრამ ჯერ კიდევ მქონდა თვეები ოპერაციის დაგეგმვამდე.


2 კვირის წინ ჩემმა ექიმმა დამირეკა და სისხლის ანალიზის შედეგები გამაცნო."შენი CA-125 ნორმაშია" მითხრა მან. შვებით ამოვისუნთქე, ეს ტესტი CA-125 ცილის რაოდენობას ზომავს სისხლში, ყოველწლიურ შემოწმებას რომელიც საკვერცხის კიბოსთანაა დაკავშირებულიუკვე შევეჩვიე, რადგან ჩემი ოჯახის გამოცდილების გამო შემოწმებას ყოველწლიურად ვიტარებ.

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

თუმცა ექიმი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა, მან განარძო -რამდენიმე ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ერთად აღებული შესაძლოა კიბოს საწყისი სტადიის ნიშანი იყოს, CA-125 აქვს 50-70% შანსი იმისა, რომ გამორჩეს კიბო ადრეულ სტადიაზე. ექიმს სურდა,რომ სასწრაფოდ მენახა ქირურგი, რომელიც ორივე საკვერცხეს შეამოწმებდა.


იმ მომენტში ვიგრძენი ყველაფერი, რაც ჩემი წარმოდგენით ათასობით ქალმა იგრძნო და განიცადა. ჩემ თავს ვუთხარი დავმშვიდებულიყავი, ვყოფილიყავი ძლიერი და დამერწმუნებინა თავი, რომ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ვერ ვნახავდი როგორ გაიზრდებოდნენ ჩემი შვილები და ვერ ვიცოცხლებდი იმდენხანს, ჩემი შვილიშვილები გამეცნო.

დავურეკე ჩემს ქმარს (ბრედ პიტი), რომელიც თვითმფრინავში იყო. ასეთი მომენტების კარგი მხარე ისაა, რომ ცხოვრებაში მეტი სიცხადე შემოაქვს, ხვდები რისთვის ცხოვრობ და რა არის მნიშვნელოვანი და ეს გამშვიდებს.

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

იმავე დღეს წავედი ქირურგთან, რომელიც დედაჩემს მკურნალობდა, ბოლოს მას მაშინ შევხვდი, როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, "მას ძალიან გავხარ" მითხრა და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, თუმცა ჩვენ ერთმანეთს გავუღიმეთ და შევთანხმდით, რომ ყველა პრობლემას გავუმკლავდებოდით.

შემოწმებისას საგანგაშო არაფერი აღმოუჩენიათ. შვებისმომგვრელი იყო იმის გაგება, რომ კიბოს არსებობის შემთხვევაში ეს საწყისი სტადია იქნებოდა. ჩემს ორგანიზმში კიბოს არსებობის შესახებ 5 დღეში მეცოდინებოდა. ეს დღეები დაბნეულმა გავატარე, მაგრამ დავესწარი ჩემი შვილების ფეხბურთის მატჩს, ვხარჯავდი ძალიასხმევას სიმშვიდის შესანარჩუნებლად.

დადგა დღე, როდესაც შედეგები უნდა გამეგო. PET/CT სკანირების შედეგები აჩვენებდა, რომ ყველაფერი სუფთა იყო და სიმსივნური ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ბედნიერებით სავსე ვიყავი, თუმცა რადიოაქტიური იზოტოპების გამო შვილებზე ჩახუტება არ შემეძლო. ჯერ კიდევ არსებობდა საწყის სტადიაზე სიმსივნის აღმოჩენის შანსი, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სრულმასშტაბიანი სიმსივნისგან. შვება ვიგრძენი იმ აზრისგან, რომ მქონდა არჩევანი ამომეღო ორივე საკვეცხე და მილები და მე ეს არჩევანი გავაკეთე.


ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ეს არ გამიკეთებია მხოლოდ BRCA1 გენის მუტაციის გამო, მინდა, რომ სხვა ქალებმაც იცოდნენ ამის შესახებ. BRCA დადებითი არ გულისხმობს მაინცდამაინც ოპერაციის აუცილებლობად, მე ვესაუბრე ბევრ ექიმს, ქირურგს, არსებობს სხვა არჩევანიც. ზოგიერთი ქალი სვამს კონტრაცეპტივებს და მიმართავს ალტერნატიულ მედიცინას, ხშირი შემოწმებებით, ჯანმრთელობის პრობლემებთან გასამკლავებლად არსებობს ერთზე მეტი გზა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლოთ ეს გზები და აირჩიოთ საუკეთესო თქვენთვის.

ექიმებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტე, რომ საუკეთესო შესაძლებლობა მილების და საკვერცხეების ამოღება იყო, რადგან გენმა რომლის მატარებელიც ვარ ჩემს ოჯახში სამი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. ექიმები მიმითითებდნენ, რომ პრევენციული ოპერაცია დეკადით ადრე ჩამეტარბინა, ვიდრე ჩემი ნათესავების შემთხვევაში მოხდა. დედაჩემს საკვერცხის კიბოს დიაგნოზი 49 წლის ასაკში დაუსვეს, მე ახლა 39 წლის ვარ.

გასულ კვირას დავასრულე პროცეურები, რომელიც ლაპარასკოპიით ჩამიტარეს. მცირე კეთილთვისებიანი სიმსივნე იყო საკვერცხეზე, მაგრამ კიბოს ნიშანი სხვა ქსოვილზე არ დაფიქსირებულა,


ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ვატარებ პატარა პატჩს, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად იდენტურ ესტროგენს. ამას გარდა პროგესტერონ IUD მოათავსეს ჩემს საშვილოსნოში და ის მეხმარება ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ იგი ხელს უშლის საშვილოსნოს კიბოს განვითარებას. გადავწყვიტე საშვილოსნოს შენარჩუნება, რადგან ჩემს ოჯახში მისი კიბო არავის ჰქონია.

შეუძლებელია ყველა რისკის აღმოფხვრა და ფაქტია, რომ კიბოსადმი მიდრეკილი ვარ, მაგრამ გავაგრძელებ ბუნებრივი გზების ძიებას ჩემი იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის. თავს ვგრძნობ ქალად, რომელიც მტკიცდ დგას მის არჩევანზე, რომელიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გავაკეთე. ვიცი, რომ ჩემი შვილები არასდროს იტყვიან, რომ "დედა საკვერცხის კიბოსგან დაიღუპა".


ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონალური შევსების კურსს ვიტარებ, მენოპაუზა მაქვს. მე ვეღარ მეყოლება შვილები და ველოდები გარკვეულ ფიზიკურ ცვლილებებს. მაგრამ ყველაფერ ამას მარტივად ვუყურებ, არა იმიტომ რომ ძლიერი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს ცხოვრების ნაწილია და არაფერია საშიში.

ვფიქრობ იმ ქალების შესახებ, რომელთათვისაც ეს მომენტი უფრო ადრეულ ეტაპზე დადგა, მანამდე ვიდრე შვილები ეყოლებოდათ. მათი სიტუაცია უფრო მძიმეა ვიდრე ჩემი, გარკვეული ინფორმაცია მოვაგროვე და აღმოვაჩინე, რომ ასეთ შემთხვევბშიც არსებობს სხვადასხვა გზა, მათ შუძლიათ ფალოპის მილების ამოღება და მათი საკვერცხეების შენარჩუნება, ასე მათ შეეძლებათ შვილის გაჩენა და არ ექნებათ მენოპაუზა. იმედი მაქვს, რომ მათ ამის შესახებ ეცოდინებათ.

არ არის იოლი ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შესაძლებელია ჯანმრთელობის საკითხები გაკონტროლება და პრობლემების დაძლევა. შეგიძლია მიიღო რჩევა, შეისწავლო არსებული შესაძლებლობები და გააკეთო შენთვის სწორი არჩევანი. ცოდნა ძალაა.


მსახიობი შვილებთან ერთად ფეხბურთის მატჩზე.
ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოკვეთეს!

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top