;

21 March 2015      AnnLennon1     Views 5557    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


პენელოპე კრუზი - ესპანელი სექსიმბოლო, მადრიდის მადონა და არაერთი ზედმეტსახელის მფლობელი გახლავთ ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1974 წლის 28 აპრილს, მადრიდში. ბავშვობიდან ხელოვნებით იყო გატაცებული, ცეკვავდა ბალეტს, ხოლო 10 წლის ასაკიდან მისი ყურადღება მთლიანად სამსახიობო სფერომ გაიტაცა. თავდაპირველად მონაწილეობდა ესპანურ სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში, ხოლო შემდგომ კი რეჟისორ პედრო ალმადოვარის დახმარებით მან ეტაპობრივად ჰოლივუდი დაიპყრო. დღესდღეობით, პენელოპე გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი სახე ჰოლივუდის ინდუსტრიაში და რიგით მეორე ესპანელი მსახიობი, რომელიც ოსკარის მფლობელი გახდა. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს მშვენიერი პენელოზე კრუზის შესახებ.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


✖ პენელოპე კრუზი დაიბადა 1974 წლის 28 აპრილს, მადრიდში, ესპანეთში.
✖ მისი სრული სახელია: პენელოპე კრუზ სანჩესი
✖ მისი ზედმეტსახელებია: მადრიდის მადონა, პე
✖ მისი სიმაღლეა: 1.68 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


✖ დედამისი ენკარნა სანჩესი სტილისტი და პირადი მენეჯერია, ხოლო მამა ედუარდო კი მექანიკოსი.
ჰყავს უმცროსი ძმა ედუარდო, რომელიც მომღერალია და ასევე უმცროსი და მონიკა, რომელიც მსახიობია.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


◕ ამბობს, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და ბავშვობიდან თავს მსახიობად აღიქვამდა.
‘ეზოში ბავშვებთან თამაშის დროს სხვადასხვა პერსონაჟებს ვირგებდი და მათ ვანსახიერებდი.’

◕ თუმცა, სამსახიობო სფერო მეორე პლანზე გადადო და ბალეტზე სიარული დაიწყო. 9 წლის
განმავლობაში ცეკვავდა ბალეტს,
თავდაპირველად ესპანურ საბალეტო სტუდიაში, ხოლო შემდგომ კი ნიუ-იორკში.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


10 წლის იყო, როდესაც კვლავ მსახიობობისადმი ინტერესი გაუჩნდა. მან იხილა ესპანელი რეჟისორის პედრო ალმადოვარის ერთ-ერთი
ფილმი და მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო. რამოდენიმეჯერ დაურეკა აგენტებს, თუმცა ისინი პატარა ასაკის გამო უარყოფდნენ მას.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


◆ 1989 წელს, 15 წლის ასაკში მან 300 გოგო დაამარცხა და გაიმარჯვა სამსახიობო სააგენტოს
მიერ გამართულ კონკურსზე. სწორედ აქედან დაიწყო მისი ეტაპობრივი კარიერული წინსვლა.

◆ მისი სამსახიობო დებიუტი სატელევიზიო შოუში შედგა 16 წლის ასაკში, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1992 წელს მან მონაწილეობა მიიღო ესპანურ ფილმში ‘Jamón, jamón’. პენელოპეს პერფორნამსი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, მაგრამ თავად მსახიობი ამბობს, რომ ბიგას ლუნას პერსონაჟის განსახიერებამ მას დიდი ტრამვა მიაყენა, რადგან როლი სიშიშვლესა და სექსუალურ სცენებში მონაწილეობას მოითხოვდა.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


◆ 2001 წელს, მან ერთ-ერთ პოპულარულ ჰოლივუდურ ფილმში ‘Vanilla
Sky’-ში მიიღო მონაწილეობა ტომ კრუზთან და კამერონ დიასთან
ერთად.

◆ 2006 წელს კი ფილმ ‘Volver’-ში განსახიერებული როლის შედეგად ის გახდა პირველი ესპანელი
ქალი მსახიობი, რომელიც ოსკარზე წარდგენილ იქნა საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


◎ კრუზი ფლობს ტანსაცმლის ხაზს მადრიდში, სადაც ძირითადად
იყიდება მისი და თავისი დის დიზაინით შექმნილი სამკაულები და ჩანთები.

◎ მისი საუკეთესო მეგობარი გახლავთ ესპანელი რეჟისორი, ლეგენდარული პედრო
ალმადოვარი,
რომელსაც წლებია იცნობს და მის არაერთ ფილმში მიუღია მონაწილეობა.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


◎ 2000 წელს, ფილმ ‘All the Pretty Horses ‘-ში მონაწილეობის შემდეგ ვეგეტარიანელი გახდა.

◎ გარდა ესპანურისა და ინგლისურისა ის თავისუფლად საუბრობს იტალიურად და ფრანგულად.
იტალიური ენა ისწავლა 2004 წელს ფილმ ‘Don't Move’-ში მონაწილეობის მისაღებად.

◎ ცნობილი ქალი მსახიობებიდან მისი ყველაზე ახლო მეგობრები არიან სელმა ჰაიეკი და გვინეტ პელტროუ.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


☛ მისთვის მისაბაძი მსახიობი და ადამიანი გახლავთ მერილ სტრიპი.

☛ პენელოპეს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია ანტონიო ბანდერასი. 2001 წელს ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ როდესაც
ესპანეთი და სახლი ძალიან ენატრება უმალვე სტუმრობს ბანდერასის სახლს ლოს ანჟელესში. ‘ანტიონიო და მელანი ესპანურ კერძებს მიმზადებენ.’

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


❀ არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ინდური კინოს დიდი გულშემატკივარია
და მისი ოცნებაა ინდოელ მსახიობთან შაკ რუჰ ხანთან თანამშრომლობა.

❀ 2006 წლიდან, ყოველწლიურად 2 მილიონიან ჰონორარს იღებდა კოსმეტიკური ბრენდ ‘ლორეალისგან’.

❀ 2014 წელს, ჟურნალ ‘Esquire’-ის მიერ დასახელდა ‘Sexiest Woman Alive’.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


❀ ამბობს, რომ წონის შენარჩუნებაში მას ეხმარება დიდხანს ძილი.

❀ მისი სისუსტეა სიგარეტი და კოკა-კოლა.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


✂ 2011 წელს, მას მონაწილეობა უნდა მიეღო ფილმში ‘მელანქოლია’, თუმცა ჯასტინის როლზე უარი განაცხადა
იმისთვის, რათა ჯონი დეპთან ერთად ეთანამშრომლა ფილმში ‘Pirates of the Caribbean: On Stranger Tides’.

✂ მისთვის ერთ-ერთი ფავორიტი ადამიანია ჯონი დეპი, რომელთანაც ორ ფილმში მიიღო მონაწილეობა და დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს.
პირველი ფილმი იყო 2001 წელს გადაღებული ‘Blow’, სადაც მან დეპის მეუღლე განასახიერა, ხოლო მეორე კი კარიბის ზღვის მეკობრეები.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


✂ 2008 წელს გამოვიდა ფილმი ‘Vicky Cristina Barcelona’, სადაც მას პარტნიორობა გაუწია სკარლეტ იოჰანსონმა და მისმა ამჯამინდელმა მეუღლემ ხავიერ ბარდემმა. ფილმში განსახიერებული როლისთვის მან 2009 წელს ოსკარის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ‘Best Performance by an Actress in a Supporting Role’-ის კატეგორიაში და გახდა რიგით მეორე ესპანელი მსახიობი ხავიერ ბარდემის შემდეგ, რომელმაც აიღო ოსკარის ჯილდო.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


✂ 2012 წელს კი მან და ემილი ჰირშმა ერთად ითანამშრომლეს ფილმისთვის ‘Twice
Born’
, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია თავის ჟანრში.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


✌ კრუზი წლებია ქველმოქმედებას ძალიან დიდ დროს უთმობს. არაერთხელ უმუშავია ნეპალში, უგანდასა და ინდოეთში და დახმარებია გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ ხალხს. 3 კვირის განმავლობაში მუშაობდა დედა ტერეზას კლინიკაში. ამ არაერთმა მოგზაურობამ კრუზს გაცილებით უფრო დიდი სტიმული მისცა დახმარებოდა ხალხს. მან პირველი ჰოლივუდური ფილმიდან აღებული ჰონორარი დედა ტერეზას კლინიკაში გადარიცხა. 2000 წელს ჩავიდა ნეპალში და ფოტოები გადაუღო ტიბეტელ ბავშვებს, ასევე დაესწრო გამოფენას, რომელიც გაიმართა დალაი ლამას მიერ. პენელოპე დღემდე არ წყვეტს საქველმოქმედო ივენთებში მონაწილეობის მიღებას.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ



❤ ❤ ❤
პირადი ურთიერთობები


საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


1999 წელს მშვენიერმა პენელოპემ ფილმ ‘All the Pretty Horses’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მეთ დეიმონი. წყვილი ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, თუმცა ისინი ცდილობდნენ ურთიერთობა დაემალათ. პენელოპე და მეთი ოპრას შოუზე გამოცხადდნენ ერთად, სადაც კრუზმა შემდეგი სიტყვებით აღწერა დეიმონი: ‘მეთი განსაკუთრებული მამაკაცია, ის მხიარულია და ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე გულკეტილი ადამიანი, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. უარყოფითი მხარე მას არ გააჩნია.’ დეიმონმა კი უპასუხა: ‘ეს ყველაზე საოცარი სიტყვებია, რაც კი მომისმენია საკუთარ თავზე.’

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


✖ 2001 წელს, მან ფილმ ‘ვანილის ზეცის’ გადასაღებ მოედანზე გაიცნო ტომ კრუზი. ტომი იმ პერიოდში ნიკოლ კიდმანს ეყრებოდა და ხსნას პენელოპეში ხედავდა, თუმცა წყვილი 2004 წელს დაშორდა ერთმანეთს, თუმცა ისინი დღემდე მეგობრობდნენ და სწორედ პენელოპე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალდაბადებული სური მოინახულა.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


✖ 2005 წელს მსახიობმა ფილმ ‘საჰარას’ გადასაღებ მოედანზე გაიცნო მეთიუ მაკკონაფი, რომელთანაც უმალვე გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. წყვილი ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2006 წელს დაშორდა ერთმანეთს. მათ მიზეზად გადატვირთული გრაფიკი დაასახელეს, თუმცა სანდო წყაროს თქმით მეთმა პენელოპე მისი ამჟამინდელი მეუღლის კამილა ალვესის გამო მიატოვა.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


♥ 2007 წელს, პენელოპემ და ესპანელმა მსახიობმა ხავიერ ბარდემმა კიდევ ერთხელ ითანამშრომლეს ერთად ვუდი ალენის ფილმისთვის ‘ვიკი, კრისტინა, ბარსელონა’ და სწორედ ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ ერთმანეთი. 2010 წელს მათ ბაჰამის კუნძულებზე იქორწინეს. 2011 წელს პირველი შვილის ლეონარდოს მშობლები გახდნენ, ხოლო 2013 წელს კი გოგონა ლუნა შეეძინათ.

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ



ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებსაინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ

საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუზის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top