;

21 March 2015      Ancho.     Views 3811    
Category: Stars

https://38.media.tumblr.com/872e467b3dc4160eecdb3c3cca48d532/tumblr_niyuwzCH8l1rgxx9to1_500.gif


ედვარდ ნორტონი

ცხოვრება აბრეშუმის გალიაში

ედვარდ ნორტონს იშვიათად ხვდება სუპერგმირის როლი, სამაგიეროდ ის იდეალურად განასახიერებს ეკრანზე უიღბლო ადამიანების ღრმა ფსიქოლოგიურ პორტრეტს.

ბევრი ცნობილი ვარკსვლავის მსგავსად, ნორტონის ბავშვობას არ დაჰკრავდა სევდიანი ელფერი და არ იყო გაფორმებული მშობლების სკანდალებით. მას არ ჰყავდა დასეული პაპარაცები,არ ჰქონდა ისტორია ალკოჰოლიკ მამასა და მშიერ დებზე. პირიქით, მისი ოჯახი მდიდარი ბურჟუაზიის წარმომადგენელი იყო, რომელშიც ედვრდი ბავშვობიდანვე ვერ ხედავდა აზრს.



ამერიკელმა ედვარდ ნორტონმა თეატრალური დადგმის "If I Were King"-ის ტყვეობაში 5 წელი გაატარა და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მსახიობი გახდებოდა. თუმცა, პირველი როლი მას 29 წლის ასაკში ხვდა, ეს იყო მკვლელობაში დადანაშაულებული უცნაური ახალგაზრდა სურათში Primal Fear. პირველი გასროლაც ზუსტად მიზანში მოხვდა და "ოქროს გლობუსის" მფლობელი უცნობი ედვარდ ნორტონი გახდა და არა მთავარი როლის შემსრულებელი რიჩარდ გირი. ამ მომენტიდან დაიწყო ნორტონის აღმასვლა დიდების კიბეებზე.





თეატრალური ცხოვრება ნორტონისათვის რეალური და ხელშესახები გახდა, მაგრამ მშობლებმა მასში ვერანაირი სამსახიობო პერსექტივა ვერ დაინახეს და შვილი იელის უნივერსიტეტში გაგზავნეს. "მე შენ გაგზარდე არა იმის გამო, რომ უსაქმურებთან ერთად იარო და იაფფასიან დადგემბში ითამაშო, არამედ იმისთვის, რომ გააგრძელო ბაბუის საქმე!"-უყვიროდა მამა. იელი არ აღმოჩნდა საუკეთესო მორიგი 5 წელი ედვარდის ცხოვრებაში. ამჯერად ტყვეობა პირდაპირი გაგებით ტყვეობა გახდა. ერთადერთი შველა იქაც თეატრალური დადგმები გახდა. მოწესრიგებული ახალგაზრდა ყველაფერს ზედმიწევნით სწავლობდა და თავისუფალ წუთებს იელის დრამატულ თეატრში ატარებდა. სადაც, დაიხვეწა სამსახიობო ოსტატობა, რისი გაგებაც მშობლებს არ სურდათ.

https://38.media.tumblr.com/9636068c446b45b5223ba1858f2e3c2c/tumblr_nitillYVgs1s14k1wo1_250.gifhttps://38.media.tumblr.com/40ff7990c265ecd65a27afee432173b4/tumblr_nitillYVgs1s14k1wo2_250.gif
https://33.media.tumblr.com/94a2519d6ebb4758ed4990c788373455/tumblr_nitillYVgs1s14k1wo3_250.gifhttps://31.media.tumblr.com/ad5e33b23636db732d1725f7f74034ad/tumblr_nitillYVgs1s14k1wo4_250.gif

ისტორიკის დიპლომით ხელში, ედვარდი ისევ მშობლების გავლენით იაპონიაში გაიგზავნა, სადაც ბაბუის კომპანიაში იმუშავა და ამერიკაში დაბრუნებული, ფილიალის დირექტორი გახდა. ერთ მშვენიერ დილასაც ედვარდი სამსახურში არ გავიდა. მან სპეციალურად გამორთო მაღვიძარა, სიამოვნებით დაიძინა სადილამდე და გაღვიძებისას საკუთარი ბარგი ჩაალაგა. მამასთან საუბარი მოკლე და ლაკონური იყო:
-შენ არ შეგიძლია ასე ადგომა და ყველაფრის მიტოვება!
-ძალიანაც კარგად შემიძლია.
-იმას მაინც ხვდები, რომ მღალატობ?
-მესმის, მაგრამ შენ მალე მაპატიებ, საკუთარი თავის ღალატი კი გაცილებით საშინელია.
უკვე შემდეგ კვირაში, ნორტონმა მიიღო თეატრში როლი და მოღვაწეობა ნიუ-იორკის "Signature"-ში დაიწყო.

https://38.media.tumblr.com/81b40bc903832ef3955c93b694e34324/tumblr_nftmoj1znW1sood9do1_500.gif
https://38.media.tumblr.com/c0135557e3c88ac15d768d3831039197/tumblr_nhbgdw3Thk1smsmqro2_500.gif



ედვარდ ნორტონს ბევრ რომანს უთვლიან, თუმცა ის ცდილობს აფიშირება არ გაუკეთდეს მის პირად ცხოვრებას. მსახიობი გარკვეულ დროს ხვდებოდა დრიუ ბერიმორს, შემდეგ კი, 1996 წელს, "The People vs. Larry Flynt"-ის გადაღებებზე შეხვდა კორტნი ლავს-კურტ კობეინის ქვრივს. მათი რომანი თავბრუდამხვევი აღმოჩნდა და ორივე მათგანს უამრავი დადებითი ემოცია მოუტანა. ედვარდი ჭკუაზე არ იყო ექსცენტრიკული და მხიარული კორტნისგან, ქალი კი მას შოუ-ბიზნესის საუკეთესო მამაკაცს უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერები იყვნენ, მათ დაშორება მოუწიათ კორტნის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო.




ნორტონის შემდეგი ვნება სელმა ჰაიეკი აღმოჩნდა. ისინი 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ და დაინიშნენ კიდეც, მაგრამ ქორწინება არ შედგა. მათი დაშორების მიზეზი სელმას თქმით ნორტონის მუდმივი გაღიზიანება იყო მის ტანისამოსზე, ჩვევებზე. სელმა კი გაცილებით ამაყი იყო, რომ ნაციონალურ ტრადიციებს შელეოდა.



ედვარდმა საბოლოოდ თავისი მეორე ნახევარი იპოვნა. ეს გახდა პროდიუსერი შონ რობერტსონი. რომელტანაც იქორწინა 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ წყვილს დაებადა ბიჭი ატლასი. ნორტონი თვლის, რომ სწორად მოიქცა იმით, რომ ბედს არ მისცა საშუელება ის სხვა გზაზე ეტარებინა. მან დაამტკიცა რომ არაფერია შეუძლებელი და ადამიანის ბედი მისსავე თავზეა დამოკიდებული.



მერილ სტრიპის შესახებ, Vanity Fairy-სთვის (2015 წლის თებერვალი)



ელეგანტური და მოდური, ლურჯ ტონალობებში ჩაცმული ნორტონი ინტერვიუს წინ ნერვიულად ზის და მწვანე ჩაის მიირთმევს სასტუმროს ჰოლში. მისი იმიჯი განისაზღვრა როგორც მსახიობ-ინტელექტუალი. ედვარდმა იელის უნივერსიტეტი დაამთავრა, თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე, მათ შორის იაპონურზეც, დიდი გულშემატკივარია თეატრის და კინო არტ-ჰაუსის. ასეთი მოსაუბრე საინტერესო და სასურველია, მითუმეტეს თუ საკითხი კინოს შეეხება.



-რითი დაგაინტერესა ბირდმენმა?
-ბირდმენი-ეს მხოლოდ სუპერგმირი არ არის, რომელიც ჰოლივუდიდან ნიუ-იორკში ჩადის, იმისათვის რომ დადგას პიესა ბროდვეიზე და დაბრუნდეს შოუ-ბიზნესში. ეს მიმზიდველი დემონია, რომელიც ყველა ჩვენგანში ზის. ის ცდილობს შეგვაცდინოს თავისი მიზნებისთვის, გვაიძულებს მოვიტყუოთ და დავუშვათ არასწორი ქმედებები. მოკლედ, ეს ჩვენი სუპერ ეგოა. ინიარიტუს სურათი ეძღვნება ეგოსთან მოგზაურობას. ეგო ჩვენთან ერთად იზრდება ბავშვობიდან, მისი გავლენის ქვეშ იბადება ჩვენი ამბიციები და პატივმოყვარეობა.

http://data2.whicdn.com/images/93730711/large.gif


-როგორ გრძნობდი თავს შენს "ტყავში"? ნიუ-იორკი, თეატრი, ინტელექტუალური დადგმები...
-ჩემი ფესვები რა თქმა უნდა, ნიუ-იორკშია. აქ დავიწყე მუშაობა ბროდვეიზე და დღემდე სიამოვნებით ვმუშაობ აქ. ერთადერთი, ჩემი გმირისგან განსხვავებით, შოუ-ბიზნესი ჩემთვის ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი არ არის. კინოსა და თეატრის გარდა მე უამრავი ინტერესები მაქვს. კინოში მე ვთამაშობ მხოლოდ მაშინ, თუ როლი ნამდვილად ღრმად მეჩვენება.




-როგორ ყალიბდება "ეგო"? როგორ იყო ეს შენთვის?
-საზოგადოებისგან, ძალადობისგან, დღეს უკვე სოციალური ქსელებისგან. ბავშვობაში მიტაცებდა კომიქსები. ვფიქრობ, ჩემი თაობის გაზვიადებული პატივმოყვარეობის მიზეზი კომიქსები გახდა. კომიქსების შემქნელები იდეალურად ახერხებდნენ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბავშვის ფსიკიკაზე მანიპულირებას. მახსოვს, როგორი გაოცებით ვუყურებდი ფოტოებზე კუნთიან ბიჭებს და სექსუალურ გოგონებს. კუნთიანი ბიჭები მართლაც "კაცურად" ჭრიდნენ პრობლემებს, მაგრამ არა ბანალური გზებით, არამედ ჯადოქრობით და "სუპერძალებით". ვის არ უცონებია დღესაც კი, რომ თავადაც ფლობდეს ამგვარ უპირატესობებს?

-ერთადერთი, აქამდე ნამდვლი სუპერგმირი ვერ ითამაშეთ..
-ზუსტად, და თუ ვიწყებ როგორც გმირი, არ არის გამორიცხული ვამთავრებდე სრულ უიღბლოდ, როგორც ბოლო ფილმში...

https://38.media.tumblr.com/87dec239da74b5453127c769fb929e17/tumblr_niav2ex75T1teygvgo8_250.gifhttps://31.media.tumblr.com/21b63e8e9b43e281c84682095acfe296/tumblr_niav2ex75T1teygvgo5_r1_250.gif
https://33.media.tumblr.com/19df2348b263b892b604d44b95e53a54/tumblr_niav2ex75T1teygvgo2_250.gifhttps://38.media.tumblr.com/65afb79f7913deed87edb15eaf58659e/tumblr_niav2ex75T1teygvgo9_250.gif

-შენ მუდამ ჩხუბობ ეკრანზე...
-ჯობია ეკრანზე ვიდრე ცხოვრებაში.

-თუ გავიხსენებთ "ამერიკულ ისტორია Xს", "შულერებს", "მებრძოლთა კლუბს, "წითელ დრაკონს"...
-დიახ მართალი ხარ, მე ყოველ ჯერზე მცემენ. ყველაზე მტკივნეული გამოცდილება მაინც "25 საათი" აღმოჩნდა. ჩვენ ვიღებდით სცენას, სადაც ბარი პეპერს უნდა ვეცემე. სიცოცხლეში პეპერი ყოვლად უკონფლიქტო ადამიანია, მაგრამ იქ ისე გარდაისახა, რომ საბოლოოდ დამარტყა სახეში და ცხვირი გამიტეხა. რა თქმა უნდა, შემთხვევით. მერე მომიბოდიშა. მე ძალიან მეტკინა და მეწყინა. გონება დავკარგე და ვარსკვლავებსაც კი ვხედავდი.




-როგორ შეიცვალა შენი შეხედულებები ასაკთან ერთად?
-მე დავმშვიდდი, გავხდი ცინიკური და ასევე, ვისწავლე საკუთარი პრიორიტეტების სწორად განაწილება. ადრე, მე მაღელვებდა კარიერა, ახლა კი უფრო მეტად მაინტერესებს ადამიანებს შორის ურთიერთობა. ჰოლივუდი და ბროდვეი ძველებურად ჩემი ცხოვრების ნაწილია და მე მათ ვუდგები დიდი გატაცებით, მაგრამ ეს მაინც პატარა ჩაკეტილი წრეა, ნამდვილი სამყარო კი უფრო ფართოდ რთულია. წლებთან ერთად მივხვდი, რომ კინოს სამყარო და მისი პრობლემები ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც გლობალური პრობლემები, რაც სამყაროში ხდება. ჩვენ ხომ არ გვაქვს ღაზას სექტორი, აქ არავინ კვდება როგორც იქ. ამიტომაც ფილმი, მხოლოდ და მხოლოდ ფილმია და არა ცხოვრება და სამყაროს დასასრული. თუ მე არ მაქვს პერსპექტივაში საინტერესო როლები, მე ვარჩევ დავისვენო კინოსგან და დავკავდე უფრო მნიშვნელოვნი საქმეებით, ვიდრე გადავიღო დაბალ ხარისხიან პროექტებში. ჩემთვის საინტერესოა მაგალითად, სხვების დახმარება, საკუთარი თავის რეალიზება ჰუმანიტარულ პროექტებში. დღეს მე ნაკლებად მაღელვებს დიდება და პოპულარობა. კინო-ეს დახურული კლუბია, სადაც მე უბრალოდ დროებით წევრად მოვიაზრები. ამას გარდა, ცხოვრება მხოლოდ საქმისთვის არ ღირს, მასში იმდენი რამაა მიმზიდველი.

https://38.media.tumblr.com/23fc707490c9f6d35237467491af4671/tumblr_nl7x2pd2AF1qgbguro2_250.gifhttps://31.media.tumblr.com/d8f0b10d2717637d01876a5c5bad011e/tumblr_nl7x2pd2AF1qgbguro5_250.gif
https://38.media.tumblr.com/8b51db8ed0c61ce76d25d203e5bee311/tumblr_nl7x2pd2AF1qgbguro6_250.gifhttps://38.media.tumblr.com/e2e94bf63a61824d5a09ea488faf816f/tumblr_nl7x2pd2AF1qgbguro3_250.gif
https://38.media.tumblr.com/25e491c35d41660ee24adbbac4e57530/tumblr_nl7x2pd2AF1qgbguro4_250.gifhttps://38.media.tumblr.com/bf087426ee1f1f3d03482c67be95aa38/tumblr_nl7x2pd2AF1qgbguro1_250.gif

-რა მაგალითად?
-მოგზაურობა მაძლევს ენერგიას, ცოდნა და ახალი აზრები მეხმარებიან გავიგო ცხოვრების ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებები ასევე იხსნება მაშინ, როდესაც ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობ, მთების გადამდგავს ან როდესაც შენ გარშემო ერთგული მეგობრები იკრიბებიან.

-როგორ ღირს ცხოვრების გატანა?
-მე მაქვს დევიზი:"თუ გინდა რამეს მიაღწიო, წადი რისკზე!"

http://data1.whicdn.com/images/154510483/large.gif
http://data1.whicdn.com/images/8928139/large.gif
http://data2.whicdn.com/images/141095202/large.gif



⋅“ცხოვრებას პოკერის მსგავსად, რისკის ელემენტი ახლავს. მას არ უნდა აარიდო თავი, მას პირდაპირ უნდა დაუდგე".

⋅“მე სავსებით დამავიწყდა, რას ნიშნავს იამაყო საკუთარი მთავრობით".

http://data1.whicdn.com/images/167053301/large.png
http://data3.whicdn.com/images/164908087/large.gif


⋅“შეინახე რწმენა.” "keeping the faith"

⋅“ფაქტობრივად, შეერთებული შტატები, ერთი და იგივე სახის შეცდომებს უშვებს"


http://data2.whicdn.com/images/166928359/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/165000048/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/128546614/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/163346815/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/162421523/large.jpg


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top