;

19 March 2015      AnnLennon1     Views 2074    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი გერი ოლდმენი დაიბადა 1958 წლის 21 მარტს, ლონდონში. ბავშობიდანვე ხელოვნებაზე შეყვარებული იყო, უკრავდა და მღეროდა კიდეც, თუმცა შემდგომ გადაწყვიტა, რომ სამსახიობო სფეროში ეცადა ბედი. მრავალჯერ გაუცრუვდა იმედი, თუმცა არ დანებდა და თავისი მიზნის მიღწევისკენ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მოთხოვნადი და მისაბაძი მსახიობი/ადამიანი გახდა. მიუხედავად, არაერთი წარმატებული კინოროლისა მიეკუთვნება ისეთი მსახიობების კატეგორიას, რომლებსაც ოსკარი ჯერჯერობით არ აუღიათ. გარდა პროფესიონალიზმისა, ოლდმენი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი თავმდაბალ, კეთილ და მხიარულ პიროვნებად, რომელიც უარყოფს ცნობადობას და მას ცალკე კარიერად მიიჩნევს. მოდით გავიგოთ საინტერესო ფაქტები უნიჭიერესი მსახიობის გერი ოლდმენის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

♛ ♛ ♛
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

✖ გერი ოლდმენი დაიბადა 1958 წლის 21 მარტს, ლონდონში.
✖ მისი სრული სახელია: გერი ლეონარდ ოლდმენი
✖ მისი ზედმეტსახელია: Gaz
✖ მისი სიმაღლეა: 1.74 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

✖ სამარკო ნიშანი: ხშირად განასახიერებს უარყოფით პერსონაჟებს, რომლებიც დადებითი
პერსონაჟის დამარცხებას ცდილობენ. ცნობილია მისი ნიჭი სხვადასხვაგვარი აქცენტების მორგების.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

◕ დედამისი კეტლინი დიასახლისი გახლდათ, ხოლო მამა ლეონარდი კი მეზღვაური.
ის ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და ოჯახი მიატოვა, როდესაც გერი მხოლოდ 7 წლის იყო.

◕ ოლდმენი სწავლობდა გრინვიჩის სკოლაში, დეფტფორდში, თუმცა სწავლას
თავი დაანება 16 წლის ასაკში
და მუშაობა დაიწყო სპორტულ მაღაზიებში.

◕ ბავშვობისას პიანისტი იყო და მღეროდა კიდეც. სურდა მუსიკოსი გახმდარიყო,
თუმცა ერთ-ერთი ფილმის ნახვის შემდგომ სამსახიობო სფერომ დააინტერესა.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

◆ ადრეულ ასაკში ქასთინგი გაიარა ‘Royal Academy Of Dramatic Arts’-ში, თუმცა შესარჩევი
ტურის წევრებმა მას მოუწოდეს, რომ მსახიობობაზე უარი ეთქვა და თავი სხვა პროფესიაში მოესინჯა.

◆ ოლდმენის სამსახიობო დებიუტი შედგა 1982 წელს ფილმში ‘Remembrance’.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

★ 1992 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმი ‘დრაკულა’, სადაც დრაკულას როლი მოირგო. როლისთვის
მზადებაში მან ვოკალის პედაგოგი დაიქირავა, რათა დახმარებოდა მას ერთი ოქტავით ხმის დაბლა დაწევაში.

★ ‘დრაკულაში’ მას პარტნიორობა ვაინონა რაიდერმა გაუწია. გადამღებთა ჯგუფი ყვება ისტორიას,
რომ ეს ორი მსახიობი ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობოდა და გამუდმებით ჩხუბობდნენ ერთმანეთში.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

✖ ამერიკაში საცხოვრებლად გადავიდა 90-იან წლებში და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი გახლავთ ჰოლივუდის ინდუსტრიაში მისი პირადი ცხოვრება მუდამ პაპარაცულ თვალს მოკლებული იყო. ის შორს დგას ჰოლივუდური და სელებრითული ცხოვრებისგან. ‘იყო ცნობილი ეს სხვა კარიერაა და მე არ მაქვს ამისთვის საკმარისი ენერგია.’ - აცხადებს მსახიობი.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

✖ 1991 წელს ის კიფერ საზერლენდთან ერთად დააკავეს მანქანის არაფხიზელ მდგომაროებაში მართვის გამო.

✖ 90-იან წლებში მას პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან მიმართებაში და ბევრს სვამდა. თუმცა, გადაწყვიტა, რომ მის ცხოვრებაში ეს პერიოდი უნდა დასრულებულიყო და სარეაბილიტაციო კლინიკაში დაწვა, საიდანაც 1993 წელს გაწერეს. დღესდღეობით, ის ყოველკვირა სტუმრობს ალკოჰოლიკთა ანონიმურ საზოგადოებას და ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

◕ 1990 წელს მას ბრალს სდებდნენ რობერტ დე ნიროსთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაში, თუმცა გერიმ ჭორები
უარყო და განაცხადა, რომ დე ნიროსთან არანაირი შეხება არ ჰქონია, არამც თუ ფიზიკური დაპირისპირება.

◕ გერის ყოფილი მეუღლე დონია ფიორენტინო სასამართლოზე ბავშვების მეურვეობის უფლებების მინიჭებაზე ბრძოლის პროცესში ბრალს სდებდა მას, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებული იყო. ოლდმენმა ყოველივე უარყო და განაცხადა: ‘დარწმუნებული ვარ, რომ ცოლად არასოდეს არ გამომყვებოდა წარმატებული მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი.’

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

▲ 1997 წელს გადაღებული ფილმი ‘Nil by Mouth’ გადაღებულია
მის ცხოვრებაზე
და ბავშვობაზე, რომელიც ლონდონში გაატარა.

▲ მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები ძირითადად ფსიქოპატები და სადისტები არიან, თუმცა ბოლო
დროს მან გადაწყვიტა, რომ განასახიეროს რადიკალურად განსხვავებული სასიამოვნო და დადებითი გმირები.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

▲ 1993 წელს ის ერთ-ერთი ჟიურის წევრი იყო კანის კინოფესტივალზე.

▲ 1995 წელს მან ლეგენდარულ დევიდ ბოუვისთან ერთად დუეტში იმღერა ‘You've Been Around’, ხოლო 2013 წელს ფრანგ
მსახიობ მარიონ კოტიართან ერთად მუსიკოსის მუსიკალურ ვიდეოში ‘David Bowie: The Next Day’-ში მიიღო მონაწილეობა.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

◎ რეჟისორმა პატრიკ ჩერომ პირადად შესთავაზა მას მთავარი როლის განსახიერება
ფილმში ‘Intimacy’, თუმცა გერიმ უარი განაცხადა ინტიმური სცემების გამო
.

◎ მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

◎ გერი გახლავთ ბევრი ცნობილი ადამიანის ინსპირაცია, როგორებიც არიან: მაიკლ
ფასბენდერი, რაიან გოსლინგი, შაია ლაბაფი, ტომ ჰარდი და ალექსანდრ სკარსგარდი
.

◎ 2007 წელს ჟურნალ ‘Empire’-ის მიერ დასახელდა ერთ-ერთ სექსუალურ მსახიობად კინოს ისტორიაში.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

▼ გერის არაერთხელ უთანამშრომლია ცნობილ ტელეწამყვანთან ჯიმი ქიმელთან ერთად და მონაწილეობა მიუღია მის
სკეტჩებში. ახლახან, ოლდმენი ჯიმის მორიგ სახალისო სკეტჩში გამოგვეცხადა ‘The Kimmel School of Perfect Acting’.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

▼ 1994 წელს, გერის მონაწილეობით გამოვიდა ცნობილი ფილმი ‘ლეონი’, სადაც ასევე უარყოფითი პერსონაჟი განასახიერა. სცენაში, სადაც პატარა მატილდას (ნატალი პორტმანი) ბეთჰოვენის სიყვარულს უზიარებს სრულიად იმპროვიზირებული იყო თავად ოლდმენის მიერ, რადგან რეალურ ცხოვრებაში წლებია გატაცებულია ბეთჰოვენითა და მისი რეპერტუარით და მასზე დაუსრულებლად შეუძლია საუბარი.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

◕ 1994 წელსვე, მას ოცნება აუსრულდა და მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Immortal Beloved’, სადაც მისი კუმირი ბეთჰოვენი განასახიერა. პიანინოზე დაკვრის სცენებისთვის ის ყოველდღიურად 5 საათის განმავლობაში ვარჯიშობდა, რათა მისი თითების მოძრაობა და ნამდვილი პიანისტის მიურეი პერაიასი თანხვედრაში ყოფილიყო.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

‘ჰარი პოტერის’ გადასაღებ მოედანზე გერიმ დენიელ რედკლიფს ბასგიტარა აჩუქა, რადგან
გაიგო მისი მუსიკისადმი სიყვარულის შესახებ. მას შემდეგ ისინი დღემდე ახლო მეგობრები არიან.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

✄ 2011 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმი ‘Tinker Tailor Soldier Spy, რომელმაც რაოდენ გასაკვირიც
არ უნდა იყოს, 30 წლიან კარიერაში და არაერთ საინტერესო კინოროლებში პირველი ნომინაცია მოუტანა ოსკარზე.

✄ ჯორჯ სმაილის პერსონაჟის უკეთ მოსარგებად გერი ესტუმრა პასადენაში არსებულ სათვალეების
მაღაზიას, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ეძება შესაფერისი სათვალეები სმაილისთვის.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებსაინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

❥ 1987 წელს მან გაიცნო მსახიობი ლესლი მენვილი, რომელზეც იქორწინა. ისინი პირველი შვილის მშობლები მალევე გახდნენ, თუმცა 1990 წელს ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. იმავე წელს, ოლდმენმა ცნობილი მსახიობი უმა თურმანი გაიცნო და ურთიერთობა გააბა მასთან, რომელიც კვლავ ქორწინებით დასრულდა, თუმცა 1992 წელს ისინი გაეყარნენ.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

❥ 1997 წელს, მან დონია ფიორენტინო მოიყვანა ცოლად. წყვილი 2001 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდა. მათ ორი შვილს
შეეძინათ. თუმცა, ურთიერთობა სკანდალურად დასრულდა და დიდი ხნის განმავლობაში სასამართლოს და პრესის განხილვის საგნად დარჩა.

❥ 2008 წელს მან გაიცნო მშვენიერი ბრიტანელი მომღერალი და მსახიობი ალექსანდრა ედენბურუ. რამოდენიმე თვის წინ
გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა, თუმცა არც ერთ მხარეს ამაზე ოფიციალური კომენტარია არ გაუკეთებია.

საინტერესო ფაქტები გერი ოლდმენის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top