;

18 March 2015      • Angel M •     Views 2690    
Category: Stars

დაპირისპირება ელტონ ჯონსა და დოლჩე&გაბანას შორის

მაღალი მოდის ცნობილმა დიზაინრებმა დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ იტალიურ ჟურნალ
"Panorama-სთან" ინტერვიუში გააკეთეს განცხადებები, რომლებმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ეს ყველაფერი ეხებოდა გეი ქორწინებას და მათ მიერ ბავშვების აყვანას.



დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა უკვე 23 წელია ერთად არიან და თავიანთ ჰომოსექსუალობას
არც მალავენ. მათ შვილები არ ყავთ. მილანის მოდის კვირეულზე მათი კოლექციის თემა იყო ოჯახი.
აქცენტი გაკეთებული იყო ორსულ მოდელებზე და ბავშვებზე, რომლებიც მათ გვერდით იყვნენ.



ელტონ ჯონს და დეივიდ ფერნიშს სუროგატი დედისგან ჰყავთ ორი შვილი. წყვილმა ბოიკოტი
გამოუცხადა დოლჩე & გაბანას, რადგან დიზაინერებმა ასეთ ბავშვებს უწოდეს "სინთეზური."
ელტონმა ასევე განაცხადა, რომ აღარასოდეს აღარ ჩაიცვამდა აღნიშნული დიზაინერების სამოსს.
მან ეს ყველაფერი თავისი ოფიციალური ინსტაგრამის გვერდზე დაფოსტა.




როგორც ჩანს ეს ამბავი სტეფანო გაბანამ გულთან ახლოს მიიტანა და ელტონის ასეთ სკანდალურ
განცხადებას გამოეხმაურა. სტეფანომ ელტონ ჯონის ბოიკოტისკენ მოუწოდა ხალხს. ასევე
განმარტა თავისი და დომენიკოს შეხედულებების მიზეზები.




ამ ყველაფერს უამრავი ცნობილი თუ არა ცნობილი ადამიანიც გამოეხმაურა. ბევრი მათგანი თვლის, რომ
ჩვენ თავისუფალ სამყაროში ვცხოვრობთ და სტეფანოს სრული უფლება ჰქონდა თავისი აზრი საჯაროდ
დაეფიქსირებინა, რადგან ეს მისი უფლებაა.


ინტერნეტში კი ასეთი სახის ფოტოები გავრცელდა:







ერთი დღის შემდეგ პაპარაცებმა ელტონ ჯონი დოლჩე & გაბანას ჩანთით შენიშნეს, რაც შესაძლოა იმას
ნიშნავდეს, რომ მათ შორის კონფლიქტი დასრულებულია(?).





Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top