;

12 March 2015      anabell))     Views 2600    
Category: Stars

კრის ბრაუნის საიდუმლო შვილი


25 წლის ამერიკელ მომღერალსა და მოცეკვავეს კრის ბრაუნს სკანდალები არასდროს მოკლებია და დამშეულ ყვითელ პრესასა და ინტერნეტ მედიას ყოველთვის აძლევდა სალაპარაკო თემას, მაგრამ აწ უკვე ერთი კვირაა ტაბლოიდების ინტერესი მიიპყრო კრის ბრაუნის 9 თვის შვილმა! დიახ, არ მოგესმათ კრისი მამაა და ის მთელი 9 თვის განმავლობაში საზოგადოებას უმალავდა თავის პატარას!

კრის ბრაუნის საიდუმლო შვილი


ტაბლოიდთა თქმით ამერიკელი პერფორმერი თავისი ქალიშვილის დედას 29 წლის მოქმედ ''მოდელ'' Nia Gonzalez-ს დამატებით ''ალიმენტს'' უხდიდა იმისთვის, რომ საზოგადოებას არ გაეგო კრისის მამობის ამბავი. საუბედუროდ ბრაუნისთვის, ახალბედა დედიკომ დუმილი დაარღვია და მთელ მსოფლიოს მოედო ამბავი იმის შესახებ, რომ კრისი ქალიშვილის მამაა რომელსაც Royalty! დაარქვეს.

კრის ბრაუნის საიდუმლო შვილი


კრისს ურთიერთობა დაეძაბა შეყვარებულ Karrueche Tran-თან და თუ ყვითელ პრესას დავუჯერებთ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და საბაბათ კრისის ''მამობის'' გარდა იმასაც ასახელებენ ,რომ ყოფილი მეგობარი გოგონა არაერთხელ გამოიჭირეს ღამის კლუბებში მამაკაცებთან ერთად.
კრის ბრაუნის საიდუმლო შვილი


მომღერალი არაერთხელ ყოფილა სკანდალებისა პროვოკატორი -გავიხსენოთ რიანასთან მომხდარი ინციდენტი , მისი ''ვიზიტები'' სასამართლოში რამდენიმე ათეულსაც ცდება , ამიტომ არამგონია ვინმესთვის გასაკვირი ყოფილიყო ბავშვის ყოლის ამბავი. როგორც ცნობილმა ტელეწამყვანმა ვენდი იულიამსმა თქვა :გასაკვირი ისაა , ხუთი კი არა არამედ 1 შვილი აღმოაჩნდა.


კრის ბრაუნის საიდუმლო შვილი

კრის ბრაუნის საიდუმლო შვილი


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top