10 March 2015      Ancho.     Views 7 957    
Category: Stars

https://31.media.tumblr.com/2e18fdde96b28723f87363e59aaf0076/tumblr_n8l3wt6j3r1tbjv1zo1_500.gif


ირინა შეიკი რონალდოსთან დაშორების შესახებ
"მე მეგონა, რომ ჩემი იდეალი ვიპოვნე, მაგრამ შევცდი"


"რეალის" წამყვან ფეხბურთელთან, კრისტიანო რონალდოსთან ურთიერთობის გაწყვეტიდან 2 თვის შემდეგ, ცნობილმა მოდელმა ირინა შეიკმა ესპანურ ჟურნალ Hola-ს მოუყვა დაშორების მიზეზების შესახებ. მან ასევე განაცხადა რომ უბედური იყო ამ ურთიერთობაში.

http://www.spletnik.ru/img/2015/03/nastya/20151701-sheyk-post.jpg


2015 წლის იანვარში, 4 წლიანი რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ რუსი სუპერმოდელი და პორტუგალიელი ფეხბურთელი ერთმანეთს დაშორდნენ. შეიკი არ დაესწრო საფეხბურთო პრემიის "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას ციურიხში, მის გარეშე აღნიშნა დაბადების დღე და გააქრო რონალდო თავისი ინსტაგრამისა და თვითერის გვერდებიდან.

"ჩემსა და ირინა შეიკს შორის ურთიერთობა დასრულდა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ორივესთვის ასე იქნებოდა უკეთესი. ირინას დიდ ბედნიერებას ვუსურვებ"-დაშორებისას რონალდომ კომენტარი გააკეთა.

https://40.media.tumblr.com/c58838f08bbc039ac598aa68b6f3541f/tumblr_mxvto4Hk3y1qmp6ygo1_500.jpg


2 თვის შემდეგ კი მოდელმა ჟურნალთან აღიარა, რომ არ იყო ბედნიერი იყო ამ ურთიერთობაში.
"მე ვფიქრობდი, რომ ჩემი იდეალი მამაკაცი ვიპოვნე, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ნებისმიერი ქალი იგრძნობს თავს დაურწმუნებლად და ცუდად, როდესაც გვერდით არ ჰყავს შესაბამისი ადამიანი. მე თავს სწორედ ასე ვგრძნობდი."

მისი სიტყვებით, ფეხბურთელი არ აკმაყოფილებდა მისი იდეალის მოთხოვნებს:
"ჩემი მამაკაცის იდეალი არის სამართლიანი, გულწრფელი, კარგად აღზრდილი, იცის როგორ მოეპყროს ქალებს. მე ვერ ვენდობი ადამიანს, რომელთანაც არ ვარ ბედნიერი. ასეთებს მამაკაცებს ვერ უწოდებს, ისინი უბრალოდ ბიჭები არიან."

https://36.media.tumblr.com/de62455237390d7d2c2a4033dc0222e9/tumblr_n9umaodjOm1tyw6jco4_r1_500.jpg


სუპერმოდელმა ასევე განაცხადა, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობდა რონალდოსთან ერთად:
"ჩემთვის არასასიამოვნო იყო, რომ თავდაჯერებულობას ვერ ვგრძნობდი. ურთიერთობა-ეს ისეთი ძნელია. აუცილებელია იცოდეთ, როგორი მამაკაცი გსურთ, რომ თქვენს გვერდით იყოს, რა ღირებულებები უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. თუ თქვენ ერთად ხართ, ანუ ერთი მიმართულებით მოძრაობთ და ერთი და იმავეს მოელით."

მოგვიანებით, რონალდოს რომანზე საუბრობდნენ ესპანელ ლუსია ბილალონთან, ირინას ახალ რომანზე კი დუეინ ჯონსონი მოიხსენიება.

https://36.media.tumblr.com/707dc3edaf2a59eb56bda775dd9149d6/tumblr_nbfxmq80Hs1rl2q0io1_500.jpg
https://38.media.tumblr.com/0808a08f734b78076c2e6f793b7219f9/tumblr_ne5bhrw6ZE1rq8cjxo2_500.gif
https://36.media.tumblr.com/95054771e761d88048e0e261f2733726/tumblr_n63qfkUceN1rsh7dgo1_500.jpg
https://36.media.tumblr.com/acdf4336de30d0419977a6b6e4d5b95b/tumblr_mzcbuq13yU1rmqvsuo1_500.jpg
https://41.media.tumblr.com/87cb0b20383b0cf98f3f16bcd36cf38f/tumblr_mknt6rYsEJ1qjlg9io1_500.jpg


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top