;

5 March 2015      AnnLennon1     Views 2716    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


კრისტინა აგილერა - დივა, პოპპრინცესა, სოულ მუსიკის დედოფალი და ა.შ., მასზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ. კარიერის მანძილზე მოპოვებული აქვს არა ერთი ჯილდო, მათ შორის 5 გრემი. გახლავთ ერთ-ერთი ძლიერი ხმის მქონე მომღერალი მუსიკალურ ინდუსტრიაში. მომღერლობასთან ერთად არაერთ ფილმში მიუღია მონაწილეობა. გარდა ამისა, წლებია მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრია, ხოლო თავისუფალ დროს კი აქტიური ქველმოქმედია. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს კრისტინა აგილერას შესახებ.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


♚ ♚ ♚
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


✖ კრისტინა აგილერა დაიბადა 1980 წლის 18 დეკემბერს, ნიუ-იორკში.

✖ მისი სრული სახელია: კრისტინა მარია აგილერა

✖ მისი ზედმეტსახელებია: კრისი, იქს-ტინა, ბები ჯეინი და ქენდი

✖ მისი სიმაღლეა: 1.57 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


✖ სამარკო ნიშანი: ძლიერი ხმა და სუფთა ნამღერი აკაპელაში, ხმარობს ლურჯ ლინზებს მიუხედავად იმისა,
რომ მისი თვალის ფერი ბუნებრივად ლურჯია, თითქმის ყოველთვის ხმარობს წითელი ტუჩსაცხს.


საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


☛ დედამისი შელი მუსიკოსი გახლავთ, ხოლო მამა ხავიერი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცი.
ხავიერ ეკვადორელია, ხოლო დედას კი გერმანული, ირლანდიური, უელსური წარმომავლობა აქვს.

☛ კრისტინა და დედამისი მამას აბრალებდნენ, რომ მასზე ძალადობდა, თუმცა მომღერლის ძმამ ეს ბრალდებელი უარყო.

☛ ხშირად ამბობს, რომ მუსიკას იყენებდა იმისთვის, რათა ოჯახური პრობლემებიდან თავი დაეღწია.

☛ მშობლების განქორწინების შემდეგ, ის, დედამისი და თავისი და ბებიის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად
და მამასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტეს. 2012 წელს, აგილერამ კვლავა აღადგინა მამასთან ურთიერთობა.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


◆ ბავშვობისას მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ მუსიკალურ კონკურსებზე. მას ეძადნენ ‘პატარა გოგონას უდიდესი
ხმით.
’ 8 წლის ასაკში მან კონკურსზე გაიმარჯვა, სადაც უიტნი ჰიუსტონის ‘I Wanna Dance with Somebody’ შეასრულა.

◆ 1990 წელს, მან მონაწილეობა მიიღო პროექტში ‘Star Search’, სადაც შეასრულა
‘A Sunday Kind of Love
’, თუმცა სამწუხაროდ პროექტს სემი ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


◆ 1991 წელს, მან ქასთინგი გაიარა ‘The Mickey Mouse Club’-თვის, თუმცა ასაკს ვერ აკმაყოფილებდა და პროექტის წარმომადგენლება ის 2 წლის შემდეგ მიიღეს. მისი პარტნიორები სკეტჩებსა და მუსიკალურ დადმებში იყვნენ რაიან გოსლინგი, კერი რასელი, ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


✖ მან პირველი სიმღერა 14 წლის ასაკში ჩაწერა, იაპონელ მომღერალ კეიზოსთან ერთად.

პირველი გრემის ჯილდო აიღო 2000 წელს, ნომინაციაში ‘საუკეთესო ახალი შემსრულებელი.’

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


◕ 2001 წელს მან განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა კოკა-კოლას ამერიკულ რეკლამაში.

‘World Music Awards’-ზე მან გაიმარჯვა მსოფლიოში საუკეთესო გაყიდვალი ლათინო ამერიკელი
შემსრულებლის კატეგორიაში. ამავე დაჯილდოებაზე, მან რიკი მარტინთან შეასრულა შთამბეჭდავი პერფორმანსი.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


◕ მიუხედავად იმისა, რომ ის ლათინოსია უჭირს ესპანურად საუბარი.

◕ მისი საყვარელი სპორტის სახეობაა: ბეისბოლი და ფრენბურთი.

◕ ლილ კიმთან, ფინქთან და მაიასთან ერთად შესრულებული სიმღერისთვის ‘Lady
Marmalade’ მათ 2001 წელს ‘MTV Video Music Awards’-ზე გაიმარჯვა
.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


☞ მისი შთაგონების წყარონი არიან: მერაია ქერი, უიტნი ჰიუსტონი, ეტა ჯეიმსი და ბილი ჰოლიდეი.

☞ ფლობს საკუთარი ფეხსაცმლის ხაზს, რომელსაც აწარმოებს ‘ES Orginals’.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


☞ კელი კლარქსონის ცნობილი სიმღერის ‘Miss Independent’-ის ერთ-ერთი შემქმნელი თვით აგილერაა.

☞ 2003 წელს, ჟურნალ ‘მაქსიმის’ მიერ დასახელდა რიგით პირველ ადგილზე ‘Hot 100 Women’-ის სიაში.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


✦ მისმა მუსიკალურმა ვიდეომ ‘მებრძოლი’ მოიპოვა 6 ნომინაცია
2004 წლის ‘Music Video Production Association awards’-ზე.

✦ მას აქვს ოთხი ტატუ. მათ შორის ყველაზე ცნობილია: ‘Xtina’ და ‘Te Amo Siempre’.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


✦ მისი საუკეთესო მეგობარია მომღერალი ლილ კიმი.

✦ ის აქტიური ქველმოქმედებითაა დაკავებული. 2004 წელს, ესტუმრა ქალთა ცენტრს, სადაც
მოგვიანებით 200,000 დოლარი
გადარიცხა. გარდა ამისა, ხშირად სტუმრობს აფრიკას.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


✿ კრისტინა არა ერთი ბრენდის წარმომადგენელი გახლავთ. მათ შორის: Fetish, Coca-cola, Versace,
Sketchers, MAC-cosmetics, Virgin-mobile, Mercedes, Declare Yourself.com, Xpose.


✿ წლების განმავლობაში მისი უახლოესი მეგობარი იყო ბრიტნი სპირსი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს.
თუმცა, შემდგომ გავრცელდა ხმები მათი უთანხმოების შესახებ, რომელსაც ორივე ვარსკვლავი დღემდე უარყოფს.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


✿ 2009 წელს, მას შესთავაზეს სტეფანის როლი მიუზიკლში ‘ცხრა’, თუმცა მან უარყო
შემოთავაზება გადატვირთული გრაფიკის გამო. მოგვიანებით როლზე ქეით ჰადსონი დაამტკიცეს.

✿ აგილერას უახლოესი ურთიერთობა აკავშრებდა მსახიობთან და მომღერალთან
ბრიტანი მერფთან
, რომელიც 2009 წელს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


★ 2006 წელს, ლონდონს მადამ ტრუსოს ცნობილ მუზეუმში მისი ცვილის ფიგურა დაიდგა.

★ მისი ჰობია შოპინგი, ფილმების ყურება, მეგობრებთან დროის ტარება, ცეკვა.

★ ერთ-ერთი სახალისო ფაქტი, რომელიც მას უკავშირდება ესაა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხი. რეპორტიორმა
ჰკითხა აპირებდა თუ არა კანის კინოფესტივალზე დასწრებას. პოპდივამ კი მას უპასუხა: ‘where's that, again?

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


★ ამბობენ, რომ მას თავის კონტროლი არ შეუძლია. ამასთან დაკავშირებით, მომღერალს 2007 წელს პრობლემები ჰქონდა
ერთ-ერთ სელებრითთა ფოტოგრაფთან
, რომელიც აცხადებდა, რომ კრისტინასთან თანამშრომლობა შეუძლებელი და რთულია.

★ 2003 წელს, მის, მადონას , ბრიტნი სპირსის და მის ელიოტის კოლაბორაციამ ‘MTV Video Music Awards’-ის სცენაზე ყველა მთელი მსოფლიო
აალაპარაკა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ნახვადი პერფორმანსი. სცენაზე აგილერამ და ბრიტნიმ ლეგენდარულ მადონას აკოცეს.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


♕ კრისტინა 2011 წლიდან თანამშრომლობს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მუსიკალური
კონკრუსის ‘The Voice’-ის
წარმომადგენლებთან. ის წლებია შოუს ჟიურის წევრი გახლავთ.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


♕ ‘The Voice’-ის ფარგლებში მან ითანაშრომლა პოპდივა ლედი გაგასთან ერთად. მათ 2013 წელს შოუს სცენაზე შეასრულეს გაგას სიმღერა ‘Do
what you want’.
პერფორმანსის დასრულების შემდეგ აგილერამ ემოციები ვერ დამალა და აღნიშნა თუ როგორი სასიამოვნო იყო გაგასთან ურთიერთობა.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


♕ 2011 წელს, მისი და ადამ ლევინის კოლაბორაცია შედგა სიმღერაზე ‘Moves Like Jagger’, რომელმაც ყველანაირი
რეკორდი მოხსნა, ხოლო 2013 წელს გამოვიდა აგილერასა და რეპერ პიტბულის ერთობლივი ნამუშევარი ‘Feel This Moment’.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


♥ ♥ ♥
პირადი ურთიერთობები


საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


1998 წელს, ნიუ-იორკში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე აგილერა და მომღერალი ენრიკე იგლესიასი დაახლოვდნენ. პაპარაცები
კონცერტის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში აფიქსირებდნენ მათ ერთად, თუმცა საბოლოოდ წყვილის ურთიერთობა დასრულდა.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


იგლესიასთან მოკლეხნიანი ურთიერთობის შემდეგ, მან რომანი გააბა მის მოცეკვავესთან სანტოსთან.
სწორედ მას ეძღვნება მომღერლის ორი სიმღერა. კრისტინა მას პირველ სიყვარულს ეძახდა.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


2002 წელს, მან გაიცნო ჯორდან ბრეტმენი, რომელზეც სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2005 წელს დაინიშნა. მათ იმავე წელს იქორწინეს და 2008 წელს გახდნენ მაქსის მშობლები. მათ ქორწილს ესწრებოდნენ შერონ სტოუნი და ჯასტინ ტიმბერლეიკი. კრისტინამ საქორწინო საჩუქრები საქველმოქმედო ფონდს გაუგზავნა. 2010 წელს, მათმა წარმომადგენელმა პრესასთან განაცხადა, რომ წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა, რადგან მათი ურთიერთობა მეგობრულს უფრო ჰგავდა, ვიდრე ცოლ-ქმრულს.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


2010 წელს, მან სერიოზული ურთიერთობა დაიწყო მის ასისტენტთან მეთიუ რუტლერთან. 2014
წელს ვალენტინობის დღეს ისინი დაინიშნენ და 2014 წელს მათ საერთო შვილი, გოგონა შეეძინათ.

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ[center]
[center]საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტინა აგილერას შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top