5 March 2015      candice     Views 5 674    
Category: Stars

ლეონარდო დიკაპრიო დაკოტა ჯონსონით მოიხიბლა

ჰოლივუდის 40 წლის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო დაკოტა ჯონსონით მოიხიბლა

ლეონარდო და დაკოტა, რომელმაც „გრეის ორმოცდაათ ელფერში“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, ერთმანეთით დაინტერესდნენ. ამის შესახებ lifeandstylemag.com-ი წერს, ისინი ერთმანეთს გადაცემა Saturday Night Live-ის 40 წლის იუბილეზე შეხვდნენ. წვეულების ერთ-ერთი სტუმრის თქმით, ლეონარდო დაკოტას მოეხვია და საცეკვაო დარბაზში გაიყვანა, დაკოტა ცდილობდა თავისი ემოციების დაფარვას, მაგრამ ცხადი იყო, რომ ის ლეოს ყურადღებით აღფრთოვანებული გახლდათ- განაცხადა ინსაიდერმა, ლეონარდოსთან დაახლოებულმა წყარომ კი ამერიკულ ყოველკვირეულ გამოცემა Life&Style- ის ჟურნალისტებს აცნობა, რომ მოსალოდნელია მალე საზოგადოება ვარსკვლავების ახალი რომანის მომსწრე გახდეს.



მათთვის, კი ვისაც გაუელვებს შეკითხვა - კი მაგრამ, ლეონარდო ხომ მხოლოდ ქერათმიან მოდელებს ხვდებოდა? შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლეო ბარბადოსელი მომღერლით რიანათი მოიხიბლა და რომანიც აკავშირებდათ. ბოლოს ისინი რიანას დაბადების დღეს წვეულებაზე 20 თებერვალს შენიშნეს, ასევე ამბობენ, რომ რიანა და ლეონარდო კვლავ ხვდებიან ერთამენთს და Saturday Night Live-ის წვეულებაზე დაკოტასთან მსუბუქი ფლირტი შესაძლოა რიანას ღალატადაც მივიჩნიოთ!



ერთი რამ კი ცხადია, ლეონარდო ამ ბოლო დროს პრიორიტეტს შავგვრემნებს ანიჭებს და იქნებ ამ ცვლილებებმა საბოლოოდ 40 წლის მსახიობის ქორწინებამდეც მიგვიყვანოს? 25 წლის ჰოლივუდურ-ოჯახში-აღზრდილი დაკოტა ჯონსონი კი ცნობილია, რომ შეყვარებულს ცოტა ხნის წინ დაშორდა, მიზეზად კი გრეის საბედისწერო ფილმი დასახელდა, ამბობენ, რომ შეყვარებული ეჭვიანობის გრძნობამ მოიცვა და ვერ შეეგუა მოზღვავებულ ინტერესს დაკოტას მიმართ. თუმცა აი ლეონარდომ იცის, როგორ გაართვას თავი ცნობილ ქალბატონებს. საკითხავია მხოლოდ, ვისზე შეაჩერებს ის არჩევანს - რიანა თუ დაკოტა?


დაკოტამ SNL-ს უახლეს სკეჩებში მიიღო მონაწილეობა და მონოლოგით გახსნა შოუ, რაც დიდი პატივია და ჰოლივუდის ცნობილ მსახიობთა შორის მისი ყოფნა დაადასტურა.

წარმოდგენილ სკეჩებში რა თქმა უნდა იხუმრეს ფილმ
"გრეის 50 ელფერის" წითელ ოთახზე და დაკოტას MOM! ფრაზაზე






Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top