;

23 February 2015      AnnLennon1     Views 7984    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

ჯეიმს ჯეიმი დორნანი, ცნობილი როგორც, ჯეიმი დორნანი ან კრისტიან გრეი გახლავთ სამხრეთ ირლანდიელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. დაიბადა 1982 წლის 1 მაისს და ადრეული ასაკიდანვე ჩაება სამსახიობო სფეროში. თავდაპირველად თამაშობდა რაგბს, შემდგომ გარკვეული დროის განმავლობაში იყო მოდელი, მუსიკოსი, თუმცა საბოლოოდ სამსახიობო სფეროზე შეაჩერა არჩევანი. ეპიზოდური როლებს შემდეგ, 2015 წელს მოიპოვა საქვეყნო აღიარება, როდესაც განასახიერა კრისტიან გრეი ფილმში ‘გრეის 50 ელფერი.’ მას ყველა იცნობს, მასზე ყველა საუბრობს და ის ერთ-ერთი სასურველი მამაკაცია ჰოლივუდში და არამარტო. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ჯეიმი დორნანის შესახებ.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

★ ★ ★
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

✖ ჯეიმი დორნანი დაიბადა 1982 წლის 1 მაისს, სამხრეთ ირლანდიაში, ბელფასტში.

✖ მისი სიმაღლეა: 1.83 სანტიმეტრი

✖ სამარკო ნიშანი: ირლანდიური აქცენტი

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

✖ მამამისი ჯიმ დორნანი პროფესორი გახლავთ, ხოლო დედა ლორნა კი სამწუხაროდ
გარდაიცვალა
მაშინ, როდესაც ჯეიმი 16 წლის იყო. მას ჰყავს ორი უფროსი და.

დადიოდა ‘Methodist College’-ში, ბელფასტში, სადაც თამაშობდა რაგბის და გაწევრიანებული იყო დრამის გაკვეთილებზე. შემდგომ, სწავლა გააგრძელა ‘Teesside University’-ის უნივერსიტეტში, თუმცა მალევე დატოვა იქაურობა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, რათა სამსახიობო სფეროში ეცადა ბედი.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

რაგბის თამაშობდა წლების განმავლობაში პროფესიონალურ დონეზე ირლანდიურ საერთაშორისო ნაკრებში.

◕ ლონდონში გადაბარგების შემდგომ, სამსახიობო გაკვეთილებთან ერთად თავისუფალ დროს მუშაობდა პაბში.

◕ ის უკვე წლებია ‘Manchester United’-ის ერთ-ერთი აქტიური ფანია.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

◕ მანამ, სანამ სამსახიობო სფეროში აქტიურად მოიკიდებდა ფეხს მუშაობდა მოდელად და წლების განმავლობაში ბრენდ ‘კელვინ კლეინის’ სარეკლამო კამპანიებში იღებდა მონაწილეობას. 2007 წელს კი გახდა, ‘Dior Homme’-ს მამაკაცთა სუნამოს სახე. ფოტოსესიებში მას მონაწილეობა მიუღია ევა მენდესთან და ქეით მოსთან ერთად.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

▲ მოდელობასთან და მსახიობობასთან ერთად ჯეიმი არაჩვეულებრივი მუსიკოსია. ის წლების
განმავლობაში ფოლკ ბენდის ‘Sons of Jim’-ის წევრი იყო. 2008 წელს ჯგუფი დაიშალა.

▲ მცირე და ეპიზოდური როლების შემდეგ, 2006 წელს მას სოფია კოპოლამ მისცა შანსი მონაწილეობა მიეღო ფილმში ‘მარია ანტუანეტა’, სადაც მან კირსტენ დანსტს გაუწია პარტნიორობა და მისი სასიყვარულო ობიექტი განასახიერა. სწორედ, ამ ფილმში განსახირებეული პერსონაჟის შემდეგ მიიპყრო მან ჰოლივუდის ყურადღება.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

▲ 2011 წელს, ის ცნობილი სატელევიზიო შოუშ ‘Once Upon a Time’-ის 8 ეპიზოდში
გამოჩნდა. თავდაპირველად თამაშობდა შერიფ გრაამის როლს, ხოლო შემდგომ კი მონადირის.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

▲ შემდგომ, ის საზოგადოებამ იხილა სამხრეთ ირლანდიურ სატელევიზიო შოუში ‘The Fall’, სადაც სერიული მკვლელი
პოლ სპექტორი
განასახიერა. ამ როლით მან საკუთარი სამსახიობო უნარები და შესაძლებლობები გამოავლინა.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

♕ 2015 წელს კი ჯეიმი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, როგორც ქრისტიან გრეი ფილმში ‘გრეის 50 ელფერი.
მან საქვეყნო აღიარება მოიპოვა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობო ჰოლივუდში.

♕ მიუხედავად იმისა, რომ დორნანი მუდამ ფორმაში იყო, როლისთვის მან ყოველდღიური წვრთა უწევდა სპორტდარბაზში.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

♕ მას მოუხდა ცეკვისა და სიარულის შესწავლა, რადგან
არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სასაცილო სიარულის მანერა აქვს.

♕ გრეის როლისთვის იბრძოდნენ გარეტ ჰედლანდი, კრის ივანსი, რაიან გოსლინგი,
რობერტ პატინსონი, მეთ ბომერი, კრის ჰემსვორტი
და სხვები.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

♕ 2013 წელს, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როლზე ჩარლი ჰანემი დაამტკიცეს და ეს მართლაც ესე იყო. თუმცა, ჰანემმა გადაღებების დაწყებამდე უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე და მიზეზად გადატვირთული გრაფიკი დაასახელა. სწორედ ამის შემდეგ, ჯეიმი კიდევ ერთხელ დაიბარეს მოსმენაზე და ქრისტიან გრეის როლიც მისი გახდა, რასაც ჰანემს უნდა უმადლოდეს.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

✖ მისი საუკეთესო მეგობრები არიან ენდრიუ გარფილდი, ედ რედმეინი და რობერტ პატინსონი. ისინი ერთად ცდილობდნენ სამსახიობო სფეროში ჩაბმულიყვნენ. პატინსონმა მასზე მსგავსი კომენტარი გააკეთა: ‘ჯეიმის მემგონი მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, 10 წელია ვიცნობ და ახლა მიწევს ყურება თუ როგორ კავდება იგი სექსით.’

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

♥ ♥ ♥
პირადი ურთიერთობები

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

2003 წლიდან 2005 წლამდე ის ხვდებოდა ბრიტანელ მსახიობს კირა ნაითლს. მათ ერთმანეთი ფოტოსესიის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და ხშირად ჩნდებოდნენ ერთად ივენთებზე თუ პაპარაცულ ფოტოებში. თუმცა, წყვილის კავშირი 2005 წელს გაწყდა, რადგან დორნანი ვერ შეეგუა კირას მიმართ მოჭარბებულ ყურადღებას პრესის მხრიდან და გადაწყვიტა ამ ყოველივეს განრიდებოდა. კირასთან ურთიერთობის შემდეგ მცირეხნის მანძილზე ხვდებოდა კვლავ ბრიტანელ მსახიობს სიენა მილერს.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

2007 წელს ხვდებოდა კვლავ ბრიტანელ სახეს მიშა ბარტონს, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა და იმავე წელს ჯეიმიმ გაიცნო თავისი ცხოვრების სიყვარული ამელია უორნერი, რომელიც წარსულში კოლინ ფარელს მეუღლე გახლდათ. ამელია მომღერალი და მწერალი გახლავთ. მათ 2013 წელს იქორწინეს და 2013 წელსვე გოგონას დულსის მშობლები გახდნენ.

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიმი დორნანის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top