21 February 2015      AnnLennon1     Views 4 157    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


მოიხსენიებენ, როგორც ‘ინგლისის ვარდს’ - საუბარია ლეგენდარულ ბრიტანელ მსახიობზე ქეით უინსლეტზე, რომელიც დაიბადა 1975 წლის 5 ოქტომბერს. კარიერა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ქალი მსახიობი, რომელსაც უამრავ ჯილდოსთან ერთად აღებული აქვს ერთი ოსკარი. გარდა ამისა, ყველა ახასიათებს, როგორც თავდაბალ და საოცარი იუმორის გრძნობის მქონე ადამიანს. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ქეით ელიზაბეტ უინსლეტის შესახებ.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


❀ ❀ ❀
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


⇨ ქეით უინსლეტი დაიბადა 1975 წლის 5 ოქტომბერს, ბერკშირში, ინგლისში.

⇨ მისი სრული სახელია ქეით ელისაბეტ უინსლეტი.

⇨ მისი ზედმეტსახელებია: ‘ინგლისის ვარდი’ და ‘Corset Kate’.

⇨ მისი სიმაღლეა 1.69 სანტიმეტრი.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


⇨ დედამისი სალი ენი მებუფეტე იყო, ხოლო მამა
ჯონ უინსლეტი კი საცურაო აუზის
ინსტრუქტორი.

⇨ სამსახიობო გაკვეთილებზე სიარული და დრამის შესწავლა დაიწყო 11
წლის ასაკში,
რედრუფის თეატრალურ სკოლაში და ჯგუფში ლიდერი იყო.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


✖ მისი პირველი როლი იყო ‘Sugar Puffs cereal’-ის
რეკლამაში, სადაც თაფლის მონსტრთან ერთად
ცეკვავდა.

✖ 1994 წელს ფილმ ‘Heavenly Creatures’-ში მიღებული წარმატების და ცნობადობის შემდეგ კინოკრიტიკოსები
ამბობდნენ, რომ ქეითი ცნობილი იქნებოდა მხოლოდ ამ როლით და ვერ გახდებოდა სუპერ ვარსკვლავი.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


✖ უარი განაცხადა 1998 წელს გადაღებულ ფილმში ‘Shakespeare in Love’
მონაწილეობის მიღებაზე და როლი მოგვიანებით გვინეტ პელტროუს გადაეცა.

✖ 2001 წელს, ფილმისთვის ‘Christmas Carol: The Movie’ მან ჩაწერა საუნდთრეკი. პროდიუსერები იმდენად აღფრთოვანდნენ ქეითის მუსიკალური
მონაცემებით
, რომ შესთავაზეს მას ბალადა ემღერა. სიმღერა სახელწოდებით ‘What If’ 2001 წელს ბრიტანული ჩარტების ტოპ ათეულში მოხვდა.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


■ 1997 წელს, ‘ტიტანიკის’ ერთ-ერთ პრემიერაზე არ გამოცხადდა, რადგან იმყოფებოდა
საუკეთესო მეგობრისა და ყოფილი შეყვარებულის სტივენ ტრედრის დაკრძალვაზე.

■ სამხრეთ ლონდონში არსებული სახლი მან გვინეტ პელტროუსა და კრის მარტინს მიჰყიდა.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


■ ქეითი იყო ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ბრიჯიტ ჯონსის პერსონაჟის მოსარგებად ფილმში ‘Bridget Jones's
Diary’
, თუმცა პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ ამ როლისთვის საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

■ 1996 წელს, ჰამლეტის გადასაღებ მოედანზე შეიტყო, რომ
როუზის როლი ფილმში ‘ტიტანიკი’ სწორედ მას უნდა მოერგო.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


▼ 2006 წელს, ის სტუმრად მიიწვიეს ‘დილა მშვიდობისა ამერიკას’ შოუში, სადაც ახალი ფილმის ‘The Holiday’-ის პრომოუშენი უნდა გაეკეთებინა. სიურპრიზის სახით შოუშ წამყვანებმა მას 1987 წლის სარეკლამო რგოლი ანახეს, სადაც პატარა ქეითი მონაწილეობს. სინამდვილეში, მათ შეცდომა გაეპარათ და გოგონა სულაც არ იყო უინსლეტი. თუმცა, მსახიობმა არაფერი შეიმჩნია, რადგან არ სურდა პიროვნება, რომელმაც რეკლამა მოძებნა სამსახურიდან გაენთავისუფლებინათ.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


∞ მისი საუკეთესო მეგობარია ლეონარდო დიკაპრიო, რომელსაც ადრეული ასაკიდან იცნობს და დღემდე უახლოესი
ურთიერთობა აკავშირებს. ხშირად აღუნიშნავს, რომ ‘ტიტანიკში’, როდესაც ლეოს კოცნიდა ეგონა, რომ საკუთარ ძმას კოცნიდა.

∞ მისი ბავშვები ლეონარდო დიკაპრიოს ‘ლეო ბიძიას’ ეძახიან.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ



∞ არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მუსიკოს რუფუს ვეინრაითის უდიდესი ფანია.

∞ 2008 წელს, ‘Revolutionary Road’-ის გადაღებების შემდეგ ლეომ მას სიყვარულის და მეგობრობის ნიშნად
ოქროს ბეჭედი
აჩუქა, რომელსაც წარწერა აქვს. ქეითი წარწერის შინაარსს საიდუმლოდ იტოვებს და დღემდე არ ამხელს.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


☢ 2005 წელს, ის ნოლა რაისის როლზე დაამტკიცეს ფილმში ‘Match Point’, თუმცა მონაწილეობაზე
უარი ბოლო მომენტში განაცხადა. სამაცვლოდ როლზე სკარლეტ იოჰანსონი დაამტკიცეს.

☢ 2011 წელს, მან გმირული საქციელი ჩაიდინა, როდესაც ბილიონერ რიჩარდ
ბრენსონის 90 წლის დედა ალმოკიდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანა.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


◆ 2012 წელს მან დაწერა წიგნი აუტიზმის შესახებ იმისთვის, რათა ყურადღება გაეზარდა აუტიზმით დაავადებული ადამიანების მიმართ. გაყიდვებიდან შემოსული თანხა ‘Golden Hat Foundation’-ში გადაირიცხა, რომელიც უინსლეტის საქველმოქმედო ფონდია. მის წიგნს გამოეხმაურნენ ბევრი ცნობილი ადამიანი. მათ შორის მარიონ კოტიარი, ლეონარდო დიკაპრიო და სხვები.

◆ ფილმ ‘Divergent’-ის გადასაღებ მოედანზე 5 თვის ორსული იყო და მესამე ბავშვს ელოდებოდა.
მუცლის დასამალად ქეითი თითქმის ყველა სცენაში ფაილებითა და აიპადით ხელში გვევლინება.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


◆ უინსლეტმა კლერ დეინსს ‘ბრწყინვალე’ მსახიობი უწოდა უილიამ შექსპირის ‘რომეო და ჯულიეტაში’ მონაწილეობის შემდეგ, სადაც მან პარტნიორობა
ლეონარდო დიკაპრიოს გაუწია. ‘მსურდა ჩემი მეგობრის გვერდით კიდევ ერთხელ მეთამაშა, თუმცა ვიცოდი, რომ ამ როლის მოსარგებად საკმაოდ ასაკში ვიყავი.’

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


✖ ის მიეკუთვნება იმ მსახიობთა სიას, რომლებიც პერსონაჟის უკეთ განსახიერებისთვის არაფერს
ერიდებიან, თუნდაც სიშიშვლესაც კი
. მან დაახლოებით 15 ფილმში გამოაჩინა თავისი სხეული.

✖ სანამ ძალიან პოპულარული გახდებოდა და ‘A-List’-ში შემავალი მსახიობის სტატუსს მოიპოვებდა გამუდმებით აკრიტიკებდნენ წონის
გამო
, თუმცა ქეითი ყურადღებას არ აქცევდა მოშურნეების კომენტარებს და ამბობდა, რომ საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობს.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


✄ 1995 წელს, მან ემა ტომფსონთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Sense and
Sensibility’
და შესრულებული როლის შედეგად უამრავი ჯილდოს მფლობელი გახდა.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


♕ 1997 წელს კი ქეითი ყველამ გაიცნო ფილმით ‘ტიტანიკი’, სადაც როუზის როლი მოირგო და პარტნიორობა ლეონარდო დიკაპრიოს
გაუწია. როლზე განიხილებოდნენ გვინეტ პელტროუ, კლერ დეინსი და გაბრიელ ანვარი, თუმცა უინსლეტმა ყველა დაამარცხა.

♕ დიკაპრიოს პირველად შეხვდა სქრინ ტესტის გადაღებებისას და იმდენად მოეწონა პირველ რიგში, როგორც მსახიობი ფილმის
რეჟისორს კამერონს ყურში ჩუმად უთხრა: ‘ის არაჩვეულებრივია. მე თუ არ დამამტკიცებ როლზე, გთხოვ შანსი მიეცი მას.’

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


♕ 2004 წელს მან ჯიმ ქერის გაუწია პარტნიორობა ფილმში ‘Eternal Sunshine of the Spotless
Mind’
. ამბობს, რომ ეს ფილმი და როლი მისთვის ყველაზე გამორჩეული და ფავორიტია.

პარიკები და სამოსი, რომელიც ფილმში გამოიყენა თავისთვის დაიტოვა სამახსოვროდ.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


★ 2008 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმი ‘მკითხველი’, რომლის რეჟისორი მხოლოდ და მხოლოდ ქეითს მოიაზრებდა მთავარ როლზე. პირველ ჯერზე შემოთავაზებას დათანხმდა, თუმცა შემდგომ გადატვირთული გრაფიკის გამო გამოეთიშა პროექტს. ფილმის პროდიუსერებმა ნიკოლ კიდმანზე შეაჩერეს არჩევანი, თუმცა მანაც ფეხმძიმობის გამო უარი განაცხადა როლზე. საბოლოოდ, ქეითი დაიყოლიეს და მან ოსკარიც კი აიღო ამ როლისთვის, 2009 წელს.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


♥ ♥ ♥
პირადი ურთიერთობები


საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


- 1996 წელს, მან ფილმ ‘ჰამლეტის’ გადასაღებ მოედანზე გაიცნო ბრიტანელი
მსახიობი რუფუს სიუველი
და ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა მას.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


- 1998 წელს მან ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნო ჯიმ ტრიპლეტონი და მალევე იქორწინა მასზე. მათ ერთი საერთო
შვილი ჰყავთ
, რომელიც 2000 წელს დაიბადა. წყვილი 2001 წელს გაეყარა ერთმანეთს, თუმცა დღემდე მეგობრობენ.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


- უინსლეტის მეორე ქორწინება შედგა რეჟისორ სემ მენდესთან, რომელიც 2003 წელს გაიცნო და წლების მანძილზე ცხოვრობდა
მასთან ერთად. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ, ბიჭი. 2010 წელს ისინი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


- 2011 წლის აგვისტოში მან გაიცნო ნედ როკნროლი და 2012 წელს დაინიშნა მასზე. წყვილმა 2012 წელს ნიუ-იორკში საიდუმლოდ იქორწინა. ცერემონიას ესწრებოდნენ მისი შვილები და ლეონარდო დიკაპრიო, რომელმაც საკუთარი ხელით ჩააბარა ნედს ქეითი. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს.

ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებსაინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ

საინტერესო ფაქტები ქეით უინსლეტის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top