21 February 2015      ni_nini     Views 10 697    
Category: Stars

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

სულ რაღაც რამოდენიმე საათი დარჩა მსოფლიოს უდიდეს კინომოვლენამდე, რიგით 87-ე ოსკარების დაჯილდოებამდე,რომელსაც მთელი მსოფლიოს კინომოყვარულები მოუთმენლად ელიან. აკადემიის ჯილდოს გაცემა 1929 წლიდან დაიწყო და დღემდე ყველაზე საპატიო ჯილდოდ ითვლება.უამრავი ვარსკვლავი ოცნებობს საოცნებო ოსკარის ქანდაკებაზე,რომელიც მინიმუმ 3 კილოგრამს იწონის, სიგრძე კი სულ რარაც 34 სანტიმეტრია.თუმცა ოსკარი მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ირჩევს.

მანამდე კი სანამ 2015 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან გთავაზობთ ოსკარის ისტორიაში მომხდარ ყველაზე საინტერესო ფაქტებს. ფაქტებს თქვენი საყვარელი ფილმების,მსახიობებისა და რეჟისორების შესახებ.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

აკადემიის ჯილდოს გაცემა 1929 წლიდან დაიწყო და ამ ხნის მანძილზე ღონისძიება მხოლოდ სამჯერ არ ჩატარდა. კერძოდ, 1938 წელს ლოს-ანჯელესში მომხდარი წყალდიდობისას; 1968 წელს მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ და 1981 წელს ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე მომხდარი თავდასხმის გამო.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

საოცნებო ოსკარის ქანდაკება მინიმუმ 3 კილოგრამს იწონის, სიგრძე კი 34 სანტიმეტრია.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

გამარჯვებულები საკუთარ ოსკარს მილიონებად ჰყიდნენ თუმცა აკადემიამ ეს კანონით აკრძალა.გამარჯვებულს თუ ამის სურვილი მაინც გაუჩნდება პირველ შემთხვევაში თვით აკადემიას უნდა შესთავაზოს,რომელიც ოქროს ქანდაკებისთვის სულ რაღაც 1 დოლარს გადაიხდის.! დიახ,არ მოგესმათ სულ რაღაც ერთ დოლარს.!

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

ყველაზე წარმატებული ფილმები Oscar-ის ისტორიაში Ben-Hur (1959), Titanic(1997) და Lord Of The Rings: The Return Of The King(2003) იყო. თითოეულმა მათგანმა 11ჯილდოს მოპოვება შეძლო.თუმცა Return Of The King იყო ერთადერთი ფილმი,რომელმაც ყველა ნომინირებულ კატეგორიაში გაიმარჯვა.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.


მხოლოდ სამმა ფილმმა შეძლო მოეგო შემდეგი ნომინაციები ერთდროულად - საუკეთესო ფილმი, მსახიობი მამაკაცი, მსახიობი ქალი, რეჟისორი და სცენარი. ესენი არიან: It Happened One Night, One Flew Over the Cuckoo's Nest და The Silence of the Lambs

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.


უოლტ დისნეი დიდხანს იცინოდა, როცა 1937 წელს ყველასთვის საყვარელი მულტფილმისთვის “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” ერთი დიდი და შვიდი პატარა “ოსკარი” გადასცეს.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

კეტრინ ბიგელოუ “ოსკარის” ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც პრემია ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” მიიღო ფილმისთვის “ქარიშხლის მბრძანებელი” და მეოთხე ქალი, რომელიც ამ პრემიაზე იყო ნომინირებული.მან ამავე კატეგორიაში მისი ყოფილი მეუღლე ჯეიმს ქემერონი დაამარცხა,რომელიც იბრძოდა ფილმისთვის ''ავატარი''.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.
(ჯეიმს კამერონი და კეტრინ ბიგელოუ ოსკარის ცერემონიალზე.)

1974 წელს, როდესაც ოსკარის ცერემონიაზე მსახიობ დევიდ ნივენს სიტყვა უნდა წარმოეთქვა 33 წლის რობერტ ოპელმა ოსკარის სცენას შიშველმა ჩაურბინა და თითებით მშვიდობის ჟესტი განასახიერა. ოპელმა ცერემონიაზე კულისებში მოპოვებული ჟურნალისტის მოწმობით შეაღწია.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.


შავკანიან მსახიობს ჰატი მაკდანიელს “ოსკარი” გადაეცა ''მეორეხარისხოვანი როლისთვის'' ფილმში “ქარწაღებულნი”, რითაც ის პირველი აფროამერიკელი გახდა, ვინც ასეთი ჯილდო მიიღო. გარდა ამისა, სწორედ ჰატი მაკდანიელი იყო “ოსკარზე” ნომინირებული პირველი შავკანიანი ქალი და ზოგადად, პირველი შავკანიანი ადამიანი, რომელსაც დარბაზში დასწრების უფლება მიეცა, თუმცა ის ცალკე ზონაში იჯდა, “სპეციალურად შავებისთვის”.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

პირველი აფროამერიკელი, ვინც “ოსკარი” მთავარი როლისთვის მიიღო, მომხიბვლელი ჰოლი ბერი გახლავთ(2002).

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

Walt Disney ოსკარის ისტორიაში ყველაზე მეტი ოსკარის მფლობელი გახლავთ.64 ნომინაციიდან 26 მოპოვება შეძლო.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

ყველაზე ხანდაზმული ოსკაროსანი კრისტოფერ პლამერია. ის 82 წლის იყო, როცა დაჯილდოვდა ნომინაციაში “საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი” ფილმში “ახალბედები” (2012)

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი ''საუკეთესო მეორეხარისხოვანი'',როლისთვის გახლავთ 10 წლის Tatum O'Neal-ი.''Paper Moon''-ში შესრულებული როლისთვის 1973წელს.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

ხოლო ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი,რომელმაც ''საუკეთესო მსახიობის'' ჯილდო მიიღო,29წლის Adrien Brody გახლავთ,ფილმისთვის ''The Pianist''.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობებიის კატეგორიაში მარლონ ბრანდო და რობერტ დე ნირო -იყვნენ, რომლებმაც 2-2 “ოსკარი” მიიღეს ერთსა და იმავე როლისთვის სხვადასხვა ფილმში: 1972 წელს გადაღებულ “ნათლიმამაში” და 1974 წელს გადაღებულ “ნათლიმამა 2”-ში. ამასთანავე, დე ნირო გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც “ოსკარი” არაინგლისურენოვანი როლისთვის მიიღო.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობები - ჯეკ ნიკოლსონი “ოსკარზე” 12-ჯერ იყო ნომინირებული, მათ შორის, ჯილდო 3-ჯერ ხვდა წილად.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

საუკეთესო ქალი მსახიობები _ ნომინაციების მხრივ რეკორდი მერილ სტრიპს ეკუთვნის - ის “ოსკარზე” 16-ჯერ იყო წარდგენილი, გამარჯვებას კი, ჯეკ ნიკოლსონის მსგავსად, 3-ჯერ მიაღწია.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

სანამ ჰიტ ლეჯერს გადასცემდნენ ოკარს ''მუქ რაინდში'' შესრულებული რლისთვის,Peter Finch იყო ერთადერთი მსახიობი,რომელსაც ჯილდო გადაეცა სიკვდილიდ შემდეგ.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

გვინეტ პელტროუმ თავის სამადლობელ სიტყვაში მადლობა 23 ადამიანს გადაუხადა- და ყველანაირი რეკორდიც მოხსნა.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

სანდრა ბალოკი აღმოჩნდა პირველი მსახიობი, რომელსაც სულ რაღაც ერთ კვირაში საუკეთესო და ყველაზე ცუდი ჯილდოები მიენიჭა: 2010 წელს “ოსკარი” მას “უხილავ მხარეში” საუკეთესო როლისთვის გადაეცა, სულ რამდენიმე დღეში კი ყველაზე ცუდი როლისთვის “ყველაფერი სტივის შესახებ” ანტიპრემია “ოქროს ჟოლოც” მიართვეს. რაც მთავარია, სანდრა ბალოკი ორივე ღონისძიებას დაესწრო.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

და ბოლოს.! არ ვიცი ოსკარის ისტორიაში ეს ფაქტი შევა თუ არა მაგრამ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასიხარულო ამბავი ზაზა ურუშაძის “მანდარინების” ოსკარზე წარდგენა გახლავთ. რომელმაც შეიძლება ოსკარი მიიღოს ნომინაციაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”! მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ესტონეთის სახელით ასპარეზობს, თითოეული ჩვენგანისათვის ის მაინც საქართველოს წარმომადგენელია.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

რამდენიმე დღის წინ კი პრესის საერთაშორისო აკადემიამ თავისი გამარჯვებულები დაასახელა. განსაკუთრებულად სასიხარულო ამბავია ის, რომ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ზაზა ურუშაძის “მანდარინებმა” გაიმარჯვა!

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

დღეს კი ზაზა ურუშაძეს ოსკარის ნომინაციისთვის ოფიციალური სერთიფიკატი გადაეცა! ამის შესახებ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი იუწყება. უკვე გამოქვეყნდა ამ ფაქტის აღმბეჭდველი ფოტოები.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში. ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.

ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში. ყველაზე საინტერესო ფაქტები ოსკარის ისტორიაში.
(ზაზა ურუშაზე და ჯესიკა ჩესტეინი.)

თუმცა ნამდვილად აღსანიშნავია, რომ "მანდარინები" არაა პირველი ქართული ფილმი, რომელიც ოსკარზეა წარდგენილი.
1996 წელს, ნანა ჯორჯაძის ქართულ-ფრანგული ფილმი - "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" ოსკარზე იყო ნომნირებული.
აღსანიშნავია, რომ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს პიერ რიშარი ასრულებდა.

იმას, რომ "მანდარინები" პირველი ქართული ფოლმი არაა, რომელიც ოსკარზეა წარდგენილი, ადასტურებს რეჟისორი ელდარ შენგელაიაც.

"მანდარინები" არ არის პირველი ფილმი, რომელიც ოსკარზე წარადგინეს, მანამდე ეს წარმატება რეჟისორ ნანა ჯორჯაძესაც ხვდა წილად.როცა ასეთი პატარა ქვეყნის ფილმი ოსკარზეა წარდგენილი, ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა."



Angel.ge ქართულ-ესტონურ ნამუშევარს გამარჯვებასა და წარმატებებს უსურვებს!

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top