;

17 February 2015      slimshady     Views 4262    
Category: Stars

ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ

ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ პოპ მომღერალი,28 წლის ლეიდი გაგა,იგივე სტეფანი ჯერმანოტა და 33 წლის მსახიობი ტეილორ კინი დაინიშნენ!ეს ამბავი გაგამ საკუთარ ფანებს ინსტაგრამის საშუალებით გაუმხილა,მან საქმროს მიერ ნაჩუქარი გულის ფორმის ბრილიანტის ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა,რომელიც ამჟამად 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.ფოტოს მომღერალმა შემდეგი წარწერა დაურთო : "მან თავისი გული მაჩუქა ვალენტინობაზე და მე მას "კი" ვუთხარი" ("He gave me his heart on Valentine's Day, and I said YES!")

ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ

გაგას ექსტრავაგანტული და მითქმა-მოთქმის გამომწვევი იმიჯისდა მიუხედავად,ნიშნობის ბეჭედი საკმაოდ უბრალო,თუმცა მშვენიერი ჩანს.ექსპერტების თქმით,ბეჭედი 8 კარატიანი და 50 000 $ ღირებულების უნდა იყოს.ტეილორი და გაგა ვალენტინობის დღესასწაულზე,რომანტიული ვახშმისას დაინიშნენ ნიუ იორკის რესტორანში,რომელსაც გაგას მშობლები ფლობენ.ნიშნობის დღის შემდეგ ლეიდი გაგა პაპრაცების ფოტოებში არაერთხელ მოხვდა,თუმცა,როგორც ჩანს,მზად არ იყო ამ სასიხარულო ამბის გაჟღერებისთვის,ამიტომაც ბეჭდიანი ხელი დამალა.

ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ

წყვილი ერთმანეთს 2011 წელს მომღერლის ვიდეო კლიპის - "You and I"-ის გადაღებებზე შეხვდა,რომელშიც გაგას,ბედის ირონიით,დედამისის საქორწილო კაბა ეცვა.კლიპში ტეილორი მომღერლის საყვარელს განასახიერებდა.იმ დროისთვის ტეილორი პოპულარულ ტელესერიალში "ვამპირის დღიურებში" იღებდა მონაწილეობას.მას შემდეგ გავრცელდა ხმა მათი ურთიერთობის შესახებ.

ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ
ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ

წყვილი 2012 წელს დაშორდა,თუმცა განშორება დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე კვლავ შერიგდნენ,რის შემდეგაც მათი სიყვარული თითქოს უფრო გაძლიერდა.ერთ-ერთ ინტერვიუში გაგამ განაცხადა,რომ გრძნობდა,ტეილორი სწორედ ის ერთადერთი იყო მისთვის.ტეილრმა თავის მხრივ ჟურნალისტებს გაანდო,რომ ლეიდი გაგა მას უკეთესობისკენ ცვლის,ეხმარება და ყოველთვის მის გვერდში დგას.მომღეალი ამჟამად ახალ ალბომს წერს,რომელიც გაყიდვაში 2015 წელს უნდა გამოვიდეს,ტეილორი კი ტელესერიალ "Chicago Fire"-ზე მუშაობს.წყვილს ქორწილის გეგმებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ
ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ
ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ
ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ
ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ
ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ
ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ
ლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენლეიდი გაგა და ტეილორ კინი დაინიშნენ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top