16 February 2015      AnnLennon1     Views 4 534    
Category: Stars

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


კეტრინ ვინიკი გახლავთ წარმოშობით უკრაინელი მსახიობი კანადიდან, რომელიც დაიბადა 1977 წლის 17 დეკემბერს. მრავალი ეპიზოდური როლების და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობის შემდეგ მან ხელი გამოჰკრა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სერიალში მთავარ როლს. ესაა History Channel-ის დღესდღეობით ერთ-ერთი ცნობილი და ნახვადი პროექტი ‘ვიკინგები’, სადაც ვინიკი მებრძოლი ლაგერტას როლს განასახიერებს.

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


✖ ✖ ✖
მოკლე ბიოგრაფია


katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


მსახიობის ადრეულ ცხოვრებას, რომ გადავხედოთ შევიტყობთ, რომ ის დაიბადა ონტარიოში, თუმცა წარმოშობით უკრაინელია და მისი სასაუბრო ენაც უკრაინული იყო 8 წლამდე. 7 წლის ასაკში დაეუფლა საბრძოლო ხელოვნებას, ხოლო 13 წლის ასაკში კი შავი ქამარი მოიპოვა. 21 წლისას უკვე სამი საბრძოლო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. გარდა ამისა, ის ფლობს პირადი მცველის ლიცენზიას და დღესდღეობით არაერთი საბრძოლო სკოლის მფლობელია. სამსახიობო სფეროში მოხვდა სრულიად შემთხვევით, როდესაც დაიწყო მსახიობების ფიზიკურად მომზადება.

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


✿ ✿ ✿
კარიერის საწყისი ეტაპები


katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


მისი დებიუტი, როგორც მსახიობის შედგა 1999 წელს სატელევიზიო შოუში ‘PSI Factor: Chronicles of the Paranormal’, რომელსაც მოჰყვა ჰოლი ბენსონის როლი კანადურ სერიალში ‘Student Bodies’. შემდგომ, გადაწყვიტა, რომ მსახიობობა პროფესიონალურ დონეზე ესწავლა და ჩააბარა ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც ათასობით კონკურსანტიდან შეარჩიეს მხოლოდ და მხოლოდ ვენიკი სატელევიზიო შოუსთვის ‘The It Factor’. გასართობი შოუების შემდგომ დრო დადგა გაცილებით უფრო სერიოზული პროექტებისა. 2000-იან წლებში მან პარტნიორობა გაუწია ჰიუ გრანტს ერთ-ერთ სცენაში და განასახიერა ტიფანი ფილმში ‘Two Weeks Notice’.

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


★ ★ ★
კარიერული წინსვლის ეტაპები


katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


ვინიკის რეზიუმე წლების განმავლობაში მრავალფეროვანი გახდა. 2004 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Our Time Is Up’, რომელიც ოსკარზე იყო წარდგენილი. 2006 წელს კი მისი ფილმი ‘მაკოცე’ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. თუმცა, ნამდვილი აღიარება ჰოლივუდში და ამერიკულ კინოში მოიპოვა 2006 წელს ფილმით ‘Failure to Launch’, სადაც სცენების უმეტესი ნაწილი მეთიუ მაკკონაფთან ერთად ჰქონდა. შემდგომ, მისი კარიერა წინ და წინ მიიწევდა ფილმებით ‘Killers’, სადაც მონაწილეობა ეშტონ კატჩერსა და კეტრინ ჰეიგლს გაუწია და ასევე ჯეკ ჯილენჰოლის და ენ ჰეტევეის ფილმით ‘Love and Other Drugs ‘.

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


თუმცა, საზოგადოების ფართო მასამ ახალაზრდა მსახიობი გაიცნო ‘History Channel’-ის ერთ-ერთი პოპულარული პროექტით ‘ვიკინგები’, რომელიც 2013 წელს იხილა მაყურებელმა. სატელევიზიო შოუში ვინიკი განასახიერებს მებრძოლ ქალბატონს, ლაგერტას და ერთ-ერთი მთავარი როლის მფლობელია. 2014 წელს, ლაგერტას როლისთვის წარდგენილი იყო ‘Canadian Screen Awards’-ზე ერთ-ერთ ნომინაციაში. ‘სცენარი ჩემმა აგენტებმა მომაწოდეს, ხოლო პირველადი ქასთინგი ვიდეოჩანაწერის საშუალებით მოხდა. ვცდილობდი სკანდინავიური აქცენტით მელაპარაკა, რაც არც თუ ისე იოლი საქმე იყო. თუმცა, გამიმართლა და მეორე ქასთინგზე დამიბარეს, რომელიც ტორონტოში უნდა ჩატარებულიყო. შევეცადე ყველანაირად გამეთავისებინა როლი და ამისათვის ჰელოუინის კოსტიუმების მაღაზიას ვესტუმრე, რათა სკანდინავიურს მიმსგავსებული სამოსი ამერჩია. მეორე ქასთინგმაც წარმატებით ჩაიარა და გავფრინდი ლოს ანჟელესში იმისთვის, რათა ტრევისს შევხვედროდი. ის იმდენად არაჩვეულებრივი მსახიობია, რომ ჩვენმა საერთო სცენამ წარმატებით ჩაიარა და როლზე დამამტკიცეს.’ - იხსენებს მსახიობი.

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები


katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


✖ მისი ნამდვილი სახელია: კატერინა ანა ვინიცკა

✖ მისი სიმაღლეა: 1.68 სანტიმეტრი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


✖ ჰყავს ორი ძმა: ადამი, რომელიც ავღანეთში მსახურობს და მარკჯანი,
რომელიც ვინიკის მსგავსად სამსახიობო
სფეროში მოღვაწეობს.

✖ თავისუფლად საუბრობს უკრაინულ ენაზე.

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


✖ პირველი საბრძოლო სტუდია გახსნა 16 წლის ასაკში, ხოლო შემდგომ კი გააფართოვა
და ფილიალები დღესდღეობით მდებარეობს ნიუ-იორკსა და ტორონტოში.

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


ფოტომასალა/გიფები:

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკი

katheryn Winnick/კეტრინ ვინიკიkatheryn Winnick/კეტრინ ვინიკი


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top