11 February 2015      slimshady     Views 1 865    
Category: Stars

ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ

მომღერალი,მსახიობი და აქტივისტი,35 წლის ალისია მური,საზოგადოებაში ცნობილი,როგორც ფინქი,წარსულში PETA-ს (ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობის მომთხოვნელი ორგანიზაციის) არაერთი კამპანიის მონაწილე გახლდათ.მან ხელი მოაწერა პეტიციას,რომელიც მოითხოვდა სწრაფი კვების რესტორნისგან - KFC-ისგან ფერმებზე ცხოველებისა და ფრინველებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.მან 2007 წელს ჩაატარა საქველმოქმედო ღონისძიება/კონცერტი "წვეულება მსოფლიოს ცხოველთათვის".

ახლა კი ფინქი PETA-ს კიდევ ერთ,ყველაზე პოპულარულ და ცნობილ აქციას შეუერთდა,სახელწოდებით - I'd Rather Go Naked Than Wear Fur" ("ბეწვის ტარებას შიშვლად ყოფნა მირჩევნია").აქცია 1991 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა სელებრითებისა და სუპერმოდელების საშუალებით საზოგადოების ყურადღება გაემახვილებინათ,თუ რაოდენ არაეთიკურია ცხოველი ბეწვის გამოყენება ტანსაცმელსა და აქსესუარებში.ორგანიზაციი მხარდამჭერი სელებრითები არიან : კეშა,ოლივია მანი,მადონა,სტივი ო,ევა მენდესი და სხვები.

ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ
ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ
ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ
ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ
ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ
ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ
ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ
ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ
ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ
ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ
ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ

ფინქი,რომელსაც თავის მეუღლესთან მრბოლელ კერი ჰარტთან სამი წლის გოგონა უილოუ ჰყავს,კამპანიის ფოტოზე არაჩვეულებრივად გამოიყურება,თავისი ცნობილი ათლეტური აღნაგობითა და ტატუებით.ფინქმა განაცხადა,რომ ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო ბეწვის ტარებისა,თუმცა აღიარებს,რომ ყოფილა მის ცხოვრებაში "ეგოისტური დრო",როდესაც ბეწვის ტანსაცმელი ჩაუცვამს. "ახლა დავჭკვიანდი და ბეწვის ტარებას სრულ ბოიკოტს ვუცხადებ.მინდა ყველამ იცოდეს რა საშინელების გადატანა უწევთ ამ ცხოველებს მოდური ტრენდების გამო."

"ყოველთვის მიმაჩნდა,რომ ცხოველები ყველაზე წმინდა არსებები იყვნენ დედამიწაზე.ისინი არ არიან ყალბები და არ მალავენ საკუთარ გრძნობებს.ისინი ყველაზე ერთგულები არიან."

ფინქის შიშველი სხეულის ფოტო,წარწერით : "იყავით კომფორტულად თქვენს კანში და შეუნარჩუნეთ ის ცხოველებს", თებერვლის ბოლოდან ნიუ იორკის თაიმს სქვერზე იქნება აღმართული.

ფინქი ბეწვის ტარების წინააღმდეგ

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top