11 February 2015      AnnLennon1     Views 4 578    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

აღიარებულია, როგორც 90-იანი წლების ყველაზე ლამაზი ქალბატონი მსოფლიოში. საუბარია მიშელ ფაიფერზე, რომელიც დაიბადა 1958 წლის 29 აპრილს კალიფორნიაში და არაერთხელ მიუნიჭებიათ საუკეთესო სახის მქონე კინოვარსკვლავის წოდება. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ლეგენდარული ვარსკვლავის მიშელ მარი ფაიფერის შესახებ.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებსაინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

✖ მიშელ ფაიფერი დაიბადა 1958 წლის 29 აპრილს, კალიფორნიაში.

✖ მისი სრული სახელია: მიშელ მარი ფაიფერი

✖ მისი სიმაღლეა: 1.71 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

✖ მამამისი რიჩარდ ფაიფერი კონსტრუქტორი გახლდათ, ხოლო
დედა დონა კი დიასახლისი. ჰყავს ერთი უფროსი ძმა და ორი უმცროსი და.

✖ მისი წინაპრები იყვნენ გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და შვედეთიდან.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

♛ პოპულარობამდე მუშაობდა სუპერმარკეტში, ხოლო შემდგომ კი ცდილობდა
გამხდარიყო სტენოგრაფისტი, თუმცა საბოლოოდ დაინტერესდა მსახიობობით.

♛ 1978 წელს, მან გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში და იმავე
წელს გავიდა მის კალიფორნიას კონკურსზე, სადაც მეექვსე ადგილი მოიპოვა.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

♛ კონკურსებზე მოპოვებული წარმატების შედეგად მისით ერთ-ერთი აგენტი
დაინტერესდა
და შესთავაზა მონაწილეობა მიეღო სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში.

♛ მიშელი საცხოვრებლად გადავიდა ლოს ანჟელესში, სადაც დასახლდა
ერთ-ერთ ოჯახში,
რომლებიც უკრძალავდნენ მას დალევას და მოწევას.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

★ კარიერის დასაწყისში მან გაიცნო მსახიობი პიტერ ჰორტონი, რომელიც მას ბევრ რამეში დაეხმარა. წყვილს პროფესიული ურთიერთობის გარდა განუვითარდა სასიყვარული ურთიერთობაც. მათ 1981 წელს სანტა მონიკაში იქორწინეს და სწორედ თაფლობისთვეში ყოფნისას მიშელმა შეიტყო, რომ მიუზიკლ ‘Grease 2.’-ში მიიღებდა მონაწილეობას. სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

★ მიშელი 10 წელია ეწევა და ამასთანავე ჰყავს ძმისშვილი, რომელიც წლებია ლეიკემიითაა დაავადებული. სწორედ
ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ‘American Cancer Society’-ის წევრი გამხდარიყო და დახმარებოდა დაავადებულ ადამიანებს.

★ არაერთხელ დასახელებულა ‘საუკეთესოდ შემოსილ’ კინოვარსკვლავად.

★ ჟურნალ ‘Empire’-ის მიერ დასახელდა ‘100 Sexiest Stars’-ს შორის მესამე პოზიციაზე.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

▼ 1992 წელს, მან ‘Batman Returns’-ის ფილმში
ანეტ ბენინგი ჩაანაცვლა
ქალი კატას როლზე.

▼ 1992 წელს უარი განაცხადა ფილმ ‘Basic Instinct’-ში
მონაწილეობის მიღებაზე. მოგვიანებით მიშელი შერონ სტოუნმა
ჩაანაცვლა.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებსაინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებსაინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

✿ ჩატარდა გამოკითხვა, სადაც დასახელებულები იყვნენ სელებრითი ქალბატონები საუკეთესო ქალური სახის მქონედ. შედეგები შეაჯამეს ქალური პროპორციების მიხედვით. გამარჯვებული გახდა სწორედ მიშელ ფაიფერი, რომელსაც საუკეთესო სახის მქონე ქალბატონის წოდება მიანიჭეს.

✿ ჟურნალისტმა ბარაბრა უოლტერსმა მიშელი და ჯულია რობერტსი
დაასახელდა ყველაზე ლამაზ ადამიანებად
, ვისთანაც ინტერვიუ ჩაუწერია.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

✿ 1991 წელს მას შესთავაზეს კლარისის როლი ფილმში ‘The Silence of the Lambs’,
თუმცა მან უარი განაცხადა. როლი მოგვიანებით ჯუდი ფოსტერს ერგო.

✿ 2007 წლის 6 აგვისტოს მას საზეიმოდ გაუხსნეს
ვარკსვლავი
ცნობილ ვარსკვლავთა ქუჩაზე, ჰოლივუდში.

✿ მიშელი თავისუფალ დროს ხატვას უთმობს.

✿ მისი საუკეთესო მეგობარია ლეგენდარული შერი, რომელიც 1987 წელს
ფილმ ‘The Witches of Eastwick’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

Δ მისი ახლო მეგობრები არიან სტივენ სპილბერგი და მისი მეუღლე, ნიკოლ
კიდმანი, ჯეკ ნიკოლსონი, ჯუდი ფოსტერი, ჯორჯ კლუნი, ჯიორჯო არმანი
.

Δ 2008 წელს განიხილებოდა მთავარ როლზე მიუზიკლში
‘მამა მია’
, თუმცა როლი მერილ სტრიპმა მოირგო.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

Δ მას შესთავაზეს ჯულია რობერტსის როლი ფილმში ‘Pretty Woman’, თუმცა უარი განაცხადა.

Δ 2012 წლიდან მიშელი ვეგეტარიანელია.

Δ მიშელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მერილ სტრიპის, ქეით
ბლანშეტის, ენ ჰეტევეისა და ჯუდი დენჩის დიდი ფანია.

Δ ის 6-ჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე, ხოლო გაიმარჯვა
1990 წელს ‘The Fabulous Baker Boys’-ში
განსახიერებული როლისთვის.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებსაინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებსაინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

◕ როდესაც მიშელმა გაიგო, რომ ტიმ ბარტონს სურდა ‘Dark Shadows’-ის რიმეიქი შეექმნა მან თავად დაურეკა ბარტონს და სთხოვა, რომ ფილმში მონაწილეობა მასაც მიეღო. ბარტონი რა თქმა უნდა დასთანხმდა. მან პარტნიორობა გაუწია ჯონი დეპს, რომელიც ამ ფილმის უდიდესი ფანი იყო ბავშვობიდან, როგორც თავად ფაიფერი.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

◕ 2007 წელს მან მონაწილეობა მიიღო ‘Stardust’-ში და განასახიერა ჯადოქარი. მიშელი იყო
ერთადერთი არჩევანი ფილმის რეჟისორისთვის, რადგან 1982 წლიდან მიშელის უდიდესი ფანი გახლდათ.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

◕ 2002 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ყველასთვის კარგად ცნობილი დრამა ‘White Oleander’, სადაც მიშელმა ცივსისხლიანი მკვლელი დედა განასახიერა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის ოსკარზე ნომინაციას გამოკრავდა ხელს და ოსკარს აიღებდა კიდეც, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

☛ 2001 წელს მიშელმა პარტნიორობა გაუწია შონ პენს ფილმში ‘მე ვარ სემი’. მან მოგვიანებით
აღიარა, რომ დასძლია შიშები მენტალურად ჩამორჩენილ ადამიანებთან ურთიერთობისა.

☛ მან ასევე განაცხადა, რომ როლზე დათანხმდა ორი პირობით. პირველი იყო ის, რომ ფილმის
რეჟისორი მისი უახლოესი მეგობარი იყო, ხოლო მეორე კი მას არ სურდა შანსი გაეშვა შონ პენთან თანამშრომლობისა.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

☛ 1983 წელს მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი დადგა, როდესაც
მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Scarface’ და პარტნიორობა გაუწია ალ პაჩინოს.

☛ ქასთინგის მსვლელობისას მან შემთხვევით ხელი გაუჭრა ალ პაჩინოს, თუმცა ეს არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი
ფაქტორი როლზე დამტკიცებისა, რადგან მან ყველა მოხიბლა თავისი პროფესიონალიზმითა და სილამაზით.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

☛ 1993 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა მორიგი დრამა მარტინ სკორსეზეც რეჟისორობით ‘The Age of Innocence.’ მარტინის ერთადერთი და საბოლოო არჩევანი 3 უმთავრეს როლზე იყვნენ დენიელ დეი ლუისი, მიშელ ფაიფერი და ვაინონა რაიდერი. სამივე მათგანი დათანხმდა სკორსეზესთან თანამშრომლობაზე.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

❥ 1989 წელს ხვდებოდა მსახიობ ვან კილმერს, რომელიც იმდენად იყო მასზე
შეყვარებული, რომ ლექსების კრებულიც გამოსცა მიშელის საპატივცემლოდ.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

❤ 1993 წელს მან გაიცნო დევიდ კელი და მათ უმალვე გააბეს სერიოზული ურთიერთობა. დაქორწინდნენ იმავე წელს და
დღესდღეობით ჰყავთ ორი შვილი. ერთი აყვანილი ქალიშვილი კლაუდია როუზი, ხოლო მეორე კი თავიანთი ბიოლოგიური შვილი ჰენრი.

საინტერესო ფაქტები მიშელ ფაიფერის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

Tags:

Share it
Comments
Back to Top