;

10 February 2015      Ancho.     Views 6295    
Category: Stars

http://data3.whicdn.com/images/156739893/large.jpg

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ბავშვი იშვილეს
მეშვიდე ბავშვი ვარსკვლავურ ოჯახში

მსახიობებმა ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი შეამატეს, 2 წლის ბიჭი სირიიდან სახელად მუსა. ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 6 ბავშვს ზრდიდნენ, მაგრამ როგორც სხვადასხვა გამოცემები გვატყობინებენ, მათ კიდევ ერთი ბავშვი იშვილეს.

ანჯელინა ჯოლი ხშირად სტუმრობს ლტოლვილთა ბანაკებს. ერთ-ერთ უკანასკნელ მოგზაურობაში მან სირიელი ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა, რომელიც თურქეთში იყო განლაგებული. იქ ანჯელინამ პატარა მუსა გაიცნო(Moussa). ისტორიამ იმ უბედურებებზე, რომელიც ბავშვმა გადაიტანა, ანჯელინა შეძრა და მან მიიღო გადაწყვეტილება ეშვილებინა ის.

http://data3.whicdn.com/images/136454643/large.jpg


პირველი ბავშვი მედოქსი(Maddox Jolie-Pitt) ანჯელინამ 2002 წლის მარტში იშვილა, როდესაც ბილი ბობ ტორტონზე იყო დაქორწინებული. მსახიობმა გადაწყვეტილება ფილმ Beyond Borders-ის გადაღებებზე მიიღო, რომელიც კამბოჯაში მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ანჯელინამ ნახა მედოქსი, რომელიც ჯერ ერთი წლისაც კი არ იყო. ქმართან დაშორების შემდეგ ბავშვს მარტო ზრდიდა.

2005 წელს, როდესაც ოფიაციალური ინფორმაცია ჯოლისა და პიტის შესახებ დადასტურებული ჯერ კიდევ არ იყო, ანჯელინა ჯოლი ჰუმანიტარული მისიით ეთიოპიაში გაემგზავრა. იქიდან კი ქალიშვილით დაბრუნდა. ზაჰარას (Zahara Jolie-Pitt) დედა შიდსით გარდაიცვალა. ჯენიფერ ენისტონთან განშორების შემდეგ, ბრედ პიტი ანჯელინასთან გადავიდა საცხოვრებლად და იშვილა ანჯელინას უკვე ნაშვილები მედოქსი და ზაჰარა.

http://data2.whicdn.com/images/142714005/large.jpg

http://data2.whicdn.com/images/143603342/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/134761977/large.jpg

http://data2.whicdn.com/images/162151992/large.jpg

http://data1.whicdn.com/images/157123159/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/157123016/large.jpg


2006 წელს ანჯელინამ განაცხადა თავისი პირველი ორსულობის შესახებ. იმისათვის, რომ პაპარაცებს დამალვოდნენ, წყვილი ნამიბიაში გაემგზავრა. 2007 წლის მაისში კი დაიბადა შაილო ნუველი (Shaloh Nouvel). მისი სახელი ბიბლიაში "მშვიდობას" ნიშნავს. შაილოს პირველი ფოტოები ჟურნალებმა People და Hello! 10 მილიონ დოლარად გაყიდეს. ეს თანხა გამოყენებულ იქნა ქველმოქმედებისთვის.

2007 წელს წყვილის ოჯახში მესამე ნაშვილები ბავშვი გაჩნდა. პაქსა ტიენა (Pax Thien Jolie-Pitt) ვიეტნამში იშვილეს. პაქსას დედა ბავშვის დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა და ბავშვმაც უმალ ამოჰყო თავი ბავშვთა სახლში.

http://data3.whicdn.com/images/158545313/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/150497610/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/25480678/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/23231615/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/14144262/large.jpg


2008 წლის თებერვალში გახდა ცნობილი, რომ ანჯელინა უკვე მეორეჯერ იყო ორსულად. იმავე წლის ივლისში მათ დაებადათ ტყუპები ნოქსი(Knox) და ვივიენი.(Vivienne). ახალშობილტა ფოტოები 14 მილიონ დოლარად გაყიდეს და თანხა The Jolie-Pitt Foundation-ში გაგზავნეს. დაეხმარნენ კომპანიებს, რომლებიც ადამაინთა უფლებებს აკონტროლებენ ზიმბაბვესა და ბირმაში.

"მე არ ვთვლი რომ ბევრი ბავშვის ყოლა 'წმინდა პასუხისმგებლობაა'"- ამბობს ანჯელინა ჟურნალთან ინტერვიუში. "ყველა თავისებურია. მთავარია იყო დარწმუნებული რომ გაუძლებ ამ დატვირთვას. შეიძლება გყავდეთ ერთი შვილი და მიხვდეთ, რომ მას ძალიან ბევრი რამ უნდა მისცეთ, რის გამოც სხვისთვის ძალა აღარ გეყოფათ. ეს ნორმალურია."

http://data1.whicdn.com/images/147328352/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/30927670/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/30653584/large.jpg

http://data2.whicdn.com/images/30925544/large.png
http://data1.whicdn.com/images/30189989/large.png
http://data3.whicdn.com/images/119500116/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/13389676/large.jpg


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top