;

12 February 2015      VogueGirl     Views 2325    
Category: Stars

ნიკოლ შერზინგერი და ლუის ჰამილტონი დაშორდნენ

36 წლის ვარსკვლავი ნიკოლ შერზინგერი, ფორმულა ერთის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს დაშორდა. თუმცა წყვილი ახლო წარსულშიც რამდენჯერმე დაშორებულა ერთმანეთს მცირე დროით, მაგრამ ამჯერად ჩანს საბოლოოდ. 7 წლიანი ურთიერთობის დასრულება შერზინგერმაც დაადასტურა. მედია საშუალებები საუბრობენ მიზეზებზე, თუმცა სანდო წყაროები იუწყებიან, რომ 30 წლის ბრიტანელმა მრბოლელმა შერზინგერს უარი განუცხადა მის ცოლად მოყვანაზე და ოჯახის შექმნაზე.

ნიკოლ შერზინგერი და ლუის ჰამილტონი დაშორდნენ

სხვადასხვა უცხოური საიტები წერენ, რომ ნიკოლი გულგატეხილია და მხარდაჭერას ოჯახისგანაც იღებს. შერზინგერის ბებია და დედა როზმერი,ამ ამბის შემდეგ ჰავაიდან ლონდონში ჩაფრინდნენ. მომღერის მეგობარი, ამბობს რომ ბებია ნიკოლს საკმაოდ იშვიათად სტუმრობდა, ახლა კი საუკეთესო დრო შეარჩია. მიუხედავად, ყველაფრისა დიდხანს იბეჭდებოდა პრესაში რომ წყვილი ახლო მომავალში ოჯახის შექმნას აპირებდნენ, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ დასრულდა.

ნიკოლ შერზინგერი და ლუის ჰამილტონი დაშორდნენ

ინფორმაცია ნიკოლ შერზინგერმა ბრიტანულ პრესასთან საუბრისას დაადასტურა და აღნიშნა, რომ ისინი სამომავლოდ ურთიერთობის აღდგენას აღარ აპირებენ.

"მე ძალიან მიყვარს ლუისი და ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ, მე მას დიდ ბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ცხოვრებაში. დაშორება იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება რაც მიგვიღია, თუმცა ეს ერთად გავაკეთეთ. უბრალოდ შევეცდები ძლიერი ვიყო და შევინარჩუნო რწმენა."

ნიკოლ შერზინგერი და ლუის ჰამილტონი დაშორდნენ

ნიკოლ შერზინგერი და ლუის ჰამილტონი დაშორდნენ

ძველ ინტერვიებში შერზინგერი ყოველთვის ამბობდა, რომ არადროს სურდა მკაცრად განსაზღვრული, დისტანციური ურთიერთობები, არამედ დატვირთული გრაფიკის გამო მაინც არხერხებდა საყვარელ მამაკაცთან ყოფნას, მაგრამ ამასთან ერთად ოჯახზე და შვილებზე ოცნებოდა. ბრიტანული პრესა წერს, რომ ეს 7 წლიანი ურთიერთობის დასასრულია, რადგან ლუისს არ სურს ოფიციალური ურთიერთობა და ოჯახის შექმნა.

"ჩვენ ახლა კარგ ეტაპზე ვართ. ნიკოლი ძალიან შრომისმოყვარეა, ერთმანეთს ვავსებთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ დაქორწინების თემაზე არასდროს გვისაუბრია."

ნიკოლ შერზინგერი და ლუის ჰამილტონი დაშორდნენ

ნიკოლი და ლუისი წყვილის სახით 2007 წელს გამოჩნდნენ, თუმცა 2010 წლის იანვარში ერთმანეთს დაშორდნენ. მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ აღადგინეს ურთიერთობა თუმცა 2011 წელს კვლავ უთანხომება მოუვიდათ. 2012 წლის გასაწყისში ურთიერთობა კიდევ ერთხელ განაახლეს, თუმცა 2013 წელს კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი მათი დაშორების შესახებ. 2014 წლის თებერვალში კვლავ წყვილის სტატუსი მიიღეს, თუმცა ამ კვირაში მათი ურთიერთობის დასრულების შესახებ ოფიციალური ინფრომაცია მივიღეთ.
ნიკოლ შერზინგერი და ლუის ჰამილტონი დაშორდნენ

***

Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top