;

2 February 2015      slimshady     Views 2986    
Category: Stars

Super Bowl 2015Super Bowl 2015


პირველ თებერვალს ამერიკის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება,ყოველწლიური საფეხბურთო ჩემპიონატი - Super Bowl - ჩატარდა.თამაში "ნიუ ინგლენდის პატრიოტებსა" და "სიეტლის სიჰოკს" შორის გაიმართა,პატრიოტების გამარჯვებით,ანგარიშით 28:24.

ფეხბურთის ერთგულმა გულშემატკივრებმა,კრის ევანსმა და კრის პრეტმა,თვითერის საშუალებით სანაძლეო დადეს."პატრიოტების" ფანმა - კრის ევანსმა თავდაპირველად "სიჰოკების" გულშემატკივარს-კრის პრატს ომი გამოუცხადა:

Super Bowl 2015
"როგორც ჩანს ჩვენი გუნდები ერთმანეთს ებრძვიან.შემდეგი 2 კვირის განმავლობაში შენ ჩემი მეგობარი აღარ ხარ,შენ ჩემი მტერი ხარ"
Super Bowl 2015
"ჩვენ ყველამ ვიცით ვინ არის ნამდვილი კაპიტანი ამერიკა,ეს არის რასელ უილსონი (სიჰოკების მოთამაშე)"
Super Bowl 2015
"ეს უბრალოდ სიტყვებით მუქარაა.წამოხვალ რისკზე?"
Super Bowl 2015
"კარგი.თუკი seahawk მოიგებს,შენ წახვალ სიეტლში და ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრები კაპიტან ამერიკის ფორმით და თან ხელში გუნდის დროშა გეჭირება"
Super Bowl 2015
"თანახმა ვარ.და როცა პატრიოტები გაანადგურებენ სიჰოკებს,სტარ ლორდი ეწვევა კრის ჰევენის საავადმყოფოს ტომ ბრეიდის(პატრიოტების მოთამაშე) მაისურში"

თამაშის შემდეგ,როდესაც პატრიოტებმა გაიმარჯვეს,კრის ევანსმა თვითერით განაცხადა,რომ ორივე მსახიობი შეასრულებდა პირობას და ეწვეოდა ბავშვთა საავადმყოფოებს.

სუპერ ბოულს ბრიტნი სპირსი და სტივენ ტაილერი ესწრებოდნენ.მათ ერთად იმღერეს 2001 წლის ნახევარტაიმის შოუზე.ახლა კი იმავე ღონისძიებაზე 14 წლის შემდეგ კვლავ შეეყარნენ ერთმანეთს.ბრიტნი ჩემპიონატზე თავის მეუღლესთან ჩარლი ებერსოლთან ერთად იმყოფებოდა.ბრიტნიმაც და ტაილერმაც შეხვედრის სურათების თვითერით გააზიარეს ტეგით #2001halftimeshow .

Super Bowl 2015Super Bowl 2015

თამაშს "პატრიოტების" ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის-ტომ ბრეიდის მეუღლე,სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჩენიც ესწრებოდა,წყვილის შვილებთან ერთად.თამაშის დასრულებისას კი ბედნიერმა ტომმა ცოლისგან კოცნაც მიიღო,რაც კამერებმაც დააფიქსირეს.ჟიზელი დიდი ხანია ემზადებოდა სუპერ ბოულისთვის და ინსტაგრამით აქვეყნებდა სურათებს პატრიოტთა მაისურებში.

Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015Super Bowl 2015

ჩემპიონატს ასევე ესწრებოდა მარკ უოლბერგი შვილთან ერთად.მარკი,როგორც მისი ქუდის ლოგოზე ვხედავთ,პატრიოტების გულშემატკივარია და სახლში თავისი გუნდის წარმატებით კმაყოფილი დაბრუნდა

Super Bowl 2015Super Bowl 2015
Super Bowl 2015

სტადიონზე ასევე შენიშნეს 9 გრემის მფლობელი მომღერალი ჯონ ლეჯენდი თავის ცოლთან - კრისი ტაიგენთან ერთად.ჯონმა მოგვიანებით "America the Beautiful" შეასრულა მაყურებელთათვის.

Super Bowl 2015Super Bowl 2015
Super Bowl 2015



ადრიანა ლიმა დროშის მატარებელ ჯარისკაცებთან ერთად პოზიორობდა მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთით ადრე.ადრიანამ ფოტო თვითერზე გამოაქვეყნა და ორივე გუნდს წარმატება უსურვა.როგორც ჩანს მოდელი არც ერთის მხურვალე ფანი არ არის და სუპერ ბოულს უბრალოდ კარგი სანახაობისთვის ესწრებოდა.

Super Bowl 2015

თამაშს რა თქმა უნდა სიჰოკების ერთგული გულშემატკივარი კრის პრატი დაესწრო,მეუღლე - ანა ფარისთან ერთად.მან პატრიოტების ქომაგ ნინა დობრევთანაც გადაიღო ფოტო,მას შემდეგ რაც მისი საყვარელი გუნდი დამარცხდა.

ნინა დობრევმა,თავის მხრივ,სელებრითებთან სელფებით გაგვანებივრა ინსტაგრამზე.მან ფოტოები გადაიღო კრის ევანსთან,კრის პრეტთან,აარონ პოლთან და ელენ პომპეოსთან

Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015

რაც შეეხება შოუს,სუპერ ბოული იდინა მენზელის შესრულებით ამერიკის ჰიმნით გაიხსნა.იდინა ახალ წელს "Let It Go"-ს ცუდად შესრულებისთვის გაკრიტიკებული იყო ,რაზეც მან შემდეგი კომენტარი გააკეთა : "ცხოვრებაში ყველაფერი არ გამოგივა,ხან შეცდომას დაუშვებ,ხან კი სწორად გააკეთებ რაღაცას,მაგრამ მთავარია ეცადო".იდინას ჰიმნის შესრულება უნაკლო იყო.მომღერალი მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ტაი დიგსმაც შეაქო.

Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015



ნახევარტაიმის შოუ ქეითი პერიმ უზარმაზარ მეტალის პრიზმებით აგებულ ვეფხვზე შემომდგარმა გახსნა,სიმღერით - "Roar".მომღერალმა საღამოს განმავლობაში ჯერემი სკოტის მიერ შექმნილი რამდენიმე კოსტუმი გამოიცვალა.პერფორმანსი 15 წუთი გრძელდებოდა.მეორე სიმღერა - "Dark Horse" ქეითიმ ლენი კრავიცთან ერთად შეასრულა აკაშკაშებულ სცენაზე,რის შემდეგაც სცენა სანაპიროდ იქცა,მოცეკვავე ზვიგენებითა და სერფბორდებით.ტრანსფორმირებულ სცენაზე ქეითიმ თავისი ორი მეგა ჰიტი - "Teenage Dream" და "California Girl" შეასრულა.

Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015Super Bowl 2015
Super Bowl 2015Super Bowl 2015

Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015

სურპრიზი იყო მისი ელიოტის გამოჩენა,რადგანაც გავრცელებული ხმების თანახმად,ქეითის მოწვეული სტუმარი მერი ჯეი ბლიჯი უნდა ყოფილიყო. მისი ელიოტთან ერთად მომღერალმა ორი სიმღერა - "Get Ur Freak On" და "Lose Control" შეასრულა

Super Bowl 2015
Super Bowl 2015Super Bowl 2015

შოუ,რაღა თქმა უნდა,ქეითის "Fireworks"-ით დასრულდა.ბრჭყვიალა კაბაში გამოწყოფილი ჰაერში აწეული ქეითი ფეიერვერკებისა და ხალხის ყიჟინის ფონზე მღეროდა მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიტს.

Super Bowl 2015
Super Bowl 2015Super Bowl 2015
Super Bowl 2015



Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015
Super Bowl 2015


შოუს შემდეგ ქეითი პერიმ,მისი ელიოტმა და ქეითის ყოფილმა შეყვარებულმა-ჯონ მეიერმა ერთად გადაიღეს ფოტო.კიდევ ერთმა ყოფილმა-რასელ ბრენდმა-კომენტარი გააკეთა პერის ნახევარტაიმის შოუზე და მან მომღერალს დაწყებამდე წარმატებები უსურვა.

Super Bowl 2015

ქეითი პერიმ ამ დაუვიწყარი დღის აღსანიშნავად თითზე რიგით 49-ე სუპერ ბოულის ტატუ გაიკეთა.ინსტაგრამზე კი ფოტოს წააწერა : "ვიფიქრე ამ დღისთვის სისხლის დაღვრა შესაფერისი იქნებოდა"

Super Bowl 2015
Super Bowl 2015


შოუს შემდეგ ჯიმი ფალონის სპეც-გამოშვება,ლაივ თოქშოუ გაიმართა,რომლის დროსაც We Are The Champions-ის აკაპელა შესრულების პრემიერა შედგა კერი ანდერვუდის,მეგან ტრეინორის,ბლეიკ შელტონის,აშერის,One Direction-ის,ქრისტინა აგილერას და სემ სმიტის შესრულებით. ჯიმიმ უილ ფარელთან და კევინ ჰარტთან მისი ცნობილი თამაში "Lip-sync Battle" ითამაშა.





2015 წლის Super Bowl-მა ყველანაირი რეკორდი მოხსნა.მას უმაღლესი რეიტინგი ჰქონდა სატელევიზიო ისტორიაში.თვითერზე კი 28 მილიონი გამოხმაურება მიიღო.65 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობდა სოციალურ ქსელებში ჩემპიონატზე.სარეკლამო ეთერის ღირებულება კი ყველა სხვა წლებთან შედარებით უმაღლესი იყო - 30 წამი 4.5 მილიონ დოლარად ფასობდა.იხილეთ მსხვილი კომპანიების ორიგინალური რეკლამები წლევანდელ სუპერ ბოულზე - SUPER BOWL-ის რეკლამები


Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top