30 January 2015      ta_mo     Views 3 172    
Category: Stars

ჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტები
ჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტები

15 დეკემბერს, ლეგენდარულ სტილის აიკონს ჯეინ ბირკინს
68 წელი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების
ძირითად ნაწილს მსახიობი Hermes-ის უნიკალური ჩანთების კოლექციით
დაამახსოვრდა, მისი ინდივიდუალური სტილი დღემდე არ კარგავს
აქტუალურობას და ხდება მასშტაბური განხილვის საგანი.

ჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტები

"დონ ჟუანის" გადაღებების პროცესის დროს, ბირკინის პერსონაჟის
განუყრელი ნაწილი გახლდათ მუხლამდე ქურთუკი, რომელიც დღეს დღეობით
ბრიტანულ მოდაში ერთ-ერთი გამორჩეული ტრენდია, მსგავს ლუქებს კი ძირითადად
ყველაზე დდი დოზით ბარბერის შოურუმებზე ვხედავთ.

ჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტებიჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტები

ქაშმირის მუქი ლურჯი ქურთუკი, რომელიც ჯეინის კარიერის
მთავარი ეტაპების პერიოდში ერთ-ერთი მთავარი ტრენდი იყო დღემდე
არ კარგავს აგრეთვე აქტუალურობას. ბირკინი ლუქს ყოველთვის
სრულყოფილებისათვის ამკობდა ბრილიანტის სამკაულებით.

ჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტები

ბირკინის გარდერობის განუყოფელი ნაწილი გახლდათ პროვოკაციული
მინი შავი კაბა, რომელსაც მსახიობი დაბალძირიან ფეხსაცმელს უხამებდა.

ჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტებიჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტები

მსახიობი სახლშიც კი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა, ყოველთვის
აქცენტს აკეთებდა წელზე ქამრის მეშვეობით, ხოლო სისადავის შესანარჩუნებლად
თეთრ პერანგსა და შავ შორტს ანიჭებდა უპირატესობას.

ჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტებიჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტები

ჯეინი საკუთარი არჩევანის მეშვეობით ხშრად უსვამდა ხაზს, იმ ფაქტს რომ
მისი ერთ-ერთი საყვარელი ფერი იყო თეთრი. შესაბამისად დასვენების პერიოდშიც
კი იგი ძირითადად ამ ტონალობის სამოსით იმოსებოდა. ე.წ შლაქსი და მაქმანის ტოპი
მისთვის ელეგანტური და ამავდროულად კომფორტული გადაწყვეტილება გახლდათ.

ჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტებიჯეინ ბირკინის სტილის მთავარი ელემენტები

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top