22 January 2015      AnnLennon1     Views 5 049    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


ენ ჟაკლინ ჰეთეუეი, ცნობილი როგორც ენ ჰეთეუეი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1982 წლის 12 ნოემბერს, ბრუკლინში. ბავშვობიდან სურდა გამხდარიყო მსახიობი და მისი ოცნება ახდა 16 წლის ასაკში, როდესაც მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში ‘გახდი ნამდვილი.’ 2001 წელს კი მისი დებიუტი შედგა დიდ კინოში, დისნეის საოჯახო კომედიაში ‘პრინცესას დღიურები’. 2008 წელს ენი ოსკარზე იყო ნომინირებული ფილმისთვის ‘რეიჩელი ქორწინდება’, ხოლო შემდგომ კი ოსკარის გრანდიოზული ცერემონიალიც კი წაიყვანა. 85-ე კინოაკადემიის დაჯილდოებაზე კი საუკეთესო ქალი მსახიობისთვის მეორეხარისხოვან როლში ოსკარი გადაეცა. მას ხშირად ადარებენ ჯულია რობერტს, ოდრი ჰეპბერნს და ჯუდი გერლანდს. რეჟისორი გარი მარშალი ამბობს, რომ ენი ამ სამი უმშვენიერესი ქალბატონის შერწყმაა. მოდით გავიგოთ თქვენთვის უცნობი საინტერესო ფაქტები ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობის ენ ჰეთეუეის შესახებ.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


✖ ენ ჰეთეუეი დაიბადა 1982 წლის 12 ნოემბერს, ბრუკლინში, ნიუ-იორკში.

✖ მისი სრული სახელია: ენ ჟაკლინ ჰეთეუეი

✖ მისი ზედმეტსახელია: ენი

✖ მისი სიმაღლეა: 1.73 სანტიმეტრი

✖ სამარკო ნიშანი: ღიმილი, ხშირად განასახიერებს
დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქალბატონებს.


საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


✖ მამამისი ჟერარდ ტომასი ადვოკატია, ხოლო დედა კეტლინი კი თეატრის მსახიობი.
სწორედ მან შთააგონა ენი გამხდარიყო მსახიობი. ენს ჰყავს უმცროსი ძმა მაიკლი და უმცროსი ტომასი.

✖ მისი წინაპრები ძირითადად იყვნენ ირლანდიიდან და საფრანგეთიდან.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


✦ როდესაც გოგონა 6 წლის იყო ოჯახთან ერთად ბრუკლინიდან გადასახლდა ნიუ ჯერსიში,
თუმცა თავის დაბადების ადგილს არ ღალატობს და მუდამ ამბობს, რომ ნიუ-იორკელი გოგონაა.

✦ გაიზარდა კათოლიკური წესების თანახმად და მისი რწმენა იმდენად დიდი იყო სურდა გამხდარიყო მონაზონი, თუმცა 15 წლის ასაკში ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მისი ძმა მაიკლი გეი გახდა. ‘აღმოვაჩინე, რომ ჩემი უფროსი ძმა გეი იყო და აქედან გამომდინარე ვერ დავუჭერდი იმ რელიგიას მხარს, რომელიც ჩემი ძმის წინააღმდეგ იყო.’ - განაცხადა მსახიობმა.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


✦ სკოლის ასაკიდან თეატრალურ დადგმებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო შემდგომ კი ჩააბარა ნიუ-იორკის
უნივესიტეტში, სადაც სწავლობდა ინგლისურს და ქალთა უფლებებს. მან უნივერსიტეტი უმაღლესი ქულებით დახურა.

✦ ნიუ ჯერსის ერთ-ერთ სკოლაში ის მღეროდა გოგონათა ჯგუფში.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


✦ ის ლეგენდარული უილიამ შექსპირის მეუღლის სეხნიაა.

✦ თინეიჯერობის ასაკში გამუდმებით იტანჯებოდა დეპრესიისგან.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


✄ მისი დებიუტი შედგა 1999 წელს, 16 წლის ასაკში ტელერესიალში ‘გახდი ნამდვილი’,
თუმცა საზოგადოებამ გაიცნო დისნეის საოჯახო კომედიაში ‘პრინცესას დღიურები’, რომელიც 2001 წელს გამოვიდა.

✄ ენის ‘პრინცესას დღიურებში’ მონაწილეობა რეჟისორ გარი მარშალის შვილიშვილის
დამსახურებაა, რომელსაც ქასთინგის ვიდეოს ნახვისას ჰეთეუეის თმები მოეწონა.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


✄ მას მონაწილეობა უნდა მიეღო მიუზიკლში ‘ოპერის აჩრდილი’, თუმცა დისნეისთან დადებულმა კონტრაქტმა ხელი შეუშალა, რადგან
კონტრაქტის თანახმად ენს უნდა ეთამაშა ‘პრინცესას დღიურების’ მეორე ნაწილში. ხოლო ამ ორი ფილმის გადაღების გრაფიკი ერთმანეთს ემთხვეოდა.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


★ 2005 წელს მან მონაწილეობა მიიღო ‘კუზიან მთაში’ ჰიტ ლეჯერთან და ჯეიკ ჯილენჰოლთან ერთად. როლის მიღებაში მას ხელი შეუშალა სწორედ, რომ დისნეის ფილმებში მონაწილეობამ და მუდამ პრინცესების განსახიერებამ. ფილმის პროდიუსერები მას უყურებდნენ, როგორც ბროდვეის ვარსკვლავს, თუმცა ენიმ ქასთინგზე ყველა დაჩრდილა და თვით სიენა მილერიც კი დაამარცხა.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


★ 2007 წელს მას შესთავაზეს ჯეინ ოსტინის როლი ფილმში ‘გახდე ჯეინი’. თავდაპირველად ჰეთეუეი ყოყმანობდა პროექტში მონაწილეობაზე,
რადგან ფიქრობდა, რომ როლისთვის შეუფერებელი იყო მისი კანდიდატურა. თუმცა, ფილმის რეჟისორმა ენგ ლიმ ის საბოლოოდ დაითანხმა.

★ ‘გახდე ჯეინისთვის’ მან პიანინოზე დაკვრა ისწავლა და ემზადებოდა დიალექტების პედაგოგთან.

★ ჯეინ ოსტინის როლზე განიხილებოდნენ ქეით უინსლეტი, ნატალი პორტმანი და კირა ნაითლი.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


Δ მისი ფავორიტი ფილმებია: Elizabeth (1998), Stand by Me (1986),
Amélie (2001), Pretty Woman (1990) და City of God (2002)
.

Δ მისი ფავორიტი მამაკაცი მსახიობები არიან: ხოაკინ ფენიქსი, რალფ ფაინსი და რაიან გოსლინგი.

Δ მისი ფავორიტი ქალი მსახიობები არიან ქეით ბლანშეტი და მიშელ ფაიფერი,
ხოლო მისაბაძი მაგალითები კი ემა ტომფსონი, ქეით უინსლეტი და მერილ სტრიპი
.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


● 2006 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა მორიგი საინტერესო ფილმი ‘The Devil Wears Prada’. ფილმისთვის ენს მსხვერპლის
გაღება მოუხდა. მან თავდაპირველი სცენებისთვის 10 ფუნტი მოიმატა, ხოლო შემდგომ კი საგრძნობლად გახდა.

● ‘The Devil Wears Prada’-ს გადასაღებ მოედანზე პირველივე დღეს, როდესაც მერილ სტრიპი და ენი შეხვდნენ ერთმანეთს ლეგენდარულმა მერილმა მსახიობს ამ სიტყვებით მიმართა: ‘ვფიქრობ, რომ იდეალური ხარ როლისთვის და ბედნიერი ვარ, რომ შენთან ერთად მომიწევს მუშაობა. ესაა ბოლო კეთილი და თბილი სიტყვები, რომლებსაც გეუბნები.’

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


● ‘The Devil Wears Prada’-ში არსებული როლის მოსარგებად ენი
რამოდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა აუქციონის სახლში მოხალისედ.

● ფილმის გადასაღებ მოედანზე ძალიან დაახლოვდა
ემილი ბლანტთან. დღეს ისინი უახლოესი მეგობრები არიან
.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


✌ მონაწილეობის მიღება სურდა 2009 წელს გადაღებულ
მიუზიკლში ‘ცხრა’, თუმცა სტეფანის როლი ქეით ჰადსონს გადაეცა
.

✌ 2008 წელს ის ბრენდ ‘ლანკომეს’ ახალი სახე და მათი წარმომადგენელი გახდა.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


✌ 2008 წელს ის ფილმისთვის ‘რეიჩელი თხოვდება’ ოსკარზე იყო ნომინირებული.
ეს იყო მისი პირველი ნომინაცია ოსკარის გრანდიოზულ დაჯილდოებაზე.

✌ მისი საუკეთესო მეგობრები არიან ჯეიკ ჯინეჰოლი და ჯოზეფ გორდონ ლევიტი.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


☛ რომ არა მსახიობობა ენი აუცილებლად გახდებოდა ინგლისურის მასწავლებელი ან ფსიქოლოგი.

☛ 2009 წელს ქეით ჰადსონთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘პატარძლების ომი’.
თავდაპირველად ფილმი თინეიჯერული კომედია უნდა ყოფილიყო ემა რობერტსისა და ნიკი რიდის მონაწილეობით.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


☛ 2010 წელს მან საუკეთესო მეგობარს ჯეიკს კვლავ გაუწია პარტნიორობა ფილმისთვის ‘სიყვარული და სხვა ნარკოტიკები’.
როლის უკეთ მოსარგებად ჰეთეუეიმ დიდი დრო გაატარა პარკინსონით დაავადებულ ლუსი რუკისთან.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


◕ 2011 წელს მან ჯიმ სტარჯესთან ერთად ითამაშა ფილმში ‘One Day’. თავდაპირველად, ფილმის რეჟისორს აზრადაც არ ჰქონდა, რომ მთავარ როლში, ემას როლზე ამერიკელი მსახიობი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ენს იმდენად მოეწონა სცენარი, რომ ჯაფრინდა ლონდონში, რათა პირადად გასაუბრებოდა შერფიგს და დაერწმუნებინა იგი. როგორც ვხედავთ, მისთვის შეუძლებელი არაფერია.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


◕ ენის ოცნება იყო განესახიერებინა ქალი კატა ფილმში ‘The Dark Knight Rises’. პირველი ქასთინგის შემდეგ, როდესაც მას პირადმა აგენტმა დაურეკა და უთხრა, რომ სასიხარულო სიახლე ჰქონდა ჰეთეუეიმ ოთახში ხტუნვა დაიწყო სიხარულისგან, თუმცა აგენტმა მას ამცნო, რომ ოსკარის გრანდიოზული ცერემონიალის წამყვანი უნდა ყოფილიყო. ენი იმდენად შოკირებული დარჩა, რომ ხმა ვერ ამოიღო. მეორე ზარისას აგენტმა აცნობა, რომ მსახიობი ნამდვილად დაამტკიცეს ქალი კატას როლზე.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


◕ 2012 წელს მის კარიერაში ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი დადგა, როდესაც მისმა საუკეთესო მეგობარმა ჰიუ ჯეკმანმა პირადად გაუწია
მას რეკომენდაცია ფანტინის როლზე ფილმში ‘საბრალონი’
. ენის ქასთინგზე ყველა შოკში ჩააგდო და აატირა და დამსახურებულად მოიპოვა როლი.

◕ ფილმისთვის მას დიდი მსხვერპლის გაღება მოუხდა. დაიკლო 15 კილო, თუმცა არ ასაჯაროებს დიეტას, რომელსაც იცავდა, რადგან ამბობს, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყო. ესეც არ იკმარა და თავის ულამაზეს თმებსაც კი შეელია. წვალება ნამდვილად დაუფასდა, რადგან ამ როლისთვის მას ოსკარი გადასცეს.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


◕ ისაა ყველაზე ახალგაზრდა წამყვანი ოსკარის დაჯილდოებისა 2011 წელს ჯეიმს ფრანკოსთან ერთად.
ენი სულ რაღაც 27 წლის იყო. კრიტიკოსების აზრით მან დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


❥ ფილმ ‘მოჯადოებული ელას’ გადასაღებ მოედანზე ჰეთეუეიმ გაიცნო ბრიტანელი მსახიობი ჰიუ დენსი, რომელთანაც 2 წლიანი რომანი გააბა.
ჰიუ 8 წლით იყო ენიზე უფროსი და სურდა ოჯახი შეექმნა, რისთვისაც ჰეთეუეი მზად არ იყო. სწორედ ეს აღმოჩნდა მათი დაშორების მიზეზი.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


❥ 2008 წელს მან ურთიერთობა დაიწყო იტალიელ ბიზნესმენთან რაფაელო ფოლიერისთან. ენისთვის ეს სერიოზული გრძნობა და ნამდვილი სიყვარული იყო მანამ, სანამ გაიგებდა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ბნელ საქმეებში იყო გახვეული და თაღლითურ ბიზნესს აწარმოებდა. ჰეთეუეიმ მასთან ერთი დღით ადრე გაწყვიტა ურთიერთობა, სანამ დაიჭერდნენ და 5 წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


♥ ♥ ♥

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


2008 წლის ნოემბერს, ენმა გაიცნო მსახიობი ადამ შულმანი. ‘ბიჭი, რომელსაც ლოს ანჟელესიდან ვიცნობ ძალიან ძვირფასია ჩემთვის. როდესაც
ვფიქრობ სექსუალურობაზე მახსენდება სწორედ ის.’
წყვილი 2011 წელს დაინიშნა, ხოლო 2012 წელს კი მათ იქორწინეს კალიფორნიაში ებრაულ ეკლესიაში.

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებსაინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ენ ჰეთეუეის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top