21 January 2015      slimshady     Views 2 038    
Category: Stars



37 წლის კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, მისი ესპანელი მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე და მათი 2 წლის შვილი მილანი შეუერთდნენ იუნისეფის კამპანიას "World Baby Shower",რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში სიღარიბეში მცხოვრები დედებისა და ბავშვების დახმარებას. ფოტოებში შაკირა მეორე შვილზეა ორსულად, მშობიარობამდე კი მომღერალს სულ რამდენიმე დღე დარჩა. წყვილმა იუნისეფის დახმარებით 2013 წელსაც ჩაატარა მსგავსი კამპანია, რომლის წყალობით 80 000 ბავშვი აიცრა პოლიომეოლიტიზე და 4 ტონამდე საკვები შიმშილობის ქვეშ მყოფ ბავშვებს გადაეცათ





"ახლა როცა ჩვენ მეორე შვილს ველოდებით, გვსურს დავეხმაროთ ბავშვებს მსოფლიო მასშტაბით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სიღარიბის ზღვარის ქვეშ მცხოვრებ ბავშვებისთვის სიცოცხლისთვის აუცილებელი მარაგის გადაცემაში."



"სიღარიბეში და ექსტრემალურ პირობებში მცოვრებ დედებისა და ბავშვების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება ჩვენი მცირედი დახმარებითაც."

"თუკი ყველა ორსული ქალი ბავშვისთვის მიძღვნილი წვეულების(Baby Shower) რამდენიმე საჩუქარს გადასცემს იუნისეფს,ამით ჩვენ ათი ათასობით ბავშვს დავიცავთ ადვილად პრევენცირებადი დაავადებისგან და შანსს მივცემთ უკეთესი ცხოვრება შეიქმნან."




"ჩვენ გვსურს ვუბიძგოთ სხვა წყვილებსაც ქველმოქმედებისკენ.რადგანაც სოციალური ქსელები ასეთი პოპულარულია დღევანდელ ცხოვრებაში,სელებრითებს საშუალება აქვთ მსოფლიოსთან კავშირში იყვნენ.ჩვენ ვცდილობთ ეს უპირატესობა გამოვიყენოთ და კამპანია მსოფლიო მასშტაბით გავავრცელოთ."




შეგახსენებთ, რომ პიკე და შაკირა ერთმანეთს "Waka Waka"-ს გადაღებებზე შეხვდნენ.
2013 წელს 27 წლის ფეხბურთელისგან შაკირას შვილი შეეძინა,
რომელსაც მილანი დაარქვეს. ახლა კი მომღერალი კვლავ ბიჭზეა ორსულად.

ფოტოები 2013 წლის კამპანიის ფოტოსესიიდან



Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top