;

20 January 2015      AnnLennon1     Views 4434    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


თვალისმომჭრელი მარგო ელის რობი გახლავთ ავსტრალიელი მსახიობი და მოდელი, რომელიც დაიბადა 1990 წლის 2 ივლისს, ქუინსლენდში. მან ბავშვობიდან იცოდა, რომ ოდესღაც ცნობილი მსახიობი გახდებოდა და ძალღონეს არ იშურებდა ამისთვის. ავსტრალიურ სატელევიზიო შოუებში მონაწილეობის შემდეგ გადაწყვიტა ჰოლივუდში ეცადა ბედი და გადასახლდა ამერიკაში, რამაც გაამართლდა. მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი გამორჩეული და სავიზიტო როლია მშვენიერი ნაომის ფილმში ‘უოლსტრიტის მგელი’. სწორედ აქედან იწყება მისი კარიერული წინსვლა მშობლიური ავსტრალიის გარეთ. მოდით გავეცნოთ თქვენთვის უცნობ საინტერესო ფაქტებს ახალგაზრდა სელებრითის მარგო რობის შესახებ.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


★ მარგო რობი დაიბადა 1990 წლის 2 ივლისს, ქუინსლენდში, ავსტრალიაში.

★ მისი სრული სახელია: მარგო ელის რობი

★ მისი ზედმეტსახელია: მაგოტი

★ მისი სიმაღლეა: 1.68 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


★ დედამისი კესლერი ფიზიოთერაპევტი. ბავშვობისას დროის უმეტეს ნაწილს
ატარებდა ბებია და ბაბუასთან ფერმაში.
მას ჰყავს უმცროსი ძმა კამერონ რობი.

17 წლის მარგო გადასახლდა მელბურნში,
რათა სამასხიობო სფერო აეთვისებინა პროფესიონალურ დონეზე.

★ 2007 წელს მან დაამთავრდა ‘Somerset’-ის კოლეჯი.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


✖ პოპულარობამდე მარგო მუშაობდა მეტროში, სადაც ამზადებდა სედვიჩებს.

✖ მას ბავშვობიდანვე სურდა გამხდარიყო მსახიობი
და იმახსოვრებდა დიალოგებს
სხვადასხვა ფილმებიდან.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


17 წლის ასაკში პირადი აგენტის გარეშე ნიჭიერმა მარგომ მოახერხა
ორ ავსტრალიურ თრილერში
მიეღო მონაწილეობა. ესენია: I.C.U და Vigilante.

✖ 2008 წლიდან 2011 წლის ჩათვლით მარგო მონაწილეობდა ავსტრალუირ საპნის ოპერაში ‘მეზობლები’ და განასახიერებდა მშვენიერ დონა ბრაუნს. იმ პერიოდში მარგო სულ რაღაც 18 წლის იყო. თავდაპირველად, მიიწვიეს ეპიზოდურ როლზე, თუმცა შემდგომ სერიალის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ რობი პროექტის ქასთის უცვლელი წევრი უნდა გამხდარიყო.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


♚ ამერიკაში გადასვლისთვის დიდიხნის განმავლობაში ემზადებოდა. ‘2 წელი სამსახიობო გაკვეთილებზე
დავდიოდი, სადაც ვემზადებოდი საუბრის პედაგოგთან, რათა ამერიკული აქცენტი მესწავლა.’


♚ სერიალ 'მეზობლების' დასრულების შემდეგ მარგო საცხოვრებლად ლოს ანჟელესში გადავიდა, რათა ჰოლივუდი დაეპყრო და მან ეს უდავოდ მოახერხა. თავდაპირველად, მან ქასთინგი გაიარა ‘ჩარლის ანგელოზების’ განახლებულ ვერსიაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა არ გაუმართლა. საბედნიეროდ, ABC-მ მას სტიუარდესა ლორა კამერონის როლი მიანიჭა სერიალში ‘Pan Am’. სწორედ აქედან დაიწყო მისი ამერიკული კარიერა.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


♚ სერიალ ‘Pan Am’-ში მონაწილეობის მისაღებად მარგო ნიუ-იორკში გადასახლდა
და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა კრისტინა რიჩისთან ერთად.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


♛ 2012 წელს, ჟურნალმა ‘Inside’-მა მარგოს ‘ამომავალი ვარსკვლავის’ წოდება არგუნა.

♛ 2014 წელს, ჟურნალმა ‘მაქსიმმა’ 100 ყველა ცხელ სელებრითს შორის მარგოს 22-ე ადგილი მიანიჭა.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


● 2014 წელს მას მიანიჭეს ‘Best Female Newcomer’-ის წოდება ‘Empire Award’-ზე.

● 2011 წელს მშვენიერმა მარგომ ‘Interactive Lookbook Design’-ს გაუწია რეკლამა.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


❀ ქასთინგი გაიარა სიუზანის როლისთვის ფილმში
‘The Fantastic Four’, თუმცა ქეით მარამ
დაამარცხა.

❀ რობიმ ჟურნალ ‘Vanity Fair’-ის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით არსებული გამოცემის გარეკანი
დაამშვენა ჯორჯ კლუნისთან, ჯულია რობერტსთან, ჯარედ ლეტოსთან, ლუპიტა ნიონგოსთან ერთად
.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


❀ ჯიმი ქიმელთან ინტერვიუში გამოტყდა, რომ ბრუკლინურ აქცენტს პედიკურის გაკეთებისას სწავლობდა.
წარმოიდგენდა, რომ თითქოს ვიღაცას ესაუბრებოდა, სანამ მანიკური შრებოდა.

❀ ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ლოს ანჟელესური ‘ice hockey league’-ის საპატიო წევრია.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


❀ აღიარებს, რომ ბავშვობაში ნამდვილი ბიჭუნა იყო, რადგან მოსწონდა
სერფინგი, ფერმაში დასდევდა ღორებს და ატარებდა მოტოს.


❀ ამბობს, რომ მისი ყოველდღიური ჩაცმის სტილი უფრო მამაკაცურია ვიდრე
ქალური, რადგან უყვარს შორტები, მაისური და კონვერსის კედები.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


☢ მისი ფავორიტი ბრენდებია: ოსკარ დე ლა რენტა და ელი სააბი.

☢ ის გარემოს დაცვითი ორგანიზაციის ‘გრინფისის’ წევრია.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


☢ ამბობს, რომ უმეტესად ბოუფრენდის გარეშეა და ეულია. ‘ყოველთვის მარტო ვარ, რადგან ჩემი გრაფიკის
წყალობით დიდიხანი ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები, შესაბამისად მიჭირს მეგობარი მამაკაცის გაჩენა.’


☢ მას მამაკაცური ბიჭები მოსწონს წვერებით, ტატუთი და გრძელი თმებით.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


✄ მას უყვარს შემწვარი კარტოფილი და ლუდი. ‘ჩემი დიეტა არც თუ ისე მკაცრია, რადგან უარს ვერ ვამბობ ბურგერზე,
კარტოფილზე და ლუდზე. თუმცა, როდესაც ბიკინის ჩაცმა მიწევს სამი დღის განმავლობაში მხოლოდ სტაფილოზე ვარ.’


✄ მისი ფავორიტი სატელევიზიო შოუ, რომელსაც გამუდმებით ადევნებს
თვალს ‘Game Of Thrones’-ია, ხოლო ფავორიტი პერსონაჟი კი ხალისი.


საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


✿ ჰოლივუდმა ეს ახალგაზრდა და მშვენიერი ავსტრალიელი მსახიობი მარტინ სკორსეზეს ფილმის
‘ვოლსტრიტის მგელის’
წყალობით გაიცნო, სადაც მარგო მშვენიერ ნაომის ლეონარდო დიკაპრიოს იგივე ჯორდანის მეუღლეს განასახიერებს.

✿ ნაომის როლზე განიხილებოდნენ ბლეიკ ლაივლი, როზი ჰეტინგტონ უაითლი. ქასთინგი გაიარეს
ტერეზა პალმერმა და ემბერ ჰარდმაც
, თუმცა მარგოს მშვენიერებამ ყველა დაჩრდილა და ის როლზე დაამტკიცეს.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


✖ მარგო იხსენებს, რომ დიკაპრიოს ნახვისას არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ‘ეს მოხდა ქასთინგზე, სადაც მე
დამიბარეს. იმდენად ვიყავი კონცენტრირებული როლზე, რომ არანაირი ემოციები არ გამომიხატავს ლეოს და მარტის დანახვისას.’


✖ მარგო იხსენებს, რომ ჩხუბის სცენის გადაღებისას დიკაპრიოს იმდენად მწარედ დაარტყა ხელი და დააყოლა ‘Fuck you’, რომ გადასაღებ მეოდანზე სიჩუმემ დაისადგურა. მსახიობს შეეშინდა, რომ ლეო მას სასამართლოში უჩივლებდა და ბოდიში მოიხადა, თუმცა ნაცვლად ამისა დიკაპრიომ ის შეაქო, აკოცა და უფრო მწარედ დარტყმა სთხოვა.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


✖ დიკაპრიოსთან სექსის სცენის გადაღებისას მარგო თავდაპირველად იმდენად
მორცხვობდა, რომ 3 ჭიქა ტეკილა
დალია, რათა დაძაბულობა მოეხსნა.

✖ მის ბებიასა და ბაბუას ‘უოლსტრიტის მგელი’ ნანახი არა აქვთ.

✖ ‘The Wolf of Wall Street’-ის გამოსვლის შემდეგ ლეგენდარულმა მარტინ სკორსეზემ თავისი დაბადების დღე აღნიშნა და წვეულებაზე დაპატიჟა ქასთის უკლებლივ ყველა წევრი. მარგო სკორსეზეს გვერდით იჯდა მთელი საღამოს განმავლობაში. მათ იმდენად ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რომ ახალგაზრდა მსახიობი მას მარტის ეძახის.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


✂ 2013 წელს, მან რეიჩელ მაკადამსთან ერთად მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ
კომედიაში ‘About Time’
, სადაც მშვენიერი და თვალისმომჭრელი შარლოტა განასახიერა.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


✂ სამომავლოდ მარგოს მონაწილეობით გამოვა ფილმი ‘ტარზანი’, სადაც მთავარ როლს შვედი მსახიობი
ალექსანდრ სკარსგარდი
თამაშობს. ‘ფილმი ცოტა არ იყოს განსხვავებული იქნება ტრადიციული ტარზანის ისტორიისგან’- აცხადებს რობი.

✂ გადაღებებისას მარგო საკმაოდ დაუახლოვდა ტარზანის როლის შემსრულებელ ალექსანდრ სკარსგარდს.
‘ის ნამდვილად ძალიან დიდია. მე მის გვერდით ჰობიტს ვგავარ.’ - ხუმრობით განაცხადა მარგომ ერთ-ერთ ინტერვიუში.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


❥ ‘უოლსტრიტის მგელის’ გადაღებების დასრულების შემდეგ ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეონარდო და მარგო ერთმანეთს ხვდებოდნენ, როდესაც წყვილი მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს ვერანდაზე დააფიქსირეს ერთად. როგორც აღმოჩნდა, ფოტოები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ‘იმ დღეს მილიონმა ადამიანმა დამირეკა. ჩემი მეგობრები მეკითხებოდნენ ვიყავი თუ არა მაიამიში ლეონარდოსთან ერთად. მე კი რეალურად დედაჩემის სახლში ვიმყოფებოდი ავსტრალიაში.’ ლეო და რობი მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები არიან.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


✖ 2013 წელს გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი მსახიობი უილ სმიტი ცოლს მარგოსთან ღალატობდა. მსახიობებმა მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ ფილმში ‘Focus’, სადაც მარგო უილის სასიყვარულო ობიექტს განასახიერებს. ფილმის პრემიერა 2015 წელს შედგება. მანამდე კი პრესაში დაიწერა, რომ მარგომ ერთი ღამე გაატარა უილთან ერთად ლუიზიანაში. ინფორმაცია რა თქმა უნდა არ დადასტურდა და უფრო მეტიც მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, რადგან წყვილი ლუიზიანას ერთ-ერთ სასტუმროში ფილმის ქასთის წევრებთან ერთად წვეულებას ესწრებოდა.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


♥ რობი 2014 წლიდან ხვდება საკუთარ ასისტენტს ტომ აკირლის. მათ საკმაოდ
სერიოზული ურთიერთობა აქვთ და ხშირად აფიქსირებენ ერთად.

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებსაინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ

საინტერესო ფაქტები მარგო რობის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top