22 January 2015      slimshady     Views 20 874    
Category: Stars

ტეილორ სვიფტისა და ჰარი სტაილსის უხერხული შეხვედრა

მას შემდეგ რაც 2012 წელს მეგა-სელებრითები ჰარი სტაილსი და ტეილორ სვიფტი დაშორდნენ, პაპარაცებს ისინი ერთად არ დაუფიქსირებიათ,მაგრამ როგორც მათი წარმომადგენლები იუწყებოდნენ ყოფილი შეყვარებულებს განხეთქილება არ ჰქონიათ და მეგობრულ ურთიერთობას განაგრძობდნენ. თუმცა 14 იანვარს ლოს ანჯელესის სასტუმროში მათი შემთხვევით შეხვედრის ვიდეო საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ტეილორი ჰარის საკმაოდ ცივად შეხვდა და წყვილს ერთი სიტყვაც არც უთქვამთ ერთმანეთისთვის.

მომღერლებმა 2012 წლის მიწურულს დაიწყეს ურთიერთობა,რამაც დიდი გამოხმაურება მიიღო მედიისა და ფანების მხრიდან.ოთხთვიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ,რაც კიდევ უფრო გახმაურებული ამბავი გახდა 2013 წელს.დაშორებაზე კომენტარი არც ერთ ვარსკვლავს არ გაუკეთებია,თუმცა მათ მტრულ ურთიერთობაზე არაფერი იუწყებოდა.

ტეილორ სვიფტისა და ჰარი სტაილსის უხერხული შეხვედრა

14 იანვარს TMZ-ის პაპარაცებმა ისინი ერთად დააფიქსირეს სასტუმრო Sunset Marquis-ის შესასვლელთან,როდესაც ტეილორი ჯგუფ Kings Of Leon-ის წევრის - კალებ ფოლოვილის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად.მათი შემთხვევითი შეხვედრა ძალიან უხერხული იყო,ისინი დისტანციას იცავდნენ ერთმანეთისგან და მიუხედავად ჰარის მეგობრული განწყობილებისა (ის თავის მეგობრებთან გასასაუბრებლად შეჩერდა),ტეილორი ძალიან ცივად შეხვდა თავის ყოფილს და თვალს არიდებდა მას.




ტეილორ სვიფტისა და ჰარი სტაილსის უხერხული შეხვედრატეილორ სვიფტისა და ჰარი სტაილსის უხერხული შეხვედრა


ტეილორის ფანები ვარაუდობენ,რომ მისი ახალი ალბომიდან რამდენიმე სიმღერა სწორედ ჰარიზეა დაწერილი.ერთ-ერთი ამ სიმღერათგანია "Out Of The Wood",რომელიც ახლა დიდი პოპულარობით სარგებლობს,ალბათ სწორედ ჰარი სტაილსის გამო.




Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top