;

16 January 2015      ni_nini     Views 3271    
Category: Stars



ცნობილი გახდა 2015 წლის ”ოქროს ჟოლოს” ნომინანტების სია. ”ოქროს ჟოლო” უკვე 35-ე წელია ტარდება და მიზნად ისახავს წლის განმავლობაში გამოსული ყველაზე ცუდი ფილმების გამოვლენას. ”გამარჯვებულები” ირონიულად ”ოსკარის” ცერემონიის წინა დღეს ვლინდებიან. წლების განმავლობაში ”ოქროს ჟოლო” დამსახურებული და პატივსაცემი მსახიობებისთვის და რეჟისორებისთვის მიუნიჭებიათ, თუმცა წელს თითქმის ყველა ნომინაცია დამსახურებულადაა დასახელებული.









წარმოგიდგენთ ნომინანტების სრულ სიას:

ყველაზე ცუდი ფილმი:

კირკ კემერონის "შობის გადარჩენა"
"ტრანსფორმერები 4"
"ლეგენდა ჰერკულესზე"
"კუ ნინძები"
"უკან მოტოვებული"

ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი

ნიკოლას კეიჯი - "უკან მოტოვებული"
კირკ კემერონი - კირკ კემერონის "შობის გადარჩენა"
კელან ლუცი - "ლეგენდა ჰერკულესზე"
სეტ მაკფარლეინი - "მილიონი შესაძლებლობა, მოკვდე დასავლეთში"
ადამ სენდლერი - "ნარევი"

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი

დრიუ ბერიმორი - "ნარევი"
კამერონ დიასი - "სხვა ქალი"
მელისა მაკარტი - "ტემი"
შარლიზ ტერონი - "მილიონი შესაძლებლობა, მოკვდე დასავლეთში"
გაია უეისი - "ლეგენდა ჰერკულესზე"

ყველაზე ცუდი რეჟისორი

მაიკლ ბეი - "ტრანსფორმერები 4"
დერენ დოუნი - "კირკ კემერონის შობის გადარჩენა"
რენი ჰარლინი - "ლეგენდა ჰერკულესზე"
ჯონათან ლიბესმანი - "კუ ნინძები"
სეტ მაკფარლეინი - "მილიონი შესაძლებლობა, მოკვდე დასავლეთში"

და ბოლოს სიახლე; ნომინაციებში ცვლილებაა, დაემატა ახალი კატეგორია ”ოქროს ჟოლოს გაპატიოსნებული არტისტი", რაც გულისხმობს იმას, რომ წარსულში გამარჯვებული ადამიანის რეაბილიტაცია მოხდა, მან წარსული შეცდომები გამოისყიდა..




"ოქროს ჟოლოს" გაპატიოსნებული არტისტები

ბენ აფლეკი
ჯენიფერ ენისტონი
მაიკ მაიერსი
კიანუ რივზი
კრისტენ სტიუარტი


Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top