17 January 2015      slimshady     Views 5 727    
Category: Stars

ნიკი რიდი და იან სომერჰალდერი დაინიშნენ (?)

წყაროები იტყობინებიან, რომ ექვსთვიანი ურთიერთობის შემდეგ იან სომერჰალდერმა ნიკი რიდს ხელი სთხოვა და ისიც სიხარულით დასთანხმდა. US Weekly-ს მიხედვით წყარო ნამდვილად სანდოა, თუმცა წყვილს ოფიციალურად არაფერი დაუდასტურებიათ, ამიტომაც ეს ამბის რეალურობა ჯერ-ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

36 წლის იანმა და 26 წლის ნიკიმ ურთიერთობა ივლისში დაიწყეს, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა.მას შემდეგ ისინი ხშირად ექცეოდნენ პაპარაცების ყურადღების ქვეშ და ივენთებზეც მუდამ ერთად ჩნდებოდნენ.

ნიკი რიდი და იან სომერჰალდერი დაინიშნენ (?)ნიკი რიდი და იან სომერჰალდერი დაინიშნენ (?)

როგორც წყაროები ამბობენ, ნიკი და იანი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობდნენ და ყოველთვის ქონდათ გრძნობები ერთმანეთისადმი, თუმცა რადგანაც ორივე დაკავებული იყო, მეგობრებად რჩებოდნენ. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ და მათი ოჯახებიც მეგობრობენ, ასე რომ ეს აჩქარებული გადაწყვეტილება არ ყოფილა.

დანიშვნის შესახებ ხმები პირველად დეკემბერში გავრცელდა, როდესაც იანი ბეჭდის ყიდვისას დააფიქსირეს, ამას ისიც დაემატა, რომ მან ინსტაგრამზე მათი მომავლის შესახებ დაწერა : "we're ready to kick major ass and make a great future starting now."

ნიკი და იანი ამჟამად ერთად ცხოვრობენ, მათ ჰყავთ ორი ცხენი, ერთი კნუტი და ორი ძაღლი. ნიკისთვის ეს მეორე ქორწინება იქნება, იანისთვის კი პირველი. ნიკის მის მეგობართან, რომლის წყალობითაც გაიცნო იანი - ნინა დობრევთან (რომელიც იანს ხვდებოდა) აღარ აქვს კონტაქტი, გოგონებს ერთმანეთთან დისტანცია უჭირავთ, თუმცა ხმამაღლა არ საუბრობენ განხეთქილებაზე.

ნიკი რიდი და იან სომერჰალდერი დაინიშნენ (?)

ნიკი რიდი და იან სომერჰალდერი დაინიშნენ (?)

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top