;

13 January 2015      Ancho.     Views 5716    
Category: Stars


ირინა შეიკის სილამაზის საიდუმლო

მოდელი, მსახიობი და აღიარებული ლამაზმანი 6 იანვარს 29 წლის გახდა. მიმოვავლოთ თვალი მის მაშტაბურ წარმატებასა და ხერხებს გამოიყურებოდეს მუდამ გამორჩეულად და შესაშურად.

ირინას კარიერა 10 წლის წინ ჩელიაბინსკში დაიწყო. მაღალმა, წარმოსადეგმა ლამაზმანმა ეფექტური გარეგნობითა და ნუშის თვალებით, ადგილობრივ სილამაზის კონკურსზე ერთსულოვნად მოხიბლა ჟიური. 18 წლის გოგონა შეამჩნიეს და მიიწვიეს ჯერ ევროპაში, შემდეგ აშშ-ში.

http://38.media.tumblr.com/69c37fd3f255b6cf775541d440fb0454/tumblr_nd9szsLgp41sw05mwo1_500.gif

http://33.media.tumblr.com/ecd418deb49344d3f68ea7e9f7dddeb9/tumblr_nbbs0keBf81rq8cjxo1_500.gif

http://38.media.tumblr.com/2a14eca5dea0ab6bd51f72899c95ca15/tumblr_nbbs0keBf81rq8cjxo2_500.gif

https://33.media.tumblr.com/tumblr_mb4a72ZLxS1rq6q99o1_500.gif

https://33.media.tumblr.com/f574e29eb182b8bcf97fc8ca018aeade/tumblr_mveja76jit1s2dtcbo1_500.gif


ირინას სამოდელო კარიერის პროფესიულ გზაზე გადამწყვეტი მომენტი ბრენდ Intimissimi-სთან კოტრაქტზე ხელის მოწერა გახდა. მიმზიდველმა სხეულმა, ნათელმა თვალებმა, ოდნავ მუქმა კანმა და დამაბრმავებელმა იდუმალმა ღიმილმა განაცვიფრა არა მხოლოდ სამოდელო სამყარო, არამედ მთელი მსოფლიოს გოგონები და კაცები.

შემდეგ იყო ახალი კონტრაქტები, პირველი ადგილები პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალთა რეიტინგებში, შოკისმომგვრელი გამოჩენები დღის შუქზე და რა თქმა უნდა რომანი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელთან კრისტიანუ რონალდოსთან.

http://38.media.tumblr.com/36ed6d71837c831c7fdbeae45a6976aa/tumblr_ne4idmMlaQ1rm96xko2_250.gifhttp://38.media.tumblr.com/843be2b85179cb7e25d1a6c1ffc1b8af/tumblr_ne4jjsDVeM1qdult5o1_250.gif

თავის ინსტაგრამ გვერდზე ირინა აზიარებს თავის მოვლის საკუთარ ხერხებს.

სახე

როგორც ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი დასავლეთიდან, ირინა სახის მოვლის სხვა საშუალებებზე მაღლა ნატურალურ ქოქოსის კარაქს აყენებს. ის სახეს აკაშკაშებს, არაჩვეულებრივად ატენიანებს და იცავს ინფექციებისგან. ამასთან, მოდელი ყოველ დილით სახეს ცივი წყლით იბანს, ფარავს მას ყინულის კუბიკებით და იკეთებს კიტრის ნიღაბს. "მე ეს შევითვისე დედისგან. მას არ ქონდა იმდენი ფული რომ სახის კრემები ეყიდა, ამიტომაც მას უწევდა იმპროვიზირებული საშუალებებით გასულიყო ფონს".

ირინა შეიკის სილამაზის საიდუმლო
ირინა შეიკის სილამაზის საიდუმლო

მაკიაჟი

ბოლო დროს ირინა საზოგადოებაში გამოჩენისას უპირატესობა ბუნებრიობას ანიჭებს. წარბების გამოკვეთა, "ტუში" და ღია ფერის "ბლესკი" ტუჩებისათვის. ირინა აქცენტს ძირითადად თვალებზე აკეთებს: ე.წ. smoky eyes ყავისფერ ტონალობებში ბრწყინვალედ უხდება მოდელის სახის კანის ფერსა დათვალების ფორმას.

ირინა შეიკის სილამაზის საიდუმლო
ირინა შეიკის სილამაზის საიდუმლო


ტანი

ბუნებრივი მონაცემების მიუხედავად, კარიერისთვის შეიკს სპორტით აქტიურად დაკავება და მკაცრი კვების რეჟიმის დაცვა უწევს. ყოველ დილას მოდელი იწყებს სირბილით, კვირაში 3-4-ჯერ ბოქსითა და პილატეთი კავდება. რაც შეეხება დიეტას, შეიკი აღიარებს, რომ ვერ იტანს შეზღუდვებს კვებაში. "დიეტების არ მჯერა, თითქმის ყველაფერს ვჭამ, მაგრამ რა თქმა უნდა თავს ვუკრძალავ მავნე საკვებს. მაგალითად, ყავას ვანაცვლებ მწვანილებისგან დამზადებული წვენით."

http://40.media.tumblr.com/b275995c9367637c0c061beb8c794868/tumblr_nch4txcyWq1tlgjh8o1_r1_500.png





Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top