;

31 December 2014      Ancho.     Views 2917    
Category: Stars

http://i.perezhilton.com/wp-content/uploads/2014/12/tim-burton-helena-bonham-carter-sad-gif.gif


ტიმ ბარტონისა და ჰელენა ბონემ კარტერის დაშორება

ჰოლივუდის რეჟისორი ტიმ ბარტონი და მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი 13 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. რა გახდა მიზეზი მათი იდილიის დარღვევისა და რამ უბიძგა რეჟისორს დაშორებოდა საყვარელ მეუღლეს და შემოქმედებით მუზას? ირკვევა რომ ტიმ ბარტონმა ჰელენას შემცვლელი განშორებამდე იპოვნა.
ტიმ ბარტონი და ჰელენა ბონემ კარტერი
ჰელენ ბონემ კარტერისა და ტიმ ბარტონის კავშირი ისეთი სტაბილური და მტკიცე ჩანდა, რომ მათი გულშემატკივრებისათვის ეს ამბავი ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს მოხდა იმის მიუხედავადაც, რომ წყვილი ცდილობდა ცალ-ცალკე, თუმცა მეზობლად ცხოვრებით შეენარჩუნებინათ ურთიერთობა. ყველაფერი წლის დასაწყისიდანვე დაიწყო, მაგრამ წყვილი ყველგან ჩნდებოდა ერთად. ასევე, ირკვევა, რომ წყვილმა მეგობრებად დარჩენა და შვილების ერთად გაზრდა გადაწყვიტა. (11 წლის ბილი და 7 წლის ნელი)

ტიმ ბარტონი და ჰელენა ბონემ კარტერი

ტიმ ბარტონი 56 წლისაა, ჰელენა 48-ის. მათი პირველი შეხვედრა შედგა ფილმის "მაიმუნების პლანეტა"-ს გადაღებებზე, ამის შემდეგ კი ჰელენამ იმონაწილევა ტიმის ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "სვინი ტოდი", "ჩარლი და შოკოლადების ქარხანა", "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", "მუქი ჩრდილები".

როგორც გამოააშკარავდა, ცნობილი რეჟისორი ცოლს ასისტენტთან ღალატობდა. ჰელენა ამ ყველაფერზე თვალებს ხუჭავდა და ტიმის ქმედებას "საშუალო ასაკის კრიზისს" აბრალებდა. მეგობრები აღნიშნავენ, რომ ჰელენა ბევრ დროს აძლევდა ქმარს, რომ გარკვეულიყო თავის თავში, მაგრამ ეს ვერ დაეხმარა მის დაბრუნებაში, პირიქით დააშორა მისგან. ახლა, კი როცა ბარტონის რომანი 39 წლის ბერენის პერსივალთან გაცხადდა, ჰელენს ისღა დარჩა, რომ გაეშვა საყვარელი კაცი.

https://40.media.tumblr.com/tumblr_m5k27dIRtq1rtoo07o2_500.jpg


იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი წყარო ჰელენსაც მიაწერს ახალი რომანის ქონას, მსახიობი მაინც მძიმედ განიცდის დაშორებას. ორივენი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, გაიჩინეს საყვარლები და კმაყოფილნი არიან სიტუაციით, მაგრამ ბედნიერები არიან კი? არ არის გამორიცხული რომ მათმა ერთობლივმა მუშაობამ კვლავ გაახაროს მაყურებელი. მათ ხომ ასეთი მშვენიერი და ნოვატორული ფილმები გვაჩუქეს.

https://40.media.tumblr.com/d69a6d03fc0d058f323f5f3e98d8ff26/tumblr_mgzggh27gs1s14hwso1_500.jpg

https://41.media.tumblr.com/5c524205dc938635a241f58c32a0acae/tumblr_n3rwpqjQvs1skyiojo1_500.jpg

https://40.media.tumblr.com/04eba7e31269271ba3cee542d7b63ee5/tumblr_mjytarhzQj1r60o1qo1_500.jpg

https://40.media.tumblr.com/ebfa772aae6a50cfba78ca1d5bffb22d/tumblr_mtifnuXzCq1ruhg5do3_500.jpg



Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top