;

30 December 2014      Ancho.     Views 7391    
Category: Stars


MERRY CHRISTMAS
როგორ აღნიშნეს ვარსკვლავებმა შობა

როგორც იცით, კათოლიკურმა სამყარომ უკვე აღნიშნა შობის დღესასწაული. წარმოგიდგენთ წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს ვარსკვლავების ფოტოებითა და სიმღერებით მათ ექაუნთებში. ზოგიერთი ვარსკვლავი შობას მცირე საოჯახო გარემოცვაში შეხვდა, ზოგიერთმა მათგანმა კი რამდენიმე საათით ადრე მოასწრო სიმღერა, ცეკვა და ნაძვის ხის ქვეშ დაკვრა სხვადასხვა საქველმოქმედო საღამოებზე. ვნახოთ როგორ ჩაიარა შობამ მათთვის.

ჰოლივუდის მსახიობმა დუეინ ჯონსონმა სანტასთან ერთად კარაოკეზე იმღერა სატელევიზიო შოუს დროს, რითიც მაყურებელს საახალწლო განწყობა შეუქმნა. ახალ წელს სასწაულები ხდება!



ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე თავისი ვაჟიშვილების საშობაო ფოტო გამოაქვეყნა. შონისა და ჯეიდენის სახეების გამომეტყველებაზე დაყრდნობით მათი სურვილები სანტამ დააკმაყოფილა. პოპ-ვარსკვლავის ახალი ბოიფრენდი ჩარლი ებერსოლი კი სურათებში შემჩნეული არ არის.

ვარსკვლავები და შობა

ზაკ ეფრონმა ინტერნეტში გულშემატკივრებისათვის სასაცილო ვიდეო მილოცვა ატვირთა. 27 წლის მსახიობი ელფის როლში მეგობრებთან ერთად ჰიტს We Are Your Friends-ს გისრულებთ.

ვარსკვლავები და შობა

ტეილორ სვიფტს ახლო მეგობრობა აკავშირებს ბევრ ცნობილ ადამიანთან, მათ შორის არიან რიზ უიზერსპუნი და კელი ოზბორნი. შობა კი ოჯახის მაგივრად მან ჰიუ ჯეკმანის სახლში აღნიშნა. რის შესახებაც ორივემ ინსტაგრამზე აღნიშნა. "ძალიან გამიხარდა ტეილორ სვიფტისა და მისი ოჯახის ხილვა. ყველას ბედნიერ შობას გისურვებთ!"

ვარსკვლავები და შობა

ოსკაროსანმა ლამაზმანმა ჯენიფერ ლაურენსმა შობის დადგომისას დაავადებული ბავშვები გააღიმა. სადღესასწაულო ჯგუფურ აღნიშვნას მან უფრო ამაღელვებელი ღონისძიება არჩია და თავის მშობლიურ ქალაქში პატარა პაციენტებს ეწვია.

ვარსკვლავები და შობა

პრინცმა ჰარიმ სხვა სახის საქველმოქმედო ჟესტი განახორციელა და ტრადიციულ წინასაახალწლო საფეხბურთო მატჩს შეუერთდა. ჩვეულებრივ ჰარის კომპანიონობას მოედანზე მისი ძმა უილიამი უწევს ხოლმე, მაგრამ ამჯერად ის ოჯახის სხვა წევრმა შეცვალა, ჰერცოგინია უმცცროსმა ძმამ ჯეიმსმა, რომელსაც პირველად ერგო ეს პატივი. ჰარის გუნდმა 7:2 მოიგო. შემდეგ სამეფო ოჯახი მარიამ მაგდალინელის სახელობის მცირე ეკლესიაში გაეშურა.

ვარსკვლავები და შობა

საშობაო პიჟამოები და სათვალე-ნაძვისხეები, მდიდრული ტანისამოსის მაგივრად. ემისა და მაქსის დედა ჯენიფერ ლოპესი ხანდახან მოდის წესებს უხვევს.

ვარსკვლავები და შობა

ვაჟი ბენჟამინი და გოგონა ვივიენი- ჟიზელ ბიუნდჰენის ბავშვები, ემოციურად ხელიხელჩაკიდებულნი თითქოს გაშეშდნენ სასწაულის მოლოდინში. მოდელის ყველა ფოლოვერს კი ღიმილი მიანიჭა. ლაიქ!

ვარსკვლავები და შობა

ჯორჯმა და ამალ კლუნმა დღესასწაული სანტ ლუკასში გაატარეს. კომაპანიონობა მეგობრებმა სინდი კროუფორდმა და რენდ გერბერმა გაუწიეს. ორივე წყვილს სანაპიროზე ვილა აქვს და ტეკილას საერთო წარმოება.

ვარსკვლავები და შობა

ცრემლებამდე შეძრა საზოგადოება მელისა რივერსის საშობაო მილოცვამ. ამ წელს გარდაიცვალა დედამისი, ცნობილი მსახიობი ჯოან რივერსი. მელისამ მხოლოდ ერთი ითხოვა საშობაოდ : "მე მინდა, რომ ჩემმა შვილმა ისევ დაიწყოს სიცილი". ბებია და შვილიშვილი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, 13 წლის კუპერი ვერაფრით ეგუება დანაკარგს.

ვარსკვლავები და შობა

სექსუალური მისალოცი ბარათი მადონასაგან. "ვუსურვებ ყველა ჩემს გულშემატკივარს ბედნიერ დღესასწაულს! მე მნიშვნელოვნად ვაფასებ თქვენს თანადგომასა და სიყვარულს." რამდენიმე საათში ათი ათასობით ლაიქი მოაგროვა.

ვარსკვლავები და შობა

რეალითი შოუს ვარსვლავი კიმ კარდაშიანი ნოსტალგიამ შეიპყრო და საოჯახო არქივიდან თავის დებთან გადაღებული ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა. ამ შობას კიმმა დიდი და ხმაურიანი წვეულება მოაწყო თეთრებში მეგობრებისათვის.

ვარსკვლავები და შობა

ჰეიდი კლუმის ფოტოს შეიძლება ვუწოდოთ "მოულოდნელი შეხვედრა". უცნობია ვინ უფრო იყო გაოცებული. სანტას შემდეგ მოდელი ბალეტ "მაკნატუნას" ეწვია.

ვარსკვლავები და შობა

წვეულებების და მაღალანაზღაურებადი დიჯეების მოყვარულმა პერის ჰილტონმა კი საუკეთესო წვეულებებს პატარა ოჯახური წრე ამჯობინა.

ვარსკვლავები და შობა


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top