;

18 December 2014      AnnLennon1     Views 5751    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


კამერონ მიშელ დიასი, იგივე კამერონ დიასი გახლავთ ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 30 აგვისტოს კალიფორნიაში. კარიერა დაიწყო მოდელობით, როდესაც 16 წლის ასაკში წვეულებაზე აღმოაჩინეს. 21 წლისამ ყოველგვარი სამსახიობო გამოცდილების გარეშე მონაწილეობა მიიღო ცნობილ ფილმში ‘ნიღაბი’, სადაც პარტნიორობა ლეგენდარულ ჯიმ ქერის გაუწია. სწორედ აქედან დაიწყო მისი სამსახიობო წინსვლა, რაც დღემდე გრძელდება. დიასს ‘A-List’-ში შემავალ სელებრითთა შორის საპატიო ადგილი უჭირავს, ხოლო 2013 წელს დასახელდა 40 წელს გადაცილებულ მსახიობებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებად პიროვნებად. გთაბაზობთ, საინტერესო ფაქტებს ჰოლივუდის სექსიმბოლოდ აღიარებულ კამერონ მიშელ დიასის შესახებ.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


✖ კამერონ დიასი დაიბადა 1972 წლის 30 აგვისტოს სან დიეგოში, კალიფორნიაში.

✖ მისი სრული სახელია: კამერონ მიშელ დიასი.

✖ მისი ზედმეტსახელია კამი.

✖ მისი სიმაღლეა 1.74 სანტიმეტრი.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


◆ კამერონის დედა ბილი ჯოანი იმპორტ ექსპორტის აგენტი გახლავთ, ხოლო მამა ემილიო
ლუის დიასი კი მუშაობდა კალიფორნიური ზეთის
მწარმოებელი კომპანიისთვის. ჰყავს ერთი და ხიმენე.

მამამისი წარმოშობით კუბელია, ხოლო დედას კი ინგლისური და გერმანული წარმომავლობა აქვს.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


◕ აღმოაჩინა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა წვეულებაზე, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში
მოახერხა კამერონისთვის კონტრაქტი გაეფორმებინა ‘ელიტის’ სამოდელო სააგენტოსთან.

◕ მშობლებმა 16 წლის ასაკში მას ნება დართეს ემოგზაურა ხუთი ქვეყნის გარშემო, რათა სამოდელო სფეროში წარმატებებისთვის მიეღწია.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


● სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო და თანამშრომლობდა ისეთ ბერნდებთა, როგორებიც არიან ‘კელვინ კლეინი’ და ‘ლევისი’.

● 17 წლის ასაკში, 1990 წელს მან ჟურნალ ‘Seventeen’-ის გარეკანი დაამშვენა.

● 1991 წელს, დროებით გადავიდა ავსტრალიაში, სადაც 2-3 თვის განმავლობაში მონაწილეობას ღებულობდა კოკა-კოლას სარეკლამო რგოლებში.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


21 წლის ასაკში, ‘ელიტის’ აგენტის რეკომენდაციით ქასთინგი გაიარა ფილმისთვის ‘ნიღაბი’. მანამდე არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონიდა და ეს მისთვის პირველი ფილმი იყო, რომელმაც დიდი კარიერული წინსვლა უწინასწარმეტყველა. ფილმი 1994 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად პროექტად დასახელდა, ხოლო კამერონმა არა მარტო ჯიმ ქერის გაუწია პარტნიორობა, არამედ სექს სიმბოლოს სტატუსიც დაიმკვიდრა ჰოლივუდში.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


❦ სამარკო ნიშანი: მას თითქმის ყველა ფილმში საცეკვაო ნომერი აქვს შესასრულებელი.

❦ ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ სცენარს არასოდეს კითხულობს და ნატრობს, რომ ფილმები
გადაღებულ იქნეს დასაწყისიდან დასასრულამდე, რადგან ხშირ შემთხვევაში უჭირს სიტუაციაში გარკვევა.

‘ჩარლიზ ანგელოზების’ გადასაღებ მოედანზე მან გაიცნო დრიუ ბერიმორი, რომელიც მოკლე
დროში მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. სწორედ კამერონი იყო დრუს მეჯვარე ქორწილში.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


▼ 18 წლის ასაკში, ავსტრალიაში ალკოჰოლის ზედმეტი დოზისგან მოიწამლა.

▼ 1999 წელს, ლოს ანჟელესის პოლიციამ ლაქსის აეროპორტის თანამშრომელი დააკავა,
რომელმაც კამერონს კუთვნილი პასპორტი და ფული მოპარა ჩანთიდან.

▼ 2003 წელს, თავის დაბადების დღეზე ჰავაიზე სერფინგისას ცხვირი გაიტეხა.

▼ 2003 წელს, მას ფოტოგრაფი ჯონ რატერი ემუქრებოდა 1992 წელს
გადაღებული ფოტოსესიიდან შიშველი ფოტომასალის გამოქვეყნებით.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


▼ ჟურნალმა ‘Empire’-მა კამერონი ‘100 Sexiest Stars’-ის სიაში მე-13 ადგილზე დაასახელა.

▼ დიასის ერთ-ერთი ცუდი ჩვევა დაგვიანებაა. ის ყოველთვის და ყველგან იგვიანებს,
გადასაღებ მოედანზე თუ მის გარეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

▼ საშინელებათა ჟანრის ფილმის ‘Silent Hill’-ის რეჟისორი მხოლოდ და მხოლოდ
კამერონს მოიაზრებდა მთავარ როლზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებსაინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებსაინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


◆ ბავშობისას მეგობრები მას ჩონჩხს ეძადნენ, რადგან იყო ძალიან მაღალი და თხელი.

◆ 2006 წელს გადაწყვიტა ცხვირის კორექციის ოპერაცია გაეკეთებინა, რადგან 4-ჯერ გაიტეხა.

◆ მისი საუკეთესო მეგობრები არიან გვინეტ პელტროუ და რიზ ვიზერსპუნი.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


✂ კამერონის სახელს ცნობილი ბრიტანელი მომღერალი
რობი უილიამსი ახსენებს სიმღერაში ‘I Will Talk and Hollywood Will Listen’.


✂ განაცხადა, რომ მარტინ სკორსეზეს ფილმში ‘Gangs of New York’-ში
მონაწილეობა მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაილაითი იყო.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


✂ 1997 წელს, მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ნახვად ფილმში ‘My Best Friend’s Wedding’. მის როლზე პროდიუსერები სხვა მსახიობს მოიაზრებდნენ, თუმცა ჯულია რობერტსმა ხელდახელ შეარჩია კამერონი და დერმოტ მალრონი, რადგან ფიქრობდა რომ დიასი იდეალური კანდიდატურა იყო ფილმისთვის.

‘My Best Friend's Wedding’-ის გადასაღებ მოედანზე ლეგენდარულმა ჯულია რობერტსმა კამერონს ქსოვა ასწავლა.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


✖ კამერონი არ ხმარობს ჰიგიენურ საშუალებებს მაგალითად დეზოდორანტს.

✖ მსახიობმა აღიარა, რომ სისუფთავეზე ზედმეტადაა კონცენტრირებული,
ხელებს ხშირად იბანს და კარის სახელურს ყოველთვის იდაყვით აღებს.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


✖ დადიოდა იმავე სკოლაში, სადაც ცნობილი რეპერი სნუპ დოგი. ‘კამერონი იყო შესანიშნავი ჩირლიდერი, ყოველთვის დახტოდა და მხიარულობდა.' - აცხადებს რეპერი. ‘სნუპი იყო ძალიან მაღალი და ძალიან გამხდარი. დარმწუნებული ვარ, რომ შესაძლოა ერთი ორჯერ მარიჯუანა ვიყიდე მისგან.’ - ხუმრობით აღნიშნა კამერონმა ჯორჯ ლოპესთან შემდგარ ინტერვიუში.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


☢ 2005 წელს, მან მსახიობობისგან დროებითი შესვენება აიღო და ‘MTV’-ის რეალითი შოუში მიიღო მონაწილეობა, რომლის პროდიუსერიც თავადვე იყო.
შოუ ასახავდა ეკოლოგიურ პრობლემებს. გადაცემის ფარგლებში კამერონმა სხვა სელებრითებთან ერთად იმოგზაურა მრავალ ეკოლოგიურად დაუცველ ქვეყანაში.

☢ დიასი დიდ დროს უთმობს გარემოს დაცვით კამპანიებში მონაწილეობას და ყველას
მოუწოდებს იზრუნონ დედამიწაზე და მაქსიმალურად შეეცადონ არ დააბინძურონ იგი.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


☢ დიასს ხშირად აღნუნიშნავს, რომ ამაყობს ლათინური ფესვებით და
ლათინოსებისთვის დამახასიათებელ სულს თითქმის ყველა როლში აქსოვს.

☢ ის ცნობილი შოუს ‘Saturday Night Live’-ის წამყვანად სამჯერ მოგვევლინა, რაც დიდი პატივია.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებსაინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებსაინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


☛ მისი აიდოლია ოსკაროსანი მსახიობი ჰელენ მირენი, რომელსაც ახასიათებს ბრიტანეთის სექსიმბოლოდ.

☛ 1998 წელს, კამერონის მონაწილეობით გამოვიდა კომედიური ჟანრის ფილმი ‘There’s something about Mary’,
სადაც პარტნიორობა ბენ სტილერსა და მეთ დილონს გაუწია. ერთ-ერთ სცენაში მსახიობის მამაც მონაწილეობს.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


☛ 2009 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებდა
მონაწილეობას მიუზიკლში, რომ არა მისი საშინელი ვოკალური
მონაცემები.

☛ 2001 წელს, გამოვიდა ცნობილი ფილმი ‘Vanilla Sky’, სადაც მან პარტნიორობა გაუწია ტომ კრუზსა და პენელოპე კრუზს.
კამერონმა ფილმში ტომის სასიყვარულო ობიექტი განასახიერა. მისი პერფორმანსი კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასდა.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


☛ 2006 წელს, საზოგადოებამ იხილა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საახალწლო რომანტიკული კომედია ‘არდადეგები’, სადაც დიასთან ერთად მონაწილეობენ ქეით უინსლეტი, ჯუდ ლოუ და ჯეკ ბლეკი. სცენარისტი სცენარის წერის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ამ ოთხს მსახიობს მოიაზრებდა.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებსაინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


☛ 2009 წელს, კამერონმა სამკმაოდ განსხვავებული როლი მოირგო დრამაში ‘The Sister’s Keeper’. მსახიობმა ერთ-ერთ
ინტერვიუში განაცხადა, რომ როლი თამამი გამოწვევა იყო მისთვის და შემოთავაზებას დიდი სიამოვებით დათანხმდა.

☛ 2010 წელს, დიასმა რიგით მეორედ გაუწია პარტნიორობა ლეგენდარულ მსახიობს ტომ კრუზს ფილმში ‘Knight and Day’. ყველა
ფიზიკური დატვირთვა, რომელსაც ფილმში ასულებენ თავად კამერონისა და ტომის მიერაა განხორციელებული და არა დუბლიორის.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებსაინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


☛ ფილმში ‘Bad Teacher’, რომლის პრემიერა 2011 წელს შედგა დიასს გამუდმებით დიზაინერ კრისტიან ლაბუტენის ფეხსაცმელები აცვია.
შეთანხმება მოხდა კონტრაქტის თანახმად, რათა კამერონსა და ფილმს ბრენდისთვის ერთგვარი პრომოუშენი გაეკეთებინა.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


✖ კამერონს უყვარს მძიმე მეტალი და როლის მოსმენა. მისი საყვარელი ჯგუფია ‘AC/DC’.

✖ ის ვერ იტანს ავტოგრაფების დარიგებას და საკუთარ ფანებს ხშირად უკითხავს ლექციებს იმის შესახებ
თუ როგორი სულელური საქციელია ავტოგრაფისთვის დიდხანს ყინვაში თუ ქარში ლოდინი.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


❤ კამერონი არასოდეს ყოფილა ქორწინებაში და არ ჰყავს შვილები.
‘ქორწინება არასოდეს ყოფილა ის, რაც მე მსურდა.’- განაცხადა მსახიობმა.

❤ 1999 წლიდან კამერონი ხვდებოდა ცნობილ მსახიობსა და მომღერალს, ოსკაროსან ჯარედ ლეტოს. მათი ურთიერთობა საკმაოდ პრივატული იყო და პაპარაცებისგან მალული. წყვილის გზები გაიყარა 2003 წელს, მას შემდეგ რაც კამერონის პოპულარობამ პიკს მიაღწია, ხოლო ლეტო კი ბენდ ‘30 Seconds to Mars’-ის წინსვლაზე გადაერთო.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


4 წლის განმავლობაში, 2007 წლამდე ის ხვდებდა ცნობილ მუსიკოსს ჯასტინ ტიმბერლეიკს. ურთიერთობის დასრულების მიზეზად პრესაში დიასის ღალატი დასახელდა, თუმცა მსახიობმა ეს ჭრები კატეგორიულად უარყო. წყვილი კვლავ ერთად ვიხილეთ 2011 წელს ფილმისთვის ‘Bad Teacher’.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


❤ 2014 წლიდან კამერონი ხვდება როკ ვარსკლავს ბენჯი მედენს, რომელთანაც საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აკავშირებს. ახლო მეგობრების თქმით წყვილი მზადაა დარჩენილი ცხოვრება ერთად გაატაროს და თავი შვილებს მიუძღვნას. თუმცა, ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიასის უახლოესი მეგობარი დრიუ ბერიმორი მხარს არ უჭერს მათ კავშირს და ფიქრობს, რომ ბენჯი კამერონისთვის სულაც არაა შესაფერისი კანდიდატურა.

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებსაინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებსაინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ

საინტერესო ფაქტები კამერონ დიასის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top