;

17 December 2014      AnnLennon1     Views 3888    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებსაინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებსაინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


ბრიტანი მერფი იყო უნიჭიერესი ჰოლივუდელი მსახიობი და მომღერალი, რომელიც დაიბადა 1977 წლის 10 ნოემბერს და გარდაიცვალა 2009 წლის 10 დეკემბერს. კარიერა დაიწყო მომღერლობით და თანდათან გადაინაცვლა დიდ კინოში, რამაც უზომოდ დიდი პოპულარობა მოუტანა. გარდა ამისა, მონაწილეობას ღებულობდა ბროდვეის არა ერთ დადგმაში. ის იყო ერთ-ერთი თავმდაბალი სელებრითი, რომელიც ცდილობდა წარმატება და ცნობადობა მოეპოვებინა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნიჭის წყალობით და არა სკანდალებით. მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა ყველა დაამწუხრა და ჭორები მისი გარდაცვალების შესახებ დღემდე არ ცხრება. სიახლეში თქვენ იხილავთ საინტერესო ფაქტებს ბრიტანი ენ მერფის ცხოვრებიდან, რომლის გადამდები ღიმილი ყველას დიდხანს ემახსოვრება.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


✖ ბრიტანი მერფი დაიბადა 1977 წლის 10 ნოემბერს, ატლანტაში, ჯორჯიაში.

✖ გარდაცვალების თარიღია 2009 წლის 20 დეკემბერი, ლოს ანჟელესი.

✖ მისი სრული სახელია: ბრიტანი ენ ბერტოლოტი.

✖ მისი ზედმეტსახელია: ბრიტ

✖ მისი სიმაღლეა: 1.60 სანტიმეტრი.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


◎ მშობლების ოფიციალურად დაშორების შემდეგ მან არჩია ნამდვილი გვარი შეეცვალა და
გამხდარიყო ბრიტანი ენი მერფი
ბრიტანი ბერტოლოტის ნაცვლად.

◎ მისი მშობლები იყვნენ შერონ კეტლინ მერფი და ანჯელო ჯოზეფ ბერტოლოტი.
ბრიტანი კი იზრდებოდა დედასთან ერთად ნიუ ჯერსის შტატში.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


◎ 1991 წელს, დედასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ლოს ანჟელესში, რათა სამსახიობო კარიერაში ეცადა ბედი.

◎ ბრიტანიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორედ დედა იყო, რომელმაც წარმატებული კარიერის დაწყებაში
ხელი შეუწყო: ‘როდესაც დედას ვთხოვე კალიფორნიაში გადავბარგებულიყავით მან ყველაფერი გაყიდა და ჩემთან ერთად წამოვიდა.
მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების.’


საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


Δ მერფის დედა შერონი ირლანდიური წარმომავლობის მქონეა, ხოლო მამა კი იტალიური.

Δ გაიზარდა ბაპტისტური რელიგიის მიმდევრად, ხოლო მოგვიანებით გახდა შეუზღუდავი ქრისტიანი.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


Δ ბავშვობისას დადიოდა ცეკვაზე და კვირაში 6 დღე ვარჯიშობდა.

Δ პოპულარობამდე ძიძად მუშაობდა, რათა ფული შეეგროვებინა და ლურჯი ლინზები ეყიდა.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებსაინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებსაინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


♬ მერფის კარიერული წინსვლა დაიწყო მომღერლობით. ‘ჩემი სასიმღერო ხმა რადიკალურად
განსხვავდება სალაპარაკო ხმისგან. მე ამ ნიჭს საიდუმლოდ ვინახავდი წლების განმავლობაში.’


♬ ადრეულ ასაკში იყო სოლისტი 90-იანების ბენდისა ‘'Blessed With Soul'.

♬ მისი ცნობილი ქავერებია ქუინის ‘Somebody to Love’, Earth, Wind & Fire, Boogie Wonderland.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


✄ 1995 წელს გამოვიდა ახალგაზრდული ფილმი ‘Clueless’ მერფის მონაწილეობით. მან
მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, თუმცა დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი.

✄ ფილმ ‘Clueless’-ის პრემიერაზე, 1995 წელს გამოცხადდა თავისივე კაბითა და მაკიაჟით, რადგან იმ პერიოდში სტილისტი არ ჰყავდა.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებსაინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


✘ მას მონაწილეობა უნდა მიეღო ცნობილი მუსიკოსის ჯენის ჯოპლინის ბიოგრაფიულ ფილმში და განესახიერებინა ჯენისი, თუმცა პროექტი ვერ შედგა გარკვეული უთანხმოებების გამო მომღერლის რეპერტუარის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით. როლისთვის იბრძოდნენ კორტნი ლოვი და ემილი უოტსონი, თუმცა მერფიმ საბოლოოდ ყველა დაამარცხა.

✘ 2003 წელს, ჟურნალმა ‘მაქსიმმა’ ბრიტანი ‘მაქსიმ ჰოტის’ სიაში შეიყვანა.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


✘ ის უკრავდა საყვირზე და პიანინოზე.

✘ მისი შთაგონების წყარონი იყვნენ ჯუდი გერლენდი, ბარბარა სტრეიზანდი და დაიანა როსი.

✘ ბრიტანი თავის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა ამერიკის ჯარის ნაწილს ბაღდადსა და ქუვეითში.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


⊗ ბრიტანი ტაბლიოდებს და პაპარაცებს უწოდებდა საკუთარ ოჯახის წევრებს, უცნაურ მამიდაშვილებსა და ბიძაშვილებს.

⊗ მას უბის წიგნაკი მუდამ საწოლის გვერდზე უჯრაში ჰქონდა შენახული. შუაღამისას იღვიძებდა და პოემებს წერდა.

⊗ მისი საუკეთესო მეგობრები იყვნენ ვაინონა რაიდერი და მერედიტ ზილი.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


⊗ 2003 წელს, მან მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Uptown Girls’ დაკოტა ფენინგთან ერთად. მოგვიანებით,
გადაღებების დასრულების შემდეგ თითოეული სამკაული, რომელიც მის პერსონაჟს ფილმში ეკეთა უკლებლივ შეიძინა.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებსაინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებსაინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


✿ ის იყო ახლომხედველი და მუდამ კონტაქტურ ლინზებს ატარებდა.

✿ ცნობილ მუსიკოსს ლიონელ რიჩს უწოდებდა მფარველ ანგელოზს.

✿ მან ბრიტნი სპირსის ყოფილი სახლი იყიდა და იქ არსებული ავეჯი დატოვა.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


✿ 2002 წელს, მან ემინემთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘8 მილი’. გადასაღებ მოედანზე ისინი ძალიან დაახლოვდნენ და ტაბლოიდები ხშირად წერდნენ მათი რომანის შესახებ, თუმცა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ახლო მეგობრები იყვნენ. ემინემი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ბრიტანის შუა თითის ჩვენება ასწავლა.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


✍ თმის ფერის შეცვლის შემდეგ, როდესაც დროებით ქერა თმებს დაემშვიდობა და გახდა ბრუნეტი მას
უჭირდა ფილმებში თამაში
და როლების მოპოვება, რადგან პროდიუსერები ქერა თოჯინას ამჯობინებდნენ.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


☛ 1999 წელს, მან ანჯელინა ჯოლისთან და ვაინონა რაიდერთან მონაწილეობა მიიღო დრამაში ‘Girl Interrupted’, სადაც ფსიქიკურად
აშლილი და გიჟის როლი შესანიშნავად მოირგო. კრიტიკოსებმა მისი შესრულება დადებითად შეაფასეს და ბრიტანის ამომავალი ვარსკვლავი უწოდეს.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


☛ 2003 წელს, ეშტონ კატჩერთან ერთად ითანამშრომლა რომანტიკული ჟანრის ფილმისთვის ‘ახალდაქორწინებულნი’.
გადასაღებ მეოდანზე მათ ურთიერთობა გააბეს და ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


☛ 2005 წელს გახდა ჯინსის მწარმოებელი ბრენდის ‘Jordache’-ს ოფიციალური წარმომადგენელი.

☛ მონაწილეობა აქვს მიღებული ორ მუსიკალურ ვიდეოში: ‘Fears' "Closest Thing to Heaven’ და ემინემის ‘My Name Is’.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


☛ 2000-იან წლებში ბრიტანიმ საგრძნობლად დაიკლო წონაში, რამაც პრესას სალაპარაკო თემა მისცა. ტაბლოიდებში წერდნენ, რომ მსახიობი კოკაინის მომხმარებელი იყო, თუმცა 2005 წელს ბრიტანიმ ოფიციალური კომენტარი გააკეთა ამ თემასთან დაკავშრებით: ‘არასოდეს! ცნობისთვის, მე არასოდეს გამისინჯავს ნარკოტიკი ჩემს ცხოვრებაში.’

☛ სამწუხაროდ, უნიჭიერესი მსახიობის სიცოცხლე საკმაოდ ადრეულ ასაკში დასრულდა. ბრიტანი გარდაიცვალა 2009 წლის 20 დეკემბერს, საკუთარ ბინაში. სამაშველო სამსახურმა მსახიობი სააბაზანოში იპოვა. ბევრს წერდნენ მისი მოულოდნელი სიკვდილის შესახებ, ამას მიაწერდნენ ნარკოტიკების გადაჭარბებულ დოზას. თუმცა, საბოლოო დასკვნის შედეგად ის ფილტვების ანთებამ იმსხვერპლა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მის სიკვდილს აბრალებდნენ დედას, შერონ მერფის, თუმცა ბრალდება არ დამტკიცდა.

☛ მისი გარდაცვალების შემდეგ ანდერძში ეწერა, რომ მისი ქონების მთლიანი ნაწილი ერგო დედამისს, შერონ მერფის.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


❤ ბრიტანის პირად ცხოვრებას რაც შეეხება ის დანიშნული იყო მენეჯერ ჯეფ კვატინეტზე, ხოლო შემდგომ 2005 წელს კი ჯო მაკალუსოზე. 2007 წელს კი მან იქორწინა ბრიტანელ სცენარისტზე საიმონ მონჯაკზე ლოს ანჟელესში, ებრაული წესით გავლით. ბოლო 3 წელი ბრიტანი და საიმონი ცხოვრობდნენ მსახიობის დედასთან შერონთან ერთად, ლოს ანჟელესში. საიმონი იმავე სიმპტომებით გარდაიცვალა ბრიტანის სიკვდილიდან 5 თვეში.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


✖ 2010 წელს, შერონ მერფიმ ბრიტანის მეუღლესთან საიმონთან ერთად დაარსა ბრიტანი
მერფის სახელობის ფონდი,
რომელიც დღემდე ეხმარება ბავშვებს და ასევე იბრძვის კიბოს წინააღმდეგ.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


✖ მერფის ბოლო ფილმია ‘Something Wicked’, რომელიც 2009 წლის დეკემბერში უნდა გამოსულიყო.
საბოლოოდ, კი 5 წელი დასჭირდა ამ პროექტს იმისთვის, რათა დღის შუქი ეხილა. ფილმის პრემიერა 2014 წელს შედგა.

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებსაინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბრიტანი მერფის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top