;

16 December 2014      Ancho.     Views 7520    
Category: Stars

როგორ ზრდიან ვარსკვლავები შვილებს

ერთი შეხედვით, დაიბადო ცნობილთა ოჯახში, იგივეა რაც მოიგო ლატარიის ბილეთი.
რეალურად კი ვარსკვლავი დედები და მამები შემოქმეეითი ნატურები არიან და მათი აღზრდის
პრინციპებიც ნაკლებად სტანდარტულია.

მადონას, რომელიც სანიმუშო მაგალითი არასოდეს ყოფილა, თავისი 4 შვილი ხელიხელჩაკიდებული
მიჰყავს. ლურდესი (18 წლის), როკკო (14 წლის), დევიდი (8წლის) და მერსი (5წლის).
მის სახლში არ მოიპოვება გაზეთები და ჟურნალები; არ აქვს ადგილი ღამის გაადაცემების ყურებას;
მავნე საჭმელი და ტკილეულოა იკრძალება; ძირს დაგდეული სათამაშო კი უმალ იგზავნება ნაგვის ურნისკენ.

"მე შვილებს ვრზდი მკაცრად, თუ რაიმე არ მიდის წესისამებრ, მათ ელით დასჯა."
განაცხადა დედამ და
დაიცვა კიდეც თავისი სიტყვა. მას შემდეგ რაც 16 წლის ლურდესი პაპარაცემა სიგარეტით ხელში დააფიქსირეს,
მადონამ ქალიშვილს სახლის პატიმრობა მიუსაჯა, მისი საკრედიტო ბარათები დაბლოკა და გათიშა საკაბელო
ინტერნეტ-ტელევიზია.

ვარსკვლავი მშობლები

ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის, ძალიან პოპულარულია რეიჩალ ვედილავის მეთოდიკა, რომელიც აღწერილია წიგნში «The Baby book, How to enjoy year one» / წიგნი ბავშვებზე და იმაზე თუ როგორ უნდა ვისიამოვნოთ მათი ცხოვრების პირველი წლით.
პირველივე კვირიდან მშობლებმა უნდა შეძლონ ბავშვის მართვა და არა მან იბატონოს. მაგალითად, რეიჩელი წერს, რომ არ უნდა დაურწიო და არც ხელში აიყვანო ჩვილი იმისათვის რომ დაამშვიდო.

მისი ერთ-ერთი ფანია გვინეტ პელტროუ. "რეიჩელის მიდგომამ გაამართლა ჩვენი ქალიშვილის მიმართებაში. 6თვის ეფლს ღამით უკვე 6-7 საათს ეძინა. ვფიქრობ ეს რეიჩელის რეკომენდაციების დახმარებით."

ვარსკვლავი მშობლები

ბექჰემების ოჯახსაც ვერ უგულშემატკივრებ ბოლომდე.
"ადვილი იქნეოდა უბრალოდ, რომ მიგვეცა უფლება ბავშვებისთვის მჯდარიყვნენ და არაფერი გაეკეთებინათ - განიხილავს დევიდი - მაგრამ ჩვენთან ეს ასე არ ხდება. უეჭველია, რომ მათ უნდა გამოიმუშავონ. სადილის შემდეგ მათ თავიანთი თეფშები სარეცხ მანქანაში უნდა შედონ და საკუთარი საწოლები გაასწორონ. თუ ისინი ამას არ გააკეთეენ, ვერ მიიღებენ ფულს ჯიბის ხარჯებისთვის."

ცოტა ხნის წინ კი 12 წლის რომეო გადაიღეს BURBERRY საშობაო სარეკლამო რგოლში,
რომლისთვისაც ბიჭუნას ჰონორარმა £45,000 ფუნტი შეადგინა!

http://data3.whicdn.com/images/63032275/large.gif


ვიქტორია აკონტროლებს რა გადაცემებს უყურონ ბავშვებმა და როგორ გააკეთონ საშინაო დავალება.
პატარა ჰარპერი ოჯახის რიტმში ჯერ კიდევ ვერ ზის, მისი უფროსი ძმები კი დასაძინებლად მკაცრი
საათობრივი გრაფიკით მიდიან.
9 წლის კრუზი საღამოს 7 საათზე, 12 წლის რომეო 8ის ნახევარზე,
ხოლო 15 წლის ბრუკლინს ნებას რთავენ 9-ის ნახევრამდე. ოჯახში აქვთ დასასჯელი სკამი-თუ რომელიმე
რაიმეს დააშავებს, ჯდება და თავის ცუდ საქციელს აანალიზებს.

ვარსკვლავი მშობლები
ვარსკვლავი მშობლები

თუ ზოგიერთი ვარსკვლავი მშოლები შვილებს უმკაცრესად ზრდიან, ზოგიერთები პირიქით, მათ ყოველ კაპრიზს
ასრულებენ. "ჩემს უფროსს ვაჟს საერთოდ არ ვმართავთ, მაგრამ ეს ნორმალურია, დამიჯერეთ. მე მომწონს მისთვის
თავისუფლების მინიჭება და გართობის საშუალება"
-ამბობს კრისტინა აგილერა, რომელიც ახალისებს 6 წლის
მაქს ლირონს. მისი აზრით, სრული არეულოა ოთახში და სიბინძურე მისი ხასიათში ინდივიდუალიზმის განვითარებას.

ვარსკვლავი მშობლები

ბრიტნი სპირსი ბავშვებს ზრდიდა "თავისუფალ ატმოსფეროში": კვებავდა ჰამბურგერებით, შემწვარი კარტოფილით და
ტკილი გაზიანი სასმელებით, რომლეზეც თავადაც გიჟდება. შვილებთან, 9წლის შონთან და 8 წლის ჯეიდენთან ერთად,
მოურიდებლად სეირნობდა ნახევრად შიშველ ტანისამოსში, ამბოდა უცენზურო სიტყვებს, ეთამაშებოდა სიგარეტებით და
ჯდებოდა რულთან არაფხიზელ მდგომარეობაში. მას შემდეგ რაც ეს ფაქტეი გამოააშკარავა ბრიტნის ყოფილმა სახლის
დამხმარემ, დედას გარკვეული დროით ბავშვებზე უფლეა ჩამოართვეს.

ვარსკვლავი მშობლები

ჯეინ პიტი შეშფოთებული იყო ხოლმე როგორ ზრდიდა რძალი პატარა შაილოს. კაბიან პრინცესად ყოფნას,
გოგონა ამჯობინებს ძმების ტანისამოსს და სახლში ითხოვს მიმართონ ბიჭის სახელით. მის დედას კი შვილის
ამგვარი გამოხტომები ნამდვილად არ აწუხებს. "შაილოს ბიჭად ყოფნა სურს. ამიტომ ჩვენ მას მოკლედ ვაჭრით თმას.
ის გიჟდება სპორტულ ტანისამოსზე და მკაცრ კოსტუმებზე შარვლებთან ერთად. ის ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მის ძმებს შორის."

-ამართლებდა ჯოლი. მსახიობს არ მიაჩნია აუცილელოად მიმართოს სიმკაცრეს - "ვფიქრობ შაილოს მსახიობის ყველა
მონაცემი აქვს. ბავშვობაში მეც ვიცვამდი და ვხტოდი სულელევით, როგორც ის."


ვარსკვლავი მშობლები
ვარსკვლავი მშობლები

სურის, ქეით ჰოლმსისა და ტომ კრუზის ქალიშვილის, ყველაზე კაპრიზულ ბავშვად მოიხსენიებენ ჰოლივუდში.
ტომი, როგორც საიენტოლოგიის მიმდევარი, ქალიშვილს დაბადებიდან რელიგიური კანონებით ზრდიდა.
სწავლების მიხედვით, მშობლები მუდმივად პოზიტიურები უნდა იყვნენ და წავიდნენ შვილის სურვილებზე.
ბავშვისთვის არ შეიძლება სიტყვა "არას" თქმა და თუ ის დაუფიქრელად იქცევა, არავითარ შემთხვევაში
არ უნდა გაუბრაზდნენ. უბრალოდ უნდა მიუთითონ არასწორ ქმედებაზე. ყოველი დაბადების დღეზე სური მშობლებისგან
იღებს $1 მილიონს. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ აღზრდაში შეუთანხმებლობამ გადააწყვეტინა ქეითს გაყრა.

ვარსკვლავი მშობლებივარსკვლავი მშობლები

სურისთვის კონკურენციის გაწევა ბლუ აივის, ბიონსესა და ჯეიზის ქალიშვილს შეუძლია.
1 წლის აღსანიშნავად გოგონამ მიიღო საბავშვო სკამი, რომელიც გაწყობილია $15 ათასის ღირებულების
სვაროვსკის თვლებით, ოქროს სარწეველა ცხენი ($618 ათასი) და ბრილიანტის თვლებიანი საცურაო კოსტუმი ($5200).
ბავშვს 6 მეთვალყურე უვლის. იმის აღნიშვნაც ზედმეტია, რომ მისი ყველა სამოსი ცნობილი დიზაინერების კოლექციეიდანაა.


ვარსკვლავი მშობლები
ვარსკვლავი მშობლები


Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top