;

8 December 2014      AnnLennon1     Views 4431    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებსაინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

ეშტონ კატჩერი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი და ინვესტორი, რომელიც დაიბადა 1978 წლის 7 თებერვალს, ამერიკაში, აიოვას შტატში. კარიერა დაიწყო მოდელობით და თანამშრომლობდა ცნობილ ბრენდებთან, თუმცა შემდგომ გადაწყვიტა, რომ სამსახიობო სფეროში ეცადა ბედი. მისი ცხოვრება მუდამ ვარდისფერი არ ყოფილა, პირიქით 16 წლის ასაკში თავის მოკვლაც კი სცადა, რათა ძმა გადაერჩინა. დღესდღეობით, ის ერთ-ერთი მისაბაძი და მოთხოვნადი პიროვნება გახლავთ ჰოლივუდში, რომელიც მუდამ ცდილობს პაპარაცებს თავი აარიდოს და პრესისთვის ნაკლებად თვალშისაცემი იყოს. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს კრისტოფერ ეშტონ კატჩერის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

✖ ✖ ✖
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

✖ ეშტონ კატჩერი დაიბადა 1978 წლის 7 თებერვალს, აიოვაში, ამერიკაში.

✖ მისი სრული სახელია: კრისტოფერ ეშტონ კატჩერი.

✖ მისი ზედმეტსახელებია: ეში და კატჩი.

✖ მისი სიმაღლეა: 1.89 სანტიმეტრი.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

✖ ეშტონის მამა ლერი წარმოშობით ჩეხეთიდანაა, ხოლო დედა დაიანა კი ირლანდიიდან და გერმანიიდან.

✖ გაიზარდა კათოლიკურ ოჯახში და ხშირად დადიოდა ეკლესიაში.

✖ ჰყავს ერთი და ტაუშა და ტყუპისცალი ძმა მაიკლი, რომელიც გულის პრობლემებით დაიბადა და
ადრეულ ასაკში გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ამას გარდა, მაიკლი დაავადებულია ცერემბრალური დამბლით.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

☞ ძმის ავადმყოფობა ეშტონს სტრესულ მდგომარეობაში აგდებდა. იხსენებს, რომ სახლიდან გასულს უკან მიბრუნება არ სურდა. 13 წლის ასაკში მან თავის მოკვლა განიზრახა, რათა მისი გული ძმისთვის გადაენერგათ. მამას უთხრა, რომ საავადმყოფოს აივნიდან გადახტომას აპირებდა, თუმცა საბედნიეროდ ექიმებმა სხვა დონორი მონახეს.

☞ 16 წლის ასაკში მისი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს. ეშტონზე ამ ყველაფერმა დიდი ზეგავლენა მოახდინა და მამიდაშვილთან ერთად სცადა შეპარულიყო სკოლაში და იქ არსებული ფული მოეპარა. ის დააპატიმრეს და 180 საათიანი საზოგადოებრივი საქმე დააკისრეს.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

☞ სკოლის ასაკში განუვითარდა ინტერესი მსახიობობისადმი და ხშირად მონაწილეობდა სასკოლო დადგმებში.

☞ 1996 წელს მან აიოვას კოლეჯში ჩააბარა ბიოქიმიურ საინჟინრო ფაკულტეტზე იმ მოტივაციით, რომ ძმის განსაკურნებელი წამალი გამოეგონებინა.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

☢ სკოლაში სწავლისას ჭიდაობაზე დადიოდა, თუმცა მიღებული ტრამვის შედეგად ვარჯიში შეწყვიტა.

☢ 1997 წელს, მან გაიმარჯვა აიოვას ადგილობრივ კონკურსში და სამოდელო კარიერა გააგრძელა ნიუ-იორკში.

☢ კარიერა დაიწყო მოდელობით ცნობილი ბრენდისთვის ‘კელვინ კლეინი’.

☢ პოპულარობამდე წმენდდა იატაკს და ასევე აბარებდა სისხლს, რათა გადასახადები გადაეხადა.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

☢ მან გაიარა ქასთინგი ‘NBC’-ის სატელევიზიო შოუსთვის ‘Wind on Water’, თუმცა სცენარის წაკითხვის შემდეგ პერსონაჟი, რომელიც უნდა განესახიერებინა არ მოეწონა და უარი განაცხადა როლზე. პარალელურად გაიმართა სხვა შესარჩევი ტური ახალგაზრდული სერიალისთვის ‘That '70s Show’, რომელიც ეშტონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი აღმოჩნდა და სწორედ იქ გაიცნო მილა კუნისიც.

☢ ‘That '70s Show’-ში მონაწილეობა მე-8 სეზონიდან შეწყვიტა, რათა დიდ კინოში ეცადა ბედი.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებსაინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებსაინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

✄ 2001 წელს, ქასთინგი გაიარა დენი უოლკერის როლისთვის ფილმში ‘პერლ ჰარბორი’, თუმცა ჯოშ ჰარტნეტმა დაამარცხა.

✄ განიხილებოდა დრიუ ბეილორის როლზე ფილმში ‘Elizabethtown’, თუმცა რეჟისორმა გადაწყვიტა,
რომ როლი უფრო გამოცდილი მსახიობისთვის გადაეცა და ასეთი ორლანდო ბლუმი აღმოჩნდა.

✄ მისი საუკეთესო მეგობარია ვილმერ ვალდერამა.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

✍ ის ლიბერალ დემოკრატია და მხარს უჭერდა ბილ კლინტონსა და ბარაკ ობამას.

✍ 2010 წლის თებერვალში, ეშტონი გაემგზავრა რუსეთში პრეზიდენტ ობამას კამპანიის
ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა ბრძოლას ტრეფიკინგის წინააღმდეგ.

✍ 2009 წელს, ეშტონმა ‘CNN’-საც კი გაუსწრო და თვითერზე 1 მილიონი ფოლოვერი დააგროვა.

✍ 2010 წელს, ჟურნალმა ‘Time Magazine’-მა ის ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად დაასახელა.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

✍ 1997 წელს, სტუმრად იყო მიწვეული ‘The View’-ში, სადაც განაცხადა, რომ მოწევას
თავი დაანება ფილმ ‘The Guardian’-ში
შესასრულებელი როლისთვის.

✍ მისი ჰობია მუსიკის მოსმენა, ვიდეო თამაშები და ვარჯიში.

✍ საყვარელი ფილმებია: ‘The Shawshank Redemption, Gladiator, Forrest Gump’.

✍ მისი ფავორიტი მსახიობები არიან ჯენიფერ ენისტონი, მერლინ მონრო და ტომ კრუზი.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებსაინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებსაინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

★ მან შექმნა სახალისო რეალითი შოუ ‘Punk’d’, რომელიც სელებრითებს სასაცილო
სიტუაციებს უწყობდა. შოუ 4 სეზონის განმავლობაში ‘MTV’-ზე გადიოდა.

★ განიხილებოდა ბეტმენის როლზე 2005 წლის ფილმში ‘Batman Begins’, თუმცა როლი კრისტიან ბეილმა მოირგო.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

★ ეშტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: ‘შესაძლოა ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობი
არასოდეს გავხდე, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ერთ-ერთი შრომისმოყვარე მსახიობი ვიქნები.’

★ მან ‘CBS’-ის სატელევიზიო შოუში ‘Two and a Half Men’ ჩარლი შინი ჩაანაცვლა, რამაც გაამართლა,
რადგან შოუმ 28,7 მილიონი ადამიანი მიიზიდა ეშტონთან თანამშრომლობის შემდეგ.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

✖ სირბილისას წარმოიდგენს, რომ დიდი ტახი მოსდევს და უფრო მოტივირებული ხდება.

✖ 2013 წლის 29 ოქტომბერს, ბრენდ ‘ლენოვოს’ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეშტონი
მათი ოფიციალური სახე და ახალი პროდუქტის ინჟინერია. კატჩერი უახლესი აიპადის სარეკლამო რგოლშიც მონაწილეობს.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

✖ ეშტონი ებრაული სწავლების კაბალას მიმდევარია. ის და დემი მური ხშირად ჩადიოდნენ ისრაელში, რათა უკეთ
გაცნობოდნენ იქაურ კულტურას, რელიგიას. ‘ისრაელში თითქოს ვუახლოვდები კრეატიულობას და რელიგიურობას.
ეს ადგილი ჩემთვის შთაგონების წყაროა.’- აცხადებს მსახიობი.

✖ 2003 წელს მან მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ კომედიაში ‘Just Married’, სადაც პარტნიორობა გაუწია
ბრიტანი მერფს. მათ ერთმანეთი ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებსაინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

▼ 2005 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა მორიგი რომანტიკული კომედია ‘A lot Like Love’, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი პროექტია თავის ჟანრში. კატჩერმა პარტნიორობა მშვენიერ ამანდა პიტს გაუწია. სცენა, სადაც ისინი მთვარის შუქზე ერთმანეთს კოცნიან სცენარში არ ეწერა და მთლიანად იმპროვიზირებული იყო ამანდასა და ეშტონის მიერ.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებსაინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებსაინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

▼ 2004 წელს ეშტონმა განსხვავებული როლი მოირგო დრამაში ‘The Butterfly Effect’. როლის უკეთ
მოსარგებად ის ჩაუღრმავდა ფსიქოლოგიას, ფსიქოლოგიურ აშლილობასა და ქაოსის თეორიას.

▼ ევანსის როლისთვის იბრძოდნენ ჯოშ ჰარტნეტი, ჯოშუა ჯექსონი და შონ უილიამ სკოტი.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

◆ 2013 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი ‘Jobs’, რომელიც ასახავს ყველასთვის კარგად ცნობილი სტივ ჯობსის ცხოვრებას. როლის მოსარგებად ეშტონი მკაცრ დიეტას იცავდა, რომელიც შედგებოდა მხოლოდდამხოლოდ ხილისგან. გადაღებების დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე მსახიობი იმდენად გამოიფიტა, რომ საავადმყოფოში მოათავსეს პანკრეასის ანთებით.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

◆ 2010 წელს, კატჩერის მონაწილეობით გამოვიდა მორიგი სასიყვარულო კომედია ‘Killers’, სადაც მან პარტნიორობა კეტრინ ჰეიგლს გაუწია.
ეშტონმა ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე მისი 13 წუთიანი ვიდეო განათავსა თვითერის ოფიციალურ გვერდზე და ფანებს ამით დიდი სიურპრიზი გაუკეთა.

◆ 2011 წელს ნატალი პორტმანთან ერთად, რომელიც მისი საყვარელი ქალის მილა კუნისის უახლოესი
მეგობარი გახლავთ მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რომანტიკულ კომედიაში ‘No Strings Attached.’

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

Δ 2012 წელს მან ცნობილ სუპერმოდელთან ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად
მონაწილეობა მიიღო ‘Colcci’-ის
გაზაფხული/ზაფხულის სარეკლამო კამპანიაში.

Δ 2008 წელს კი მან კამერონ დიასთან ერთად ითანამშრომლა ფილმისთვის ‘What Happens in Vegas.’
მისი თქმით კამერონთან თანამშრომლობა დაუვიწყარი გამოცდილება იყო.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

❥ 2003 წელს მან გაიცნო ცნობილი მსახიობი დემი მური და ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად 2005 წელს მათ იქორწინეს. ქორწილს 150 ადამიანი ესწრებოდა, უახლოესი მეგობრების და დემის ყოფილი მეუღლის ბრუს უილისის შემადგენლობით. წყვილი 2011 წელს ოფიციალურად დაშორდა ერთმანეთს. მიზეზი თავდაპირველად ეშტონის ღალატი იყო, თუმცა შემდგომ გაირკვა, რომ გაყრის ნამდვილი მიზეზი სწორედ მური გახლდათ, რომელიც ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და ეშტონთან დაშორების შემდეგ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

❤ ❤ ❤

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებსაინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

2012 წლის აპრილში, მან ურთიერთობა დაიწყო მილა კუნისთან, რომელსაც თინეიჯერობის ასაკიდან იცნობდა სატელევიზიო შოუს ‘That '70s Show’ წყალობით. 2014 წელს მათ ნიშნობა გამოაცხადეს,ხოლო 2014 წლის 30 სექტემბერს გოგონას მშობლები გახდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ კატჩერი იყო მილა კუნისისთვის პირველი მამაკაცი, რომელსაც აკოცა.

საინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებსაინტერესო ფაქტები ეშტონ კატჩერის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top