;

2 December 2014      AnnLennon1     Views 4949    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


დევიდ ბექჰემი - ალბათ, ეს სახელი და გვარი არამარტო სპორტის ფანებს ეცნობათ, არამედ ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. და მაინც, ისაა ბრიტანელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით ყველას თავი დაამახსოვრა და შეაყვარა. ბავშვობიდან თამაშობდა ფეხბურთს და მისი ერთადერთი მიზანი იყო გამხდარიყო ცნობილი ფეხბურთელი, რასაც უდავოდ მიაღწია. ამას გარდა, დევიდი გახლავთ აქტიური ქველმოქმედი, სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენელი და ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი და კეთილი სელებრითი. მას ახასიათებენ, როგორც ‘ოჯახის კაცს’, თბილსა და მოსიყვარულეს კადრსა და კადრს მიღმა. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს დევიდ რობერტ ბექჰემის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


♛ ♛
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


✖ დევიდ ბექჰემი დაიბადა 1975 წლის 2 მაისს, ლონდონში, ინგლისში.

✖ მისი სრული სახელია: დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი.

✖ მისი ზედმეტსახელებია დეივი, ბექსი, ოქროს ბურთი.

✖ მისი სიმაღლეა: 1.83 სანტიმეტრი.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


✖ ბექჰემის დედა სანდრა ჯორჯინა პარიკმახერია, ხოლო მამა დევიდ ედუარდ ალანი კი სამზარეულოს მექანიკოსი.

✖ მისი ბაბუა დედის მხრიდან ებრაელი იყო და თვლის, რომ ნახევრად ებრაელია.

✖ იხსენებს, რომ ბავშვობისას მშობლებთან და დებთან ერთად ყოველ კვირას დადიოდა ეკლესიაში და ესწრებოდა წირვას.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


✖ ბავშვობიდან თამაშობდა ფეხბურთს და მისი მიზანი იყო გამხდარიყო ცნობილი ფეხბურთელი. ‘როდესაც
მასწავლებლები მეკითხებოდნენ თუ რა მსურდა სამომავლოდ, ყოველთვის ვპასუხობდი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა.’


✖ 11 წლის ასაკში მან ფეხბურთელთა კონკურსში გაიმარჯვა, საიდანაც გააგზავნეს ბარსელონაში.
იქ თამაშისას პატარ დევიდმა მანჩესტერ იუნაითედის წარმომადგენლებთა ყურადღება მიიქცია.

✖ 14 წლის ასაკში მანჩესტერ იუნაითედმა მიიწვია ახალგაზრდულ ნაკრებში სათამაშოდ.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


პირველი გოლი ინგლისის ნაკრებისთვის გაიტანა 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში.

☛ ინგლისის გუნდის კაპიტანი გახდა 2000 წელს, თუმცა 2006 წელს მისივე გადაწყვეტილებით ამ თანამდებობაზე უარი განაცხადა.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


☛ 2003 წელს დევიდი რეალ მადრიდის გუნდმა იყიდა 24,5 ევროდ.

☛ მას შემდეგ, რაც რეალ მადრიდმა განაცხადა, რომ ბექჰემი მათთან არ ითამაშებდა, მან
კონტრაქტი გააფორმა ლოს ანჟელესის გალაქსისთან 50 მილიონ დოლარად წელიწადში.

☛ დევიდის ფეხები დაზღვეულია 70 მილიონ დოლარად.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


Δ 2001 წელს, ბრიტანული ჟურნალის ‘Celebrity Bodies’-ის მიერ დასახელდა საუკეთესო სხეულის მქონე მამაკაცად.

Δ ბრიტანული ჟურნალის ‘Heat’-ის მიერ 2001 წელს დასახელდა საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცად.

Δ 2002 წელს, ის დასახელდა ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


Δ 1996 წელს ბექჰემი საქართველოს, თბილისს ესტუმრა, რათა საქართველოს ნაკრებთან ეთამაშა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო მატჩი. თავად ფეხბურთელი იხსენებს, რომ საუკეთესო მეგობართან ერთად გარი ნევილთან ერთად იწვა სასტუმროს ნომერში, როდესაც ტელევიზორში იხილა ‘Spice Girls’-ის ახალი ვიდეო ‘Say You'll Be There’ და თვალი მოკრა ვიქტორიას. გარის კი მიუბრუნდა და უთხრა, რომ სწორედ ეს ქალი უნდა ყოფილიყო მისი მეუღლე. რამოდენიმე თვის შემდეგ მათ ერთმანეთი გაიცნეს და ურთიერთობაც გააბეს.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


✍ ბექჰემი წლებია იტანჯება ‘obsessive compulsive disorder’ , რაც ჩვენი სიტყვებით ნიშნავს წესრიგის
არანორმალურად სიყვარულს. ვიქტორიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე ისაუბრა: ‘სახლში სამი მაცივარი გვაქვს.
ერთში საჭმელია მოთავსებული, მეორეში სალათები, ხოლო მესამეში კი სასმელი.


✍ მას აქვს ორნიტოფობია ანუ ჩიტების შიში.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


✍ 2003 წელს ბრიტანეთის დედოფლის მიერ დაჯილდოვდა ბრიტანული
იმპერიის ოფიცრის წოდებით
, ფეხბურთში მიღწეული წარმატებების შედეგად.

✍ მისი კარიერა იმდენად შთაბეჭდავია, რომ სტეფორდშირის უნივერსიტეტმა ინგლისში მას 12 კვირიანი კურსი მიუძღვნა.

✍ 2002 წელს მისი სახელწოდებით გამოვიდა ფილმი ‘'Bend it like Beckham'. ვიქტორიას
და მას სურდათ, რომ ფილმში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოახერხეს.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


◆ ბექჰემი წლებია ‘UNICEF’-ის ორგანიზაციის ერთგული მხარდამჭერია, ხოლო 2005 წელს ორგანიზაციამ ის ოფიციალურ ელჩად დანიშნა
სპორტული ღონისძიებების და სპორტის განვითარების კუთხით. ფეხბურთელი ასევე მხარს უჭერს და პარტნიორია ელტონ ჰონის ‘AIDS’ ფონდის.

◆ 2007 წლის 17 იანვარს, 19 წლის რებეკა ჯონსტოუნს, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული
დაურეკა თავად ბექჰემმა და მოგვიანებით რეალ მადრიდის ხელმოწერილი მაისური გაუგზავნა. რებეკა 2007 წლის 29 იანვარს გაირდაიცვალა.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


◆ პარიზის ახალ გუნდში ‘Paris St-Germain’-ში გადასვლის შემდეგ მან ფრანგულის შესწავლა დაიწყო.

◆ ის გიჟდება მშობლიურ ბრიტანულ სამზარეულოზე, განსაკუთრებით ღვეზელზე, რომელიც
პარიზში და ესპანეთში ცხოვრებისას ვერსად ნახა. სწორედ ამიტომ, ღვეზელი სპეციალურად ჩაჰქონდათ ბექჰემისთვის.

◆ 2013 წელს, ჩინეთის ხელმძღვანელობამ ბექჰემი საერთაშორისო ელჩად დანიშნა ჩინური ფეხბურთის განვითარების ფარგლებში.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


◆ მისი წიგნი ‘Beckham - Both Feet on the Ground’ გამოსვლისთანავე ბესთსელერი გახდა.

◆ მისი საყვარელი გაკვეთილი სკოლაში იყო ხელოვნების.

◆ ამბობს, რომ არა ფეხბურთელობა ის კარიკატურების მხატვარი იქნებოდა.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


✘ გიჟდება ტატუებზე და თითქმის მთელი სხეული აქვს მოხატული. მისი თქმით თითოეული ტატუ რაღაცას აღნიშნავს.
‘სხეულზე ჩემი შვილებისა და ჩემი მეუღლის სახელები მაქვს ამოტვიფრული. როდესაც შემომხედავთ მე მიხვდებით იმასაც,
რომ ისინი ყველაფერს ნიშნავენ ჩემთვის.’


საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


✘ 2004 წლის აპრილში, ბრიტანული ტაბლოიდები აჭრელდა ინფორმაციით, რომ მას ინტიმური კავშირი ჰქონდა თავის პირად ასისტენტთან რებეკა ლოსთან,
ხოლო ერთი კვირის შემდეგ ავსტრალიელი მოდელი სარა მერბეკი მსგავსი ფაქტის შესახებ ალაპარაკდა. თუმცა, ბექჰემმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ორივე შემთხვევა უაზრო და სასაცილო ბრალდება იყო.

✘ 2003 წელს მან 160 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა ბრენდ ‘ადიდასთან.

✘ 2009 წლამდე, 10 წლის განმავლობაში იყო ‘პეპსის’ სახე.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


☞ დევიდმა ვიქტორიას ძვირადღირებული სიურპრიზი გაუკეთა, როდესაც ნაპაში ღვინისქარხანა იყიდა.

☞ ‘H&M’-ის სარეკლამო რგოლი ბექჰემის მონაწილეობით, რომელიც რეჟისორმა
გაი რიჩიმ გადაიღო ერთ კვირაში მილიონობით ადამიანმა ნახა.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


☞ მისი უახლოესი მეგობარია ტომ კრუზი. ტომმა მეგობარს კუთვნილი თვითმფრინავი ათხოვა,
რათა პარიზში თამაშსას ლონდონში უპრობლემოდ ჩასულიყო და დრო დაეზოგა.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


☞ მან სამსახიობო გამოცდილება დახვეწა ცნობილ წამყვანთან ელენ დეჯენერასთან ერთად,
როდესაც მის რამოდენიმე სახალისო სკეტჩში მიიღო მონაწილეობა.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


❤ ❤ ❤

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


1997 წელს გაცნობიდან მალევე ვიქტორიამ და დევიდმა სასიყვარულო ურთიერთობა გააბეს და მედიის ყველაზე დიდი ყურადღება მოიპოვეს. 1998 წელს, დევიდმა ინგლისის ერთ-ერთ რესტორანში მას ცოლობა სთხოვა. 1999 წელს, კი ირლანდიის ერთ-ერთ ციხე-დარბაზში მათ იქორწინეს. მათი საქორწინო ცერემონია ათასობით ევრო დაჯდა, ხოლო ქორწილის სურათები წყვილმა ექსკლუზიურად ჟურნალ ‘ოკეის’ მიჰყიდა 2.2 მილიონ დოლარად.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


★ 1999 წელს, ბექჰემებმა იყიდეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასახლედ აღქმული სახლი 7.5 მილიონ ევროდ.

★ დევიდი და ვიქტორია ფლობენ უზარმაზარ სახლს ბევერლი ჰილსზე, რომელიც შეფასებულია 22 მილიონ დოლარად,
ხოლო მათი მეზობლები არიან ჯეი ლენო და ტომ კრუზი.

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


❤ ვიქტორიასა და დევიდს ჰყავთ ჯერჯერობით 4 შვილი: ბრუკლინი, რომეო, კრუზი და ჰარპერი.
ბრუკლინისა და რომეოს ერთ-ერთი ნათლიაა ცნობილი მუსიკოსი ელტონ ჯონი.


საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


♚ 2013 წლის მაისში ბექჰემმა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. ‘ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი ჩემი ოჯახის გარეშე. ჩემმა მშობლებმა ბევრი რამ დათმეს ჩემი მიზნების მისაღწევად, ხოლო რაც შეეხება ვიქტორიასა და ბავშვებს სწორედ ისინი იყვნენ ჩემი შთაგონების წყაროდი მეთამაშა ფეხბურთი უმაღლეს დონეზე. მე ვარ ბედნიერი, რომ ჩემი ოცნებების მაქსიმალურად განხორციელება შევძელი.’

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებსაინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ

საინტერესო ფაქტები დევიდ ბექჰემის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top