;

2 December 2014      ANGEL     Views 7051    
Category: Stars



Victoria's Secret-ის მოდელები ვარდისფერი თვითმფრინავით სპეც რეისით ჩაფრინდნენ ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. სადაც VS-ს გრანდიოზული შოუ-ჩვენება გაიმართება. ერთი თვითმფრინავის ბორტზე შეიკრიბნენ ცნობილი სუპერმოდელები და PINK-ის ახალგაზრდა მოდელები, მუსიკოსები - მათ შორის ტეილორ სვიფტი, რამდენიმე ბლოგერი და ცნობილი ჟურნალისტი. ქალბატონებმა ბორტზე მინი-წვეულება მოაწყვეს და ხანგრძლივი ფრენის პირობებში ცოტა გამოძინებაც მოასწრეს.

ლონდონში ჩასვლისთანავე გოგონები ადგილობრივ ბუტიკს ესტუმრნენ, დღეს კი უკვე ვხედავთ, რომ ყველანი სასტუმროში განთავსდნენ და შოუს დაწყებამდე აქტიურად ვარჯიშობენ. ყოველ მათგანს ევალება შეასრულოს მათთვის გაწერილი დატვირთული სავარჯიშო პროგრამა, შემდგომ თავის მოვლის სხვა პროცედურები, რეპეტიცია და მაკიაჟი ელით... ამ ყოველივეს VS ანგელოზები თავად გვიზიარებენ ფოტოების სახით სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე.



















































Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top