;

19 November 2014      AnnLennon1     Views 5470    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

პრიანკა ჩოპრა გახლავთ ინდოელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი, რომელიც დაიბადა 1982 წლის 18 ივლისს. თავდაპირველად სურდა გამხდარიყო ფიზიკოსი ან ინჟინერი, თუმცა დედის დაჟინებული თხოვნით სამოდელო ბიზნესში ჩაება და 2000 წელს ‘მის მსოფლიოს’ კონკურზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მიღწეული წარმატების შემდეგ გადაწყვიტა სამსახიობო სფეროში ეცადა ბედი, რამაც უდავოდ გაამართლა და დღესდღეობით პრიანკა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობი გახლავთ ბოლივუდში. გარდა ამისა, ცდილობს კარიერის აწყობას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რასაც წარმატებულად ანხორციელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ყველაფერთან ერთად ჩოპრა ‘UNICEF’-ის კეთილი ნების ელჩი გახლავთ. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ინდოელი ლამაზმანის პრიანკა ჩოპრას ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

✖ პრიანკა ჩოპრა დაიბადა 1982 წლის 18 ივლისს, ბიჰარში, ინდოეთში.

✖ მისი ზედმეტსახელია: მიმი

✖ მისი სიმაღლეა: 1.69 სანტიმეტრი.

✖ მისი სამარკო ნიშანია ღიმილი და ტუჩები.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

✖ პრიანკას დედა და მამა ფიზიკოსები არიან, რომლებიც მუშაობდნენ ინდოეთის ჯარში.

✖ მას ჰყავს ძმა შიდჰართი, რომელიც 7 წლით უმცროსია მასზე.

✖ ბავშვობისას მშობლების პროფესიიდან გამომდინარე ხშირად უწევდა ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრება და სკოლის შეცვლა. ამბობს, რომ ამ ყველაფერმა ერთგვარი გამოცდილება შესძინა, რადგან გაეცნო ინდოეთის მრავალფეროვან კულტურას.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

❀ 13 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა მამიდასთან ამერიკაში. მან დაიწყო მონაწილეობის მიღება სხვადასხვა თეატრალურ დადგმაში, დადიოდა ცეკვაზე და სიმღერაზე, თუმცა სურდა გამხდარიყო ფიზიკოსი ან ინჟინერი.

❀ თინეიჯერობის ასაკში ამერიკაში ცხოვრებისას ხშირად რასისტული გამოთქმების მსხვერპლი გამხდარა. იხსენებს, რომ ბავშები მას კანის ფერის გამო დასცინოდნენ. ‘თავმდაბალი ბავშვი ვიყავი და თავდაჯერებულობა მაკლდა.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

❀ 3 წლის შემდეგ დაბრუნდა ინდოეთში, სადაც დედამ სამოდელო სააგენტოში შეიყვანა. გაიმარჯვა რამოდენიმე ადგილობრივ კონკურსში, ხოლო 2000 წელს მონაწილეობა მიიღო ‘მის მსოფლიოს’ კონკურზე, სადაც ‘Miss World 2000’-ის ტიტული მოიპოვა.

❀ მას ახლო ურთიერთობა აქვს ოჯახთან, განსაკუთრებით კი მამასთან ჰქონდა, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა. პრიანკამ მისი ხსოვნის პატივსაცემად ხელზე ტატუ გაიკეთა ‘Daddy's lil girl.’

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

★ ‘მის მსოფლიოს’ კონკურსზე გამარჯვების შემდეგ პრიანკას კინო პროდიუსერებმა სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობა შესთავაზეს. მისი დებიუტი ფილმში შედგა 2002 წელს, თუმცა ინდოელმა კინოკრიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ მისი პერფორმანსი არც თუ ისე დამაჯერებელი იყო.

★ 2005 წელს მან ექვს ინდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა და კრიტიკოსების გულიც მოიგო. სწორედ აქედან დაიწყო მისი წინსვლა კინო ინდუსტრიაში და თანდათან გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობი ინდოეთში.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

★ მსახიობობასთან ერთად მან მუსიკაშიც სცადა ბედი და განაცხადა, რომ მამამისი არაჩვეულებრივი მომღერალი იყო და სწორედ ამან გადააწყვეტინა გამხდარიყო მომღერალი. მსახიობი რამოდენიმე ფილმში თავად მღერის.

★ 2011 წლის აგვისტოს კი მან კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ სტუდიასთან ‘Universal Music Group’, რომელმაც მის მენეჯერად ტროი კარტერი დანიშნა. ტროი ცნობილი პოპვარსკვლავის ლედი გაგას ერთ-ერთი მენეჯერია.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

♔ 2012 წელს ის გახდა პირველი ბოლივუდელი მსახიობი, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა ‘Creative Artists Agency’-თან, ლოს ანჟელესში. მან დაიწყო ალბომზე მუშაობა და დაწერა რამოდენიმე სიმღერა, რომელთაგან ერთ-ერთი პოპულარულია ‘In My City’ ცნობილი რეპერის უილ აი ემის მონაწილეობით.

♔ 2013 წელს გამოვიდა ჩოპრას მორიგი სიმღერა და ვიდეო კლიპი ‘Exotic’, რომელშიც მას პარტნიორობას რეპერი პიტბული უწევს. ეს სიმღერა რამოდენიმე ქვეყნის ჩარტებშიც უმალვე მოექცა.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

♔ 2014 წელს კი პრიანკამ ბონი რეითის ცნობილი სიმღერის ‘I Can't Make You Love Me’ თავისი ვერსია შესთავაზა მსმენელს.

♔ პრიანკა აქტიური ქველმოქმედი გახლავთ და ხშირად მართავს კონფერენციას ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე. 2008 წელს ითანამშრომლა ‘UNICEF’-თან, ხოლო 2010 წელს კი ‘UNICEF’-მა დანიშნა ელჩად ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

✿ 2005 წელს ფილმ ‘Waqt: The Race Against Time’-ის გადასაღებ მოედანზე ფეხი მავთულს დააბიჯა და დენმა დაარტყა.

✿ ბრიტანული ჟურნალის ‘Eastern Eye’-ის მიერ დასახელდა ნომერ პირველ ‘Asia's Sexiest Women’-დ.

✿ პრიანკა გატაცებულია მანქანებით და ფლობს პორშეს, BMW 7-სა და მერსედესის ს კლასს.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

✿ ისაა პირველი ინდოელი ქალბატონი, რომელმაც საკუთარი ფეხის ინიციალები დატოვა სალვატორე ფერაგამოს მუზეუმში იტალიაში, სადაც იგივე გაუკეთებიათ ოდრი ჰეპბერნს, მერლინ მონროსა და დრიუ ბერიმორს.

მეგობრობს ჰოლივუდელ ვარსკვლავთან ჟერარდ ბატლერთან. ბატლერმაერთ-ერთ იტერვიუში იხუმრა: ‘მე ჯერ კიდევ თავისუფალი მამაკაცი ვარ, რადგან პრიანკა ჩოპრას ველოდები.’

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

☛ მისი ფავორიტი ფილმებია: Pretty Woman, Walk in the Clouds

☛ მისი საყვარელი ჰოლივუდელი მსახიობია მელ გიბსონი.

☛ პრიანკა ცნობილი ბრენდის ‘Guess’-ს სახეა მას შემდეგ, რაც პოლ მარსიანო შეხვდა მას და ახალგაზრდა სოფი ლორენი უწოდა.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

☛ პირადულ ცხოვრებას რაც შეეხება ჩოპრა საკმაოდ მოკრძალებულია. ყოველთვის ცდილობს, რომ დეტალებში პრესა და უცხო ხალხი არ ჩაახედოს. ბოლო პერიოდში ის ხვდებოდა ბოლივუდელ ვარსკვალვს შაჰიდ კაპურს, რომელთანაც რამოდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

★ პრიანკა ხშირად უსმენს კეტი პერისა და ლედი გაგას სიმღერებს, შეხვედრია კიდეც მათ. სწორედ მან უმასპინძლა ინდოეთში ჩასულ კეტი პერის ‘Indian Premier League’-ზე.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

ლედი გაგას კი შეხვდა დივას საკონცერტო ტურის შემდეგ და მასთან დიდი ხანი დაჰყო. როგორც პრიანკა ამბობს, მათ ისაუბრებს მუსიკაზე და ქველმოქმედებაზე. ‘გაგა არაჩვეულებრივი ადამიანია. დიდიხანია მინდოდა მისი პირადად გაცნობა, რადგან მისი შემოქმედების დიდი ფანი ვარ.’

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

✖ მისი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი და პიცა.

✖ პრიანკა ცნობილი კომპანიების ნოკიას, გარნიერის, ნიკონის, სანსილქის და სხვ. წარმომადგენელი გახლავთ.

✖ მისი უახლოესი მეგობარია ბოლივუდელი ლამაზმანი დიპიკა პადუკონე.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

✖ მონაწილეობა აქვს მიღებული ‘პეპსის’ სარეკლამო რგოლში.

✖ მისი ჰობია ცეკვა და ფოტოების გადაღება.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

✖ ფიქრობს, რომ ჰოლივუდელი მამაკაცებიდან ყველაზე სექსუალური მეთიუ მაკკონაფია.

✖ მოპოვებული აქვს უამრავი ჯილდო, ძირითადად საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში.

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებსაინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

საინტერესო ფაქტები პრიანკა ჩოპრას შესახებ

Category: Stars
Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top