19 November 2014      ta_mo     Views 5 714    
Category: Stars

დიზაინერები და მათი მუზები

დიზაინერები და მათი მუზები

თითქმის ყოველი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერი, შემოქმედებითი
პროცესის ეთ-ერთ უმთავრეს ელემენტად ასახელებს მათივე მუზას. შესაბამისად,
შეკითხვაზე, თუ რა, ან ვინ შთააგონებთ მათ ახალ კოლექციაზე მუშაობისას, კუტიურიები
პასუხში აუცილებლად მოიხსენიებენ სწორედ მათ. სიახლეში კი მოდის ცოცხალი
ლეგენდების და მათი მუზების მცირერიცხოვან ნუსხას წარმოგიდგენთ.

დიზაინერები და მათი მუზები

კარლ ლაგერფელდი და ბატისტ ჯაბიკონი

ლეგენდარულ დიზაინერი და ბატისტი არაერთხელ გახდნენ
ყვითელი პრესის მთავარი სამიზნე. კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ
მათზე, როგორც წყვილზე. შესაბამისად, კარლმა არ დააყოვნა და ინტერვიუს
დროს განაცხადა, რომ ბატისტისადმი მისი თბილი დამოკიდებულება გამომდინარეობს
მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მასში კუტიურიე საკუთარ ახალგაზრდობას ხედავს.

დიზაინერები და მათი მუზები

"ბატისტი საოცრად ჰგავს ჩემს ახალგაზრდობას, შესაძლოა ის ცოტა უფრო
ლამაზიცაა, მაგრამ სამაგიეროდ მე ბევრად მორიდებული ვიყავი."


დიზაინერები და მათი მუზები

მარკ ჯეიკობსი და სოფია კოპოლა

მარკი ფაქტობრივად ყოველ ინტერვიუში იხსენიებს სოფიას,
რომელსაც შემდეგი სიტყვებით აღწერს: ტკბილი, შესანიშნავი, მუდმივად
პოზიტიური და მშვენიერი. დიზაინერმა კოპოლას ექსკლუზიური ჩანთების
კოლექციაც კი მიუძღვნა და სახელწოდებაც მის საპატივსაცემოდ შეურჩია.

დიზაინერები და მათი მუზები

"მე სწორედ სოფიაზე ვფიქრობ, როდესაც ვქმნი კოლექციას. იგი
იდეალურად წარმოაჩენს ახალგაზრდა, დამოუკიდებელი და თანამედროვე
ქალის სახეს, რომელიც მე განმაცვიფრებს"


დიზაინერები და მათი მუზები

ვიქტორ&როლფი და ტილდა სუინტონი

"როდესაც პირველად ვიხილეთ ტილდა, მომენტალურად მივხვდით,
რომ ის ის იყო-მუზა. მან უდიდესი როლი ითამაშა შემოქმედებით პროცესში
მისი არაორდინალური სილამაზე აღმაფრთოვანებელი იყო ჩვენთვის"


2003 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია მთლიანად მსახიობს
მიეძღვნა. შესაბამისად, დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენების
მთავარ გმირად სწორედ ტილდა ექციათ და ამიტომ შოუს გამხსნელი
მოდელის ამპლუაც სვინტონმა მოირგო საკუთარ თავზე.

დიზაინერები და მათი მუზები

მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოებას აოცებს ის ფაქტი, რომ
ტილდა ძალიან შვიათად ჩნდება წითელ ხალიჩაზე ვიქტორ&როლფის სამოსში
გამოწყობილი. მსახიობი თავად ირჩევს ლუქებს და არასოდეს ანიჭებს გადამწყვეტ
მნიშვნელობას აღიარებული დიზაინერების ნაშრომებს.

დიზაინერები და მათი მუზები

ჯონ გალიანო და კარლი კლოსი

ჯონ გალიანოს დამოკიდებულება კარლი კლოსისადმი
მათი პირველივე შეხვედრისთანავე აშკარა გახლდათ. ჯონის
თანაშემწეებსი თქმით, როდესაც დიზაინერმა ახალგაზრდა მოდელი
იხილა, მომენტალურად იქცა მის მუზად და შემდგომში ფაქტობრივად
სწორედ კლოსი ხსნიდა და ხურავდა დიორისა და გალიანოს თითქმის
ყველა ჩვენებას.

"იგი ქამელეონია, კამერის წინაშე კარლი მომენტალურად
გარდაისახება სულ სხვა პიროვნებად."


დიზაინერები და მათი მუზები

მარიაკარლა ბოსკონო და რიკარდო ტიში

რიკარდოსა და მარიაკარლას შემთხვევა ზემოთ ხსენებულებისგან
რადიკალურად განსხვავებულია. ისინი ბავშვობის მეგობრები არიან.
შესაბამისად, როდესაც ტიში ჟივანშის მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად
დანიშნეს, მარიაკარლა მას ბოლომდე უწყობდა ხელს და შოუში მისივე ინციციატივით
მსოფლიოს საუკეთესეო მოდელებიც ვიხილეთ. ამავე მომენტიდან მარიაკარლა
შეუცვლელ როლს თამაშობდა რიკარდოს კარიერის წინსვლაში. მოდის აიკონი
განურჩევლად ყველა სარეკლამო კამპანიაში იღებდა მონაწილეობას და
ჩვენებაზეც ერთ-ერთი მთავარი პერსონა იყო.

დიზაინერები და მათი მუზები

"როდესაც მე და რიკარდო ერთმანეთს ვხვდებით, არასოდეს მივდივართ
ნიუ-იორკის ყველაზე მოდურ ადგილებში, ყოველთვის ნაკლებად ხალმხრავალ
ადგილებს ვირჩევთ, სადაც შეგვიძლია მუსიკის მოსმენა და რეალობისგან
თუნდაც ცოტა ხნით მოწყვეტა."


"მარიაკარლა ჩემთვის ქალის იდეალია, ის ჩემთვის ოჯახის
სრულფასოვანი წევრია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ახლო
მეგობრები, შემდგომ კი ეს დამოკიდებულება სიყვარულში გადაიზარდა.
ჩვენ ერთად ვმოგზაურობთ, ის ჩემი მფარველი ანგელოზია."


დიზაინერები და მათი მუზები

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top