;

17 November 2014      ANGEL     Views 6340    
Category: Stars



კენდალ ჯენერი ნამდვილად განსხვავდება მისი ოჯახისგან, კარდაშიანის ნახევარ-დებისგან.
თუ კი VOGUE-ს ფურცლები და ივენთები დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული ხილი იყო სკანდალებით სახელმოხვეჭილი კარდაშიანების ოჯახისთვის, ეს არ ეხება კენდალს. 19 წლის გოგონა, რომელიც სამოდელო სფეროში აქტიურად მოღვაწეობს ჟურნალ ვოგის დეკემბრის ნომრისთვის ედითორიალში გადაიღეს, სადაც ის ცნობილი დიზაინერების სამოსს წარმოადგენს.



კენდალი ცოტა ხნის წინ Estee Lauder-ის კოსმეტიკის სახეც გახდა!

Balmain-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კენდალზე ამბობს: "ის გოგონებს შთააგონებს, ისე როგორც თავის დროზე კლაუდია შიფერი და ნაომი კემპბელი. ისინი მიისწრაფიან გავდნენ მას." თავად კენდალი და არ იმორცხვებს და ამბობს, რომ მას პრობლემას არ უქმნის და პირიქით, სიამოვნებს გაუზიაროს მისი პირადი სამყარო ფანებს, რაშიც ინსტაგრამის პლატფორმა ეხმარება.




Givenchy-ს დიზაინერი რიკარდო ტისკი კი ამბობს: "მას დიქოტომია ახასიათებს, არის ერთდროულად იდუმალი და საყვარელი. ის მუდამ გაღიმებული სახით გვეგებება და მოხარულია, რომ აქვს პრივილეგია, აკეთოს ის, რაც მოსწონს. კენდალი ბევრს შრომობს და ეს უფასდება." კენდალი, ოლიმპიელი ბრიუს ჯენერის ქალიშვილი კი ამაზე ამბობს, რომ "შრომისმოყვარე / workaholic" მათ ოჯახში ყველაზე დაფასებული კომპლიმენტია.

ვოგის დეკემბრის გამოცემისთვის კენდალი პატრიკ დემარშელიემ გადაიღო.







VOGUE კენდალს სოციალური მედიის სენსაციად მოიხსენიებს და იოტისოდენა ყურადღებასაც კი არ უთმობს კენდალის უფროსი ნახევარდა კიმ კარდაშიანის ბოლო "გამოხტომას" ეპოზიორა შიშვლად ჟურნალ Paper-სთვის ედითორიალით break the internet! ფოტოსესია, რომლის მიზანიც ინტერნეტში სკანდალის ატეხვა გახდათ.





Kendall Jenner by Patrick Demarchelier for Vogue December 2014









Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top