13 November 2014      liliana     Views 2 654    
Category: Stars

Bree Warren

ბრი ვარენი გახლავთ პლიუს ზომის წარმატებული მოდელი ბრისბენიდან, ავსტრალიიდან. იგი ახალი სახეა სამოდელო სფეროში. ბრიმ მოდელობა საკმაოდ გვიან დაიწყო , მას შემდეგ რაც მან ჟურნალისტის და ეკონომისტის პროფესიებზე სწავლა დაასრულა უნივერსიტეტში და ორივე პროფესიაში ბაკალავრის დიპლომი აიღო.ბრი მუდამ მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს, უყვარს კანარის და ჰავაის კუნძულებზე სერფინგი და დაკავებულია უამრავი სპორტის სახეობით. ბრის ყველა ქალბატონს თავდაჯერებისაკენ მოუწოდებს და თავადაც მიუხედავად არასამოდელო პარამეტრებისა აქტიურად განაგრძობს კარიერაში წინსვლას.პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ მცირე ინტერვიუს ბრი ვარენთან.

სიმაღლე: 181 სმ
წონა:74 კგ
პარამეტრები:96-73-108


Bree Warren

გთხოვთ გვითხრათ, თუ როგორ დაიწყო თქვენი სამოდელო კარიერა? არის მოდელის პროფესია ის რაც ყოველთვის გინდოდათ?

სავაჭრო ცენტრში შოპინგისას შემამჩნია ერთმა აგენტმა და სააგენტოში მიმიწვია. რამდენიმე დღის შემდეგ მივედი და Dallys-თან კონტრაქტი გავაფორმე, პარალელურად ვსწავლობდი უნივერსიტეტში და ნახევარგანაკვეთიანი სამსახური მქონდა ტელევიზიაში .2010 წლიდან გადავწვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი სამოდელო ბიზნესში და საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავედი.
მოდის ბიზნესი ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა მოდელობაზე არასოდეს მიფიქრია. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას მომცეს რამდენიმე მოსაწვევი, თუმცა არცერთ სააგენტოში არ მივსულვარ.დღეს კი მოდელობა ჩემი ძირითადი პროფესიაა.

რას ნიშნავს თქვენთვის იყო"პლუს" ზომის მოდელი ?როგორ ფიქრობთ, ტერმინი "პლუს"
შეურაცხმყოფელია თქვენთვის?

მოდელობას (როგორც სხვა ნებისმიერ ინდუსტრიას ) აქვს სხვადასხვა როლები და მოთხოვნები, "პლუს" ზომის მოდელიც ერთ-ერთი მათგანია. მოდელი შეიძლება იყოს მაღალი, დაბალი, სავსე, გამხდარი, კომერციული, პოდიუმის.ადამიანი ინდივიდუალურია და არსებობს სხვადასხვა ზომის და ფორმის ადამიანები , ამიტომ სამუშაო დიაპაზონიც ვრცელია, რაც სამოდელო ინდუსტრიას უფრო საინტერესოს ხდის.არ ვფიქრობ რომ რადიკალიზმი მისაღებია. მოდელი უნდა იყოს სავსე ან ძალიან გამხდარი არასწორი მიდგომაა. ყველა ზომის მოდელი თანაბრად თავსდება ბიზნესში და ყველასთვის არის შესაბამისი ოთახი.

შეგიძლიათ რაიმე სახალისო ისტორია გაიხსენოთ რაც თქვენ კარიერას უკავშირდება?
ერთხელ მეცვა დიზაინერ რიჩარდ დე ჩაზალის კაბა, რომელიც შოკოლადისაგან იყო დამზადებული. საკმაოდ ცხელი დღე იყო, ამიტომაც კაბა მთლიანად შემომადნა ტანზე პრესკონფერენციის მიმდინარეობისას.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 5 წლის შემდეგ?
არ მივეკუთვნები ადამიანების კატეგორიას ვისაც ყველაფერი ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილი აქვთ. ვცდილობ გამოვიყენო ყველა შემოთავაზება და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმმმუუუმი გამოვიყენო წარმატების მისაღწევად. მინდა ბევრი ვიმოგზაურო და ვიმუშავო საინეტერესო ადამიანებთან.

რა რჩევას მისცემდი გოგონებს?
შეიყვარეთ თქვენი თავები როგორებიც ხართ, იმუშავეთ საკუთარი თავზე და იყავით კეთილები.

ლონდონში ცხოვრებისას რა გიყვარდათ ყველაზე მეტად?
ლონდონში ძირითადად ქუჩაში ვვარჯიშობდი. მიყვარდა Portobello -ს ქუჩაზე შოპინგი და მეგობრებთან ერთად ხეტიალი.

რა გახსოვს ყველაზე სასიამოვნოდ?
ბავშვობაში სკოლის არდადეგები და ჩემს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გატარებული ზაფხული.

სად შოპინგობ ძირითადად?
ლონდონსა და ნიუ იორკში. ჩემი საყვარელი ქალაქებია და წლის ნებისმიერ დროს მიყვარს შოპინგი.


Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren
Bree Warren

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top