3 November 2014      AnnLennon1     Views 6 282    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


კრისტენ სტუარტი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1990 წლის 9 აპრილს ლოს ანჟელესში. აღმოაჩინეს 8 წლის ასაკში, საიდანაც დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა, თუმცა მისი ოცნება არასოდეს ყოფილა გამხდარიყო მსახიობი. სტუარტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა 2008 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘ბინდი’ და განასახიერა ბელა სვონი. მსახიობობასთან ერთად ის საკმაოდ მუსიკალურია, წერს სიმღერებს და უკრავს გიტარაზე. მიეკუთვნება იმ სელებრითთა რიცხვს, რომლებიც პაპარაცებს არ სწყალობენ და სურთ მუდამ ინკოგნიტონი იყვნენ. დღესდღეობით, კრისტენი ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული სახე გახლავთ ახალგაზრდა ჰოლივუდელთა სიაში, რომლის კარიერა დღითიდღე იზრდება და ვითარდება. მოდით გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს 24 წლის ვარსკვლავის კრისტენ ჯეიმს სტუარტის შესახებ.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


♚ ♚ ♚
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


☛ კრისტენ სტუარტი დაიბადა 1990 წლის 9 აპრილს, ლოს ანჟელესში, კალიფორნიაში.

☛ მისი სრული სახელია კრისტენ ჯეიმს სტიუარტი.

☛ მისი ზედმეტსახელებია კრისი, კსტიუ, სტიუ.

☛ მისი სიმაღლეა 1.65 სანტიმეტრი.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


☛ სამარკო ნიშანი: ხშირად განასახიერებს პრობლემატურ პერსონაჟებს, რომლებიც განიცდიან ემოციურ ტრავმას.

☛ მსახიობი დაიბადა ლოს ანჟელესში, მაგრამ იზრდებოდა კოლორადოსა და პენსილვანიაში მანამ, სანამ ლოს ანჯელესში გადავიდოდა საცხოვრებლად, როდესაც 8 წლის იყო.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


☛ მამამისი ჯონ სტუარტი გახლავთ სატელევიზიო შოუების პროდიუსერი. მისი ერთ-ერთი ცნობილი პროექტია ჯორჯ ლოპესის შოუ ‘Lopez Tonight’.

☛ დედამისი ჯულს სტიუარტი წარმოშობით ავსტრალიიდან გახლავთ. ჯულსი სცენარისტი და რეჟისორია, რომლის პირველი ფილმის დებიუტი 2012 წელს შედგა.

☛ კრისტენს ჰყავს ერთი ბიოლოგიური უფროსი ძმა კამერონი და ასევე ორი მშობლების მიერ ნაშვილები ძმა დანა და ტეილორი.

☛ სტუარტი ფლობს ორ სახლს მალიბუსა და ლოს ფელისში.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


★ აღმოაჩინეს 8 წლის ასაკში სასკოლო დადგმის სცენაზე, როდესაც ის მღეროდა.

★ 8 კლასამდე სწავლობდა კალაბასასის ერთ-ერთ სკოლაში, ხოლო შემდგომ წლებში გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებდა სკოლაში ევლო, ამიტომ განათლებას სახლში იღებდა. 19 წლის იყო, როდესაც ‘The Twilight Saga: Eclipse’-ზე მუშაობისას სასკოლო დიპლომი გადასცეს.

★ ფიქრობდა, რომ მშობლების საქმიანობიდან გამომდინარე გახდებოდა სცენარისტი ან რეჟისორი. არასოდეს სურდა მსახიობობა. ‘არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ჩემი მიზანი არ ყოფილა მსახიობობა, თუმცა ყოველთვის მიყვარდა ავტოგრაფების წერა.’

★ სამომავლოდ გეგმავს ჩააბაროს კოლეჯში და ისწავლოს ლიტერატურა. ‘მსურს გავხდე მწერალი. რა თქმა უნდა, მიყვარს ჩემი საქმე,მაგრამ არ მინდა მთელი ცხოვრება პროფესიონალი მატყუარა ვიყო.’

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


★ ამბობს, რომ ბავშვობიდან ბიჭური სტილი ჰქონდა, რადგან მამაკაცების გარემოცვაში იზრდებოდა.

★ მისი ფავორიტი საშინელებათა ჟანრის ფილმია ‘ნათება.’

★ მისი ფავორიტი ვამპირული ფილმია ‘დაკარგული ბიჭები’.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✄ 2010 წელს, ფილმ ‘The Runaways’-ში მან განასახიერა ცნობილი მუსიკოსი ჯოან ჯეტი. ჯოანის სიმღერებიდან კრისტენი გამოარჩევს ‘სიყვარული ტკივილია’-ს.

✄ ფილმ ‘The Runaways’-ზე მუშაობისას აქტიურად თანამშრომლობდა ჯოან ჯეტთან, რათა დაეხვეწა მისი მანერები, სასცენო მოძრაობები, ვოკალი. მოგვიანებით ჯეტმა შეაქო კრისტენის პერფორმანსი და განაცხადა, რომ კრისტენის მიერ ჩაწერილი მისი სიმღერის აუდიო ვერსიის პირველი მოსმენისას დარწმუნებული იყო, რომ საკუთარი ხმა იყო გამოყენებული იმდენად ჰგავდა ორიგინალი და სტუარტის ხმა ერთმანეთს. ამავე ფილმისთვის მან გიტარაზე დაკვრა ისწავლა.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✄ მას იმდენად უნდოდა მარილოუს როლი განესახიერებინა ფილმში ‘On the Road’, რომ დათანხმდა 200,000 დოლარად ემუშავა, მას შემდეგ რაც ფილმის ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა.

✄ უკრავს აკუსტიკურზე და ელექტრო გიტარაზე, ასევე საყვირზე.

✄ მისი ჰობია ფოტოების გადაღება.

✄ კრისტენი იმ სელებრითთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც პაპარაცებს არ სწყალობენ.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


☞ რეჟისორმა ჯეიკ სკოტმა უმალვე გადაწყვიტა კრისტენთან თანამშრომლობა ფილმისთვის ‘Welcome to the Rileys’, როდესაც მან ნახა მსახიობის პერფორმანსი შონ პენის ფილმში ‘Into the Wild’.

☞ სტრიპტიზიორი მეძავის როლის მოსარგებად ფილმში ‘Welcome to the Rileys’ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ცეკვავდა ერთ-ერთ სტრიპტიზ ბარში. შედეგად მას სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა ფეხის არეში.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


☞ ჰარვი ვეინსტეინმა განაცხადა, რომ 2013 წელს გამართულ 12/12/12/ აქციაზე შუა აღმოსავლეთის პრინცმა გადარიცხა 500,000 დოლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად, ხოლო სანაცვლოდ მოითხოვა სტუარტთან 15 წუთიანი საუბარი.

☞ კარლ ლაგერფილდმა მას პირადად სთხოვა გამხდარიყო ‘შანელის’ ახალი სახე.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✿ კრისტენის საყვარელი რეჟისორი ჯონ კასავეტესი გახლავთ, ხოლო ფავორიტი ფილმი კი ‘A Woman Under the Influence’.

✿ ჰყავს სამი ძაღლი: ოზი, ჯეკი და ლილი. ასევე კატაც მაქს/ჯელა, რომელიც ხშირად დაჰყავს თან.

✿ 2012 წლის იანვარში სტუარტი გახდა ბრენდ ‘ბალენსიაგას’ წარმომადგენელი და მათი ახალი სუნამოს სახე.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✿ ის უსმენს ‘Green Day, Nirvana, Led Zeppelin, Cream, The Beatles და U2-ს.

✿ თავისუფალი დროის გატარება სამზარეულოში უყვარს და კარგი მზარეულიცაა. ’ნამდვილად გემრიელ პეროგს ვამზადებ და ყველაზე უკეთ ვაშლის პეროგი გამომდის.’

✿ ის აღიარებს, რომ ბუნებრივად ნერვიული ადამიანია, რასაც მისი ყველა ინტერვიუ ადასტურებს.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✮ 2007 წელს ფილმ ‘'Into the Wild'-ის ქასთინგზე კრისტენმა ბითლზების ლეგენდარული სიმღერა ‘Blackbird’ გიტარის თანხლებით შეასრულა ფილმის რეჟისორის შონ პენის წინაშე.

✮ ფილმისთვის ‘Into the Wild’ მან თავად დაწერა სიმღერა ‘Tracy's Song’, რომელიც ემილი ჰირშთან ერთად ერთ-ერთ სცენაში შეასრულა.

✮ მან ემილი ჰირში იმდენად მოხიბლა ‘Into the Wild’-ზე მუშაობისას, რომ სწორედ ემილიმ გაუწია რეკომენდაცია, რომ სტუარტი დაემტკიცებინათ ბელა სვონის როლზე.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✮ ‘ბინდის’ პირველი ოთხი ნაწილისთვის მას უწევდა ყავისფერი კონტაქტური ლინზების ჩასმა, ხოლო მეხუთე და ბოლო დასკვნითი სერიისთვის წითელი ლინზების ტარება.

მე-19 დაბადების დღე აღნიშნა ‘The Twilight Saga: New Moon’-ის გადასაღებ მოედანზე, იმავე დღეს როდესაც სცენარის მიხედვით ბელას 18 წელი შეუსრულდა.

✮ ‘ბინდის’ გადაღებების შემდეგ მან დაიტოვა ყველა ბეჭედი, რომელიც მის პერსონაჟს ბელას ფილმში ეკეთა და დღემდე ატარებს მათ.

✮ ის ბუნებრივად ქერაა, თუმცა ბელა სვონის პერსონაჟის მოსარგებად თმები ყავისფრად შეიღება.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✮ კრისტენის დებიუტი დიდ კინოში შედგა 2001 წელს ფილმში ‘The Safety of Objects’.

✮ 2002 წელს, ფილმში ‘Panic Room’ მან შეცვალა ჰეიდენ პენეტიერი და სარა ალტმანის როლი მოირგო.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


♕ 2011 წელს პირველად მოხვდა ამერიკული ვოგის გარეკანზე. იმავე წელს დაამშვენა იტალიური ვოგის გარეკანიც.

♕ 2012 წელს, ფორბსის გამოთვლების მიხედვით დასახელდა ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად, რომელმაც 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისის ჩათვლით 34, 5 მილიონი გამოიმუშავა.

♕ 2011 წელს, ფორბსის მიერ მისი და რობერტ პატინსონის ტანდემი დასახელდა რიგით მეხუთე ყველაზე მაღალანაზღაურებად წყვილად.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


♕ მისი საყვარელი წიგნია ჯონ სტეინბეკის ‘East of Eden’.

♕ მამაკაცი მსახიობებიდან გამოარჩევს შონ პენს.

♕ 2012 წელს, ფილმში ‘Snow White and the Huntsman’ ყველა საბრძოლო სცენა თავად კრისტენის მიერაა შესრულებული. გადასაღებ მოედანზე მან რამოდენიმეჯერ მუხლი დაიზიანა, რის გამოც მუშაობა დროებით შეწყდა.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✖ 2004 წელს, ფილმში ‘Speak’ მან განასახიერა ტრამვირებული სკოლის მოსწავლე მელინდა. კინოს კრიტიკოსებმა კრისტენის მიერ განსახიერებული როლი დადებითად შეაფასეს.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✖ 2008 წლამდე ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ მაიკლ ანგარანოსთან, რომელიც ფილმ ‘Speak’-ის გადასაღებ მოედანზე 2004 წელს გაიცნო.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✖ კრისტენის საყვარელი შემსრულებელი გახლავთ ირლანდიელი მუსიკოსი ვან მორისონი, რომელსაც პატინსონიც აღმერთებს. ერთ-ერთი ინტერვიუში კრისტენმა განაცხადა: ‘რობი იფიქრებს, რომ მე მას ვაკოპირებ.’

✖ საშინელებათა ჟანრის ფილმისთვის ‘The Messengers’მან დაახლოებით 6 თვე გაატარა იზოლირებულ ადგილზე, კანადაში, რათა უკეთ მოერგო როლი.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


✖ კრისტენის საუკეთესო მეგობარი ‘ბინდის’ქასთიდან გახლავთ ნიკი რიდი.

✖ ქალი მსახიობებიდან მისი ფავორიტია ჯულიეტ ბინოში, რომელთანაც მონაწილეობს ფილმში ‘Clouds of Sils Maria.’

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


❥ 2008 წელს, ‘ბინდის’ გადასაღებ მოედანზე მან გაიცნო ბრიტანელი მსახიობი რობერტ პატინსონი და მათმა რომანმა რეალურ ცხოვრებაშიც გადაინაცვლა. 2010 წელს ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა ჭორები ურთიერთობის შესახებ. ისინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის სტატუსს ფლობდნენ.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


თუმცა, 2012 წელს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია კრისტენის ღალატის შესახებ, რომელსაც მოყვა ფოტომასალა. აღმოჩნდა, რომ მსახიობს რომანი ჰქონდა ‘Snow White and the Huntsman’-ის რეჟისორთან, ცოლ-შვილიან რუპერტ სენდერსთან. კრისტენმა ოფიციალური წერილი განათავსა, სადაც ბოდიშს უხდიდა რობერტს მიყენებული ტკივილის გამო. სტუარტმა და პატინსონმა კვლავ აღადგინეს ურთიერთობა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


❥ ქასთინგზე მისვლამდე პატინსონს წარმოდგენა არ ჰქონდა ‘ბინდის’ ნოველაზე. მან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ ტურზე, რათა გაეცნო კრისტენ სტუარტი და ეთანამშრომლა მასთან ერთად.

❥ სტუარტს დასჭირდა საკმაო დრო, რათა რობერტისთვის შანსი მიეცა. ‘ბინდის’ რეჟისორი იხსენებს, რომ მსახიობს დიდხანს ფიქრობდა ეცადა თუ არა პატინსონთან ურთიერთობა.

MTV Movie Awards-ზე სტუარტმა და პატინსონმა რამოდენიმეჯერ გაიმარჯვეს ‘საუკეთესო კოცნის’ კატეგორიაში.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


★ ახალგაზრდა ჰოლივუდის მსახიობებიდან გამოარჩევს ჯენიფერ ლოურენსს.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


★ დღესდღეობით კრისტენი ოფიციალურად თავისუფალია, თუმცა ბევრს საუბრობენ მასსა და ბრიტანელი მსახიობის, ჯენიფერ ლოურენსის ყოფილი შეყვარებულის ნიკოლას ჰოლტის ურთიერთობის შესახებ.

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის შესახებსაინტერესო ფაქტები კრისტენ სტუარტის 
							
<br><script async src=

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top